ჯანმრთელობა
სომნოლოგმა გამომიწერა: 3 გემრიელი სასმელი სწრაფად დასაძინებლად
უძილობა – კაცობრიობის ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული უსიამოვნება. პლანეტის მთელ მოსახლეობას ეს აწუხებს. სტრესი, სასიხარულო მოვლენები თუ რაიმეს მოლოდინი ძილის პრობლემებს იწვევს. თუ ეს დროებითი მოვლენაა, უძილობასთან გამკლავებას ხალხური საშუალებებით შეძლებთ. Alltime.ge-ს რედაქცია გთავაზობთ ექიმი სომნოლოგის რჩევებს, თუ რომელი სასმელი უნდა დალიოთ ძილის წინ სწრაფად დასაძინებლად.
ზოგჯერ უძილობა ქრონიკული ხდება. თუ 3 თვეზე მეტია ცუდად გძინავთ, ექიმს აუცილებლად მიმართეთ. თუ სერიოზული პრობლემები არ გაქვთ, ხალხურ მედიცინას მიმართეთ. გიზიარებთ ჩემს გამოცდილებას და აღვნიშნავ ყველაზე ეფექტურ სასმელებს უძილობასთან საბრძოლველად
სასმელები სწრაფად დასაძინებლად
1. ალუბლის წვენი და იოგურტი
ეს სასმელები ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა და დიდი ალბათობით ძილზე დადებით გავლენას მოახდენს, მაგრამ მე არ მომიხდა.
2. თბილი რძე
ძილის წინ დასალევად საკმაოდ პოპულარული სასმელია. თაფლიან რძეს პატარებს ხშირად აძლევენ. ამას ფილმებშიც ხშირად ნახავთ. რძე დაძინებამდე 15-20 წუთით ადრე დავლიე. სწრაფად დაძინება ვერ მოვახერხე, მაგრამ უკეთ დამეძინა. მოხუცებს ღამით რძის დალევას არ ვურჩევ, რადგან ასაკთან ერთად რძის ათვისება ცუდად ხდება.
3. ბალახების ჩაი თაფლთან ერთად
ღამით ჩაის დალევა ისეთივე საზიანოა, როგორც ყავის. მის ფოთლებში ბევრი კოფეინი შედის, რომლებიც ორგანიზმს აფხიზლებენ და დაძინებას ხელს უშლიან. სხვა საქმეა ბალახების ჩაი. სწორი შემადგენლობა მოდუნებასა და ნერვული სისტემის დამშვიდებაში დაგეხმარებათ.
პიტნის ან გვირილას ჩაის 1 ჩაის კოვზ თაფლს ვუმატებ და ძილის წინ ვსვამ. ეფექტი დიდხანს არ დააყოვნებს. წამებში ვითიშები. კარგად მძინავს, რაც დასვენების საშუალებას მაძლევს. დილით თავს ენერგიულად ვგრძნობ.
ეფექტის გასაძლიერებლად ჩაის სასმელი კვირაში 3-4-ჯრ დალიეთ, რძესთან მონაცვლეობით. აუცილებლად გამორიცხეთ ყველა ფაქტორი, რომლებიც სწრაფად დაძინებაში ხელს გიშლით.
სასმელებით თერაპია ძალიან დამეხმარა, მაგრამ თვითმკურნალობა არ ღირს. ზოგჯერ პრობლემა უფრო სერიოზულია, ვიდრე ვფიქრობთ. ქრონიკული უძილობა პირველი სახიფათო სიგნალია. ასეთი პროფილაქტიკა ყველას არ უხდება! თქვენ როგორ ებრძვით უძილობას?