Connect with us

საკითხავი

სიტყვები, რომლებიც არ უნდა თქვათ სასაფლაოდან გასვლისას. აკრძალვები ცოცხალთათვის

მიცვალებულთა ხსენების დღეს ბევრი ადამიანი სასაფლაოზე წასვლის ტრადიციას იცავს. არავინ გიკრძალავთ, რომ სასაფლაოზე გარდაცვლილი ნათესავები სხვა დღეებშიც მოინახულოთ. მარადიული განსასვენებელი ადამიანზე ნეგატიურად მოქმედებს. ამ ადგილის მონახულება ყოველთვის ძალას გვართმევს, ამიტომ ფრთხილად უნდა იყოთ, რომ ცოცხალთა სამყაროში უსიამოვნებები არ შეათრიოთ. არსებობს ერთგვარი წესები და ჯადოსნური სიტყვები, რომლებიც სასაფლაოზე ყოფნისას უნდა თქვათ.

ჯადოსნური სიტყვა

Аlltime.ge–ს რედაქცია გიზიარებთ სასაფლაოზე ქცევის მარტივ წესებს. სულ ოთხი წესია, მაგრამ მათი შესრულება აუცილებელია, რომ ნეგატივისგან თავი დაიცვათ.

პირველი წესი ამბობს, რომ მიცვალებულებს ისე არ უნდა ესაუბროთ, როგორც ცოცხლებს. ბევრი ადამიანი სასაფლაოზე გარდაცვლილს ესალმება. არ თქვათ სიტყვა „გამარჯობა“. ალოგიკურია მიესალმო ადამიანს, რომელიც ცოცხალი აღარაა. უმჯობესია თქვათ, „ცათა სასუფეველი“. ასეთი მიმართვა უფრო გონივრული და სწორია.

სასაფლაოდან გასვლისას არ თქვათ სიტყვები „მომავალ შეხვედრამდე“ ან „ნახვამდის“. ამქვეყნიდან მალე წასვლა არ ისურვოთ. უმჯობესია, მიცვალებულებს სთხოვოთ, რომ ცოცხალთა სამყაროში არ გამოჩნდნენ და არ შეგაწუხონ. პირობა მიეცით, რომ კიდევ მოინახულებთ. თუ ამ წესს არ დაიცავთ, ცუდი ენერგეტიკით აივსებით და მალე სისუსტეს იგრძნობთ.

მეორე წესი ამბობს, რომ სასაფლაოდან გასვლისას უკან მოხედვა არ შეიძლება. მაშინაც კი, თუ ვინმე გეძახით. უბრალოდ გაჩერდით და მის მოახლოებას დაელოდეთ.

ეს აიხსნება იმით, რომ გასასვლელში ბევრი მოუსვენარი სულია, რომელთაც ცოცხალთა სამყაროში დაბრუნება სურთ. მათ გასვლა მხოლოდ ადამიანის მოწვევით შეუძლიათ. თავის უკან მობრუნება მათთვის მოწვევას ნიშნავს.

სასაფლაოზე ქცევის წესები

სასაფლაოზე მიწა მის მკვიდრებთან ერთად იმქვეყნად გადადის. ის მთელ ნეგატივს შთანთქავს. იქ მიწიდან რაიმეს აღება არ ღირს. ეს მესამე წესია, რომელიც ადამიანთა სულების მარადიულ განსასვენებელს ეხება.

მაშინაც კი, თუ ძალიან ძვირფასი ნივთია,  არ აიღოთ. ჯადოქრები სასაფლაოზე ხშირად ტოვებენ ძვირადღირებულ მიმზიდველ ნივთებს, რომელიც დაწყევლილია. ასეთი ნივთის აღებით საკუთარ თავს და ახლობლებს უბედურებას მოუტანთ.

და ბოლოს, მეოთხე წესი ამბობს: სასაფლაოდან პირდაპირ სახლში წასვლა არ ღირს. თუ ბნელმა ძალებმა თქვენთან ერთად ამ ადგილის დატოვება შეძლო, ხალხმრავალ ადგილას წადით. იქ ბრბოში დაიკარგებით და სული ვეღარ გამოგყვებათ. უკან დაბრუნება მოუწევს.

ყოველთვის დაგეგმეთ მარშრუტი ისე, რომ გზა, რომლითაც სასაფლაოზე მიდიხართ, და გზა, რომლითაც ბრუნდებით, სხვადასხვა იყოს.

თავად გადაწყვიტეთ, დაიჯერებთ თუ არა.

Advertisement