Connect with us

ჰოროსკოპი

სექტემბრის ვარცხნილობის კალენდარი: ხელსაყრელი დღეები თმის შესაჭრელად

შემოდგომა სტილის და ვარცხნილობის შესაცვლელად შესანიშნავი დროა. თუმცა გონივრულად უნდა იმოქმედოთ. 2022 წლის სექტემბრის მთვარის კალენდარი საუკეთესო დღეების არჩევაში დაგეხმარებათ. ექსპერტები ირწმუნებიან, რომ ასე ცხოვრების შეცვლას შეძლებთ.

Alltime.ge–ს რედაქცია გიზიარებთ სექტემბრის მთვარის კალენდარს თმის შესაჭრელად და გიამბობთ, როდის სჯობს პარიკმახერთან ჩაწერა.

კალენდარი თმის შესაჭრელად

ასტროლოგები ირწმუნებიან, რომ ვარცხნილობის გასაკეთებლად ან შესაღებად სწორი დღის შერჩევა პროცედურის შედეგზე გავლენას ახდენს. ასევე უახლოესი მოვლენების კორექტირება შეუძლია. ზოგს სჯერა, რომ სწორ დღეს თმის შეჭრა გამდიდრებაში დაეხმარება. შესაძლოა ასეც არის. მთვარის კალენდარი მთვარის ფაზების და თმაზე მათი ზემოქმედების მიხედვით არის შედგენილი.

მთვარის კალენდრის მიხედვით სხვადასხვა დღეს თმის შეჭრა თმაზე და ზოგადად ცხოვრებაზე განსხვავებულ გავლენას ახდენს. საქმეში ჩახედულებმა იციან, რომ კლებად მთვარეზე თმის შეჭრისას თმა ნელა იზრდება. თუ მზარდ მთვარეზე სილამაზის სალონს ეწვევით, თმა სწრაფად გაიზრდება, მაგრამ ფორმას კარგად ვერ შეინარჩუნებს.

სავსე მთვარე საუკეთესო დროა, რომ თმაზე რაიმე გაიკეთოთ. ასე თმა ჯანმრთელი და დამყოლი გახდება. მოდით ვნახოთ, როდის სჯობს პარიკმახერთან ჩაწერა სექტემბერში.

ხელსაყრელი დღეები

ყველაზე კარგი დღეები თმის შესაჭრელად: 7, 23, 25 სექტემბერი. ექსპერტები თვლიან, რომ ამ დღეებში თმის შეჭრის შემდეგ თმა ფაფუკი და ჯანმრთელი გახდება. ამავდროულად, ამ დღეებში სილამაზის სალონში ვიზიტით ფინანსურ წარმატებას მოიზიდავთ.  ვარცხნილობის შესაცვლელად კარგ დღეებად ითვლება 6, 13, 27 სექტემბერი. თუ თმას 6 სექტემბრის შემდეგ შეიჭრით, ფორმას კარგად შეინარჩუნებს. 13 და 23 სექტემბერს თმა ძლიერი და სქელი გახდება. 27 სექტემბერს დადებით ემოციებს მიიღებთ.

თუ ჯანმრთელობის გაუმჯობესება და შემოდგომის სურდოსგან დაცვა გსურთ, სილამაზის სალონში 8 სექტემბერს საღამოს ან 9–ში დილით მიდით. 17 სექტემბერს თმის ოდნავ შემოკლებით სეზონურ სევდას თავს დააღწევთ და შემოსავლის ახალ წყაროს იპოვით. თუ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება გსურთ, თმა 18 სექტემბერს შეიღებავთ, მაგრამ ამ დღეს თმის შეჭრას არ გირჩევთ.

თუ თმას იღებავთ, კარგი დღეებია 7, 8, 13, 14 და 23. ყველაფერი კარგად გამოვა და შედეგით კმაყოფილი დარჩებით. თუ დახვევას და სხვა მსგავს პროცედურას გეგმავთ, 7, 8, 13, 17, 23, 24 და 25 სექტემბერს დაგეგმეთ. თუ კარდინალური ცვლილება გსურთ, მაშინ ოსტატს 7 ან 23 სექტემბერს ეწვიეთ. შედეგით კმაყოფილი დარჩებით.

არახელსაყრელი დღეები

თმის შესაჭრელად ყველაზე ცუდი დღეებია 3, 9-11, 18. პრობლემები რომ არ მოიზიდოთ, სილამაზის სალონს ამ დღეებში გვერდი აუარეთ. პირველ რიგში, ვარცხნილობა არ გამოგივათ. მეორეც, უსიამოვნებებს მოიზიდავთ. როგორც მინიმუმ, ექსპერტები ასე თვლიან. სხვა დანარჩენი დღეები ნეიტრალურია. ვარცხნილობის შეცვლა თქვენს ცხოვრებასა და თმის ხარისხზე გავლენას არ მოახდენს.

2022 წლის სექტემბრის მთვარის კალენდარი თმის შესაჭრელად ბევრი კარგი დღით სავსეა. ამ დღეების ძალა გამოიყენეთ, რომ იმიჯი შეიცვალოთ და კმაყოფილი დარჩეთ. მოდური შეღებვით ან უბრალოდ ლამაზი დავარცხნით სტილი შეგიძლიათ შეიცვალოთ. თქვენი სტილის პოვნაში წარმატებას გისურვებთ!

Advertisement