Connect with us

საკითხავი

სექსუალური სუნი გაქვს: მამაკაცის 7 არომატი, რომელთაც ქალები ჭკუიდან გადაყავთ

ვინ თქვა, რომ 23 თებერვალს ბოიფრენდ–პაციფისტს საჩუქარი არ სჭირდება? Alltime.ge–ს რედაქცია გირჩევთ, რომ ქვემოთ მოცემული სუნამოებიდან ერთ–ერთი აჩუქოთ. ამით ხომ საჩუქარს საკუთარ თავსაც უკეთებთ.

არომატი ძლიერი იარაღია. ფსიქოლოგები თვლიან, რომ ჩვენ შეიძლება დაგვავიწყდეს თარიღი, ფერი, სახელი, მაგრამ მოწონებული პარფუმი მეხსიერებაში იჭრება და მოვლენების კვლავ და კვლავ გახსენებას გვაიძულებს. როგორი მამაკაცის არომატები აგიჟებენ ქალებს?

Bad Boys, Kilian, 360 ლარი

ამ არომატის სლოგანი თავად ამბობს ყველაფერს „Bad boys are no good but good boys are no fun” (ცუდი ბიჭი კარგი არაა, მაგრამ კარგი ბიჭი მხიარული არაა“). თითოეული, თუნდაც მოკრძალებული გოგოს ოცნებებში არის ყველაზე ცუდი ბიჭი, რომელსაც არანაირი პროტესტი არ შეაჩერებს. Bad Boys არომატი ახალგაზრდა და შეყვარებული My Kind of Love–ს კოლექციაში შედის. თავად კილიანი არომატს ასე აღწერს: „გთავაზობთ თქვენი ხასიათის ველური საზღვრები გახსნათ არომატის დახმარებით, რომელიც შექმნილია მათთვის, ვინც ცუდად იქცევა. არომატს წარმოუდგენელ სექსუალურობას და სიჯანსაღეს ანიჭებს ცნობილი კოლას აკორდი მუსკატის კაკლის, დარიჩინის, ლაიმის და ვანილის ნოტებით“. კარგი ბიჭები კარგია, მაგრამ შაბათ საღამოს ცუდებთან უფრო გაერთობით.

Ombre Leather, Tom Ford, 820 ლარი

ძალიან მაგრად გამოიყურება რთული მამაკაცური კომპოზიციები, სადაც ბევრი ინტენსიური ნოტია შერეული. Tom Ford-ის ახალ არომატში Ombre Leather ყველაფერია – ილის, პაჩულის, ვეტივერის ცხარე ნოტები, თეთრი ხავსი და ქარვა. არომატი გაჯერებული ტყავის არომატით იხსნება, რომელიც ძლიერ აფროდიზიაკს წარმოადგენს. თავს ნუ დაიდანაშაულებთ, თუ შაბათ დილით ლამაზი უცნობის ბინაში გაიღვიძებთ – შესაძლოა, ის Tom Ford-ის პარფუმს იყენებს.

Terre d’Hermes, Hermes, 544 ლარი

ჟან–კლოდ ელენეს ლეგენდარული არომატი ჯერ 10 წლისაც არაა, მაგრამ უკვე რამდენიმე ვერსია გამოიცა. მის შესახებ ნამდვილად გსმენიათ. შესაძლოა, უკვე პირველივე ნოტებით ცნობთ. არომატი კოლექციაში აქვს ბევრ მამაკაცს, რომელთაც კარგი სუნამოები უყვართ. Terre d’Hermes–ის ნოტები შეგიძლიათ იგრძნოთ პარიზულ Faubourg Saint-Honore და George V–ში: ეს წიწაკის, ვეტივერის, გრეიფრუტის, ნემსიწვერას და კედრის უწონო ნარევია. უბრალოდ სექსია!

Aventus, Creed, 1330 ლარი

მამაკაცებმა უკვე დიდი ხანია მიხვდნენ, რომ Aventus ყველა ქალს იზიდავს და აგიჟებს. თუ ახალი ნაცნობის თაროზე ეს არომატი შენიშნეთ, იცოდეთ – მან ცდუნების ხელოვნება კარგად იცის. ლაკონურ ფლაკონში ანანასი, ტყავი და კვამლი არეულია. ასოციაცია – უდარდელი, მშვიდი საღამო ბუხართან, როცა ხელიხელ ჩაკიდებული სხედხართ და გული გამალებით გიცემთ.

Fahrenheit, Dior, 400 ლარი

ყველაზე პირველი „ფარენჰეიტი“ 1988 წელს გამოჩნდა და მამაკაცების არომატში რევოლუცია მოახდინა. მასში იმ დროისთვის უჩვეულო ტყავის, იის ფოთლების, მუსკატის კაკლის, ვეტივერის, მუსკუას და ლავანტის ნოტები იყო არეული. მხიარული კომპოზიცია მკაცრ ოდეკოლონებს შორის მკაფიოდ გამოირჩეოდა. არომატი ყველა ლამაზმანს შეუყვარდა, შემდეგ კი მათზე შეყვარებულ ქალებს. Dior–ის სახლმა ლეგენდარული არომატის კიდევ რამდენიმე ვარიანტი გამოუშვა, მაგრამ ორიგინალური სუნამო დღემდე ყველაზე პოპულარულია.

Sunday Cologne, Byredo, 1010 ლარი

სუნამო Sunday Cologne Byredo – უკვე კლასიკური Fantastic man–ის ახალი სახელია. ყველაზე შესაფერისი აღწერა – მათრობელა. ანისი, ილი და ბალახების თაიგული პირველივე ნოტებიდან თავბრუს დაგახვევთ. გაჯერებული არომატი – კვირა დილა ძვირადღირებულ სასტუმროში, როცა არსად არ გეჩქარებათ. თქვენ აბაზანაში შედიხართ, ის კი უგემრიელეს საუზმეს უკვეთავს.

Classic Opulent No.77, Shaik, 1527 ლარი

ყველაზე სექსუალური მამაკაცების არომატების რეიტინგში ყოველთვის აღმოსავლური სუნამოები ლიდრეობს. მათ შორის ხშირად გვხვდება Shaik–ის Classic Opulent No.77 ან როგორც უწოდებენ „შეიხი 77“. არომატი ნამდვილი აღმოსავლური ზღაპარია, რომელიც ძლიერი და ვნებიანი სიყვარულის პირობით გვიზიდავს. თავიდან ბერგამოტის პიკანტური ნოტები თავბრუს დაგახვევთ, რომელიც ნელ–ნელა ვაშლის და დარიჩინის ნოტებში გადადის და ბოლოს მუშკი და საკმეველი იშლება. სავარაუდოდ, ნოტების გამოცნობის დრო არ გექნებათ – ის პირველივე წუთიდან ჭკუიდან გადაგიყვანთ.