Connect with us

მოდა და სტილი

სიმდიდრის და კეთილდღეობის მოსაზიდად ვარცხნილობას მთვარის კალენდრის მიხედვით ვიცვლი

2023 წლის იანვრის ვარცხნილობის კალენდარი ჩვეულ სტილს სიხასხასეს და სიმკვეთრეს შემატებს. მთავარია, ზუსტად იცოდეთ, რომ ეს დღე საინტერესო ცვლილებებისთვის შესაფერისია. Аlltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ იანვრის მთვარის კალენდარს ვარცხნილობისთვის. გიამბობთ, რომელი დღეებია კარგი თმის შესაჭრელად, შესაღებად ან თმაზე სხვა მანიპულაციებისთვის.

ვარცხნილობის კალენდარი იანვარში

მთვარის კალენდარი დაგეხმარებათ გაიგოთ, იანვრის რომელი დღეებია საუკეთესო ვარცხნილობის შესაცვლელად. თუ დრო არ გაქვთ, რომ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს თვალყური ადევნოთ და ვარცხნილობის შესახებ ასტროლოგების რჩევებს გაეცნოთ, მაშინ მთვარის კალენდარი გამოგადგებათ. ასე სწორი თარიღის შერჩევას შეძლებთ.

საინტერესო ცვლილებები

იანვრის პირველი კვირა კარგია თმის ნებისმიერ ფერში შესაღებად. ზეციური ნიშანი გაქვთ, რომ წელი აქტიურად და ხალისიანად დაიწყოთ. ცვლილებებს თამამად შეხვდით, ასე საკუთარი თავის ახალი მხარეების აღმოჩენას შეძლებთ და უფრო ბედნიერი გახდებით.

მნიშვნელოვანი დღეები

8 იანვარს 17:00 საათის შემდეგ სილამაზის სალონში აუცილებლად ჩაეწერეთ. იდეალური დროა, თუ გსურთ თმა მინიმალურად შეცვალოთ, მაგრამ იმიჯი განაახლოთ.

9 იანვრის საღამო შესაფერისია, თუ თმის კაშკაშა ფერში შეღებვა გსურთ. ცისარტყელას ნებისმიერ ფერში შეგიძლიათ შეიღებოთ. შედეგით კმაყოფილი დარჩებით. 13 იანვარი კარგი დღეა, თუ თმის ქერად შეღებვა გსურთ. ამ დღეს იმიჯის შეცვლა ფინანსურ წარმატებას მოგიტანთ.

აუცილებელი გადაწყვეტილებები

14-16 იანვარი წლის პირველი თვის შედარებით მშვიდი პერიოდი უნდა გახდეს. თმის შეჭრა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადადება შეუძლებელია. თუ ძალიან აუცილებელია, თმა საკუთარი ხელით შეიღებეთ. 16 იანვარს ვარცხნილობის შეცვლას არ გირჩევთ. თუ მისი გადადება ვერ ხერხდება, მუქ ფერში შეიღებეთ ან თმა ოდნავ დაიმოკლეთ.

19 იანვარს ვარცხნილობის შეცვლით კარტ–ბლანშს მიიღებთ. დასაშვებია ნებისმიერ ფერში შეღებვა, გასწორება, დახვევა, მოკლედ შეჭრა, ხელოვნურად დაგრძელება. ყველაფერი წარმატებას მოგიტანთ. სალონიდან კმაყოფილი და თავდაჯერებული გახვალთ.

21 იანვარს სადილობის დროს ვარცხნილობის შეცვლა იჩქარეთ. 22 და 23 იანვარს მხოლოდ შეღებვა შეიძლება. 22 იანვარს თმის შეღებვით ფინანსურ მდგომარეობას გააუმჯობესებთ. 23 იანვარს თმის შეღებვა თანამშრომლებთან ურთიერთობის დალაგებაში და ახალი ადამიანების გაცნობაში დაგეხმარებათ.

ვარცხნილობის დეტალური კალენდარი იანვარში

25 იანვარს თმა შეგიძლიათ შეიჭრათ, თუ ექსტრიმი გიყვართ. ამ დღეს თმა შეგიძლიათ ძალიან დაიმოკლოთ და საინტერესო ვარცხნილობა მიიღოთ. თამამი, ჰაეროვანი, ქალური და მსუბუქი ვარცხნილობა გამოვა.

28 იანვარს დღის მეორე ნახევარში თმის შეჭრა დასაშვებია. 29 იანვარს მხოლოდ შეღებვა შეიძლება. თმის ახალი ფერით საინტერესო პირების ყურადღების მიიზიდავთ. თვის ბოლო დღეს თმის შეჭრა წარმატებას მოგიტანთ. ასე უფრო თავდაჯერებული გახდებით და თამამად მოქმედებას შეძლებთ.

ზოგჯერ ქალს გარეგნობის შეცვლა ძალიან სჭირდება. ცვლილებების არ შეგეშინდეთ. მთავარია, მთვარის კალენდრის მიხედვით სწორი თარიღი შეარჩიოთ, კარგი ოსტატი იპოვოთ და მასთან ვარცხნილობის და ფერის ვარიანტები განიხილოთ. გისურვებთ, რომ ბედი მთელი წელი თქვენ მიმართ კეთილგანწყობილი იყოს.

Advertisement