Connect with us

ყვავილები

სელი – სასარგებლო და ლამაზი მცენარე

უძველესი დროიდან სელს ზრდიდნენ და ოჯახში მრავალფეროვანი მიზნით იყენებდნენ. მცენარეს სამკურნალო და დეკორატიული თვისება აქვს, რომელიც თანამედროვე მებაღემ უნდა გაითვალისწინოს. ძველად ამბობდნენ, რომ „სელს დათესავ და ოქროს მოიმკი“.

როგორც ჩანს, ეს ყვავილები ადამიანს მთელი ისტორიის განმავლობაში თან ახლდა. ყოველ შემთხვევაში არქეოლოგები ირწმუნებიან, რომ სელის თესლი და სელის ზეთი ჯერ კიდევ ბრინჯაოს და რკინის ხანაში იყო ცნობილი. ძველი ეგვიპტელები სელს ქსოვილის მოსაქსოვად იყენებდნენ, რომაელები წმინდა მცენარედ და სიწმინდის, სინათლის და ერთგულების სიმბოლოდ მიიჩნევდნენ.

სელის როგორი სახეობა არსებობს

სელი ჩვეულებრივი – ერთწლიანი მცენარეა. ველურ ფორმით არ გვხვდება, სამაგიეროდ სხვადასხვა ფორმითაა გაშენებული. სამრეწველო მიზნით ჩვეულებრივ განასხვავებენ მაღალს (90-დან 150 სმ-მდე), რომელიც ძირითადად ბოჭკოვანი იზრდება, დაბალი (30-დან 60 სმ-მდე) და საშუალო სიმაღლის მცენარეს.

ჩვენთვის ჩვეული სელი გარეგნულად შეუმჩნეველია: მას თხელი ღერო აქვს, რომელზეც ბევრი ვიწრო ფოთოლი და წვრილი, ნაზი ცისფერი ან ღია იისფერი ყვავილები, ქოლგისნაირი თანაყვავილედი აქვს. სელექციონერებმა ბევრი ჯიში გამოიყვანეს, მათ შორის დეკორატიული – საკმაოდ მსხვილი და გამოხატული ყვავილების მქონე.

თუ უფრო დეკორატიული მხარე გაინტერესებთ, ვიდრე მისი თვისებები, ყურადღება ერთწლიან და მრავალწლიან მიმზიდველ სახეობას მიაქციეთ.

როგორ გავზარდოთ სელი

სელს გაზაფხულზე თესავენ. თესლს მიწაში 1,5-2 სმ-მდე სიღრმეში ყრიან. მათ შორის დაშორება დაახლოებით 20 სმ.

სელს სიცივე არ აშინებს. ახალგაზრდა ღეროები -3 გრადუსამდე ყინვას უძლებს, ამიტომ შეგიძლიათ უკვე აპრილში დარგოთ. 1,5-2 თვეში პირველი ყვავილები გამოჩნდება, შემდეგ კი მრგვალი თესლის ყუთი. სელის თესლი ივლისი-სექტემბრის პერიოდში მწიფდება, რაც თესლის სახეობასა და დარგვის დროზეა დამოკიდებული.

დასარგავად ნაყოფიერი, კარგი სადრენაჟო სისტემის მქონე ნიადაგი შეარჩიეთ. უპრეტენზიობის მიუხედავად სჯობს ნაყოფიერ ნიადაგზე დარგოთ. კვირტები და პირველი ყვავილები ერთად ჩნდება. დააკვირდით რომ ნიადაგი არ გამოშრეს – ამ დროს მცენარე ტენიანობის მიმართ ძალიან მგრძნობიარეა. გარდა ამისა, სეზონზე 1-2 მიწის გაფხვიერება მოგიწევთ.

სელის სამკურნალო თვისებები

სახლის პირობებში სელის თესლისგან ნაყენს და ნახარშს ამზადებენ, რომელსაც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადების დროს იყენებენ. დაფქული სელის თესლი ცხელი საფენის ან სახვევისთვის გამოიყენება. მშრალ თესლს ტომსიკაში ყრიან, აცხელებენ და მტკივნეულ წელზე რადიკულიტის დროს იდებენ.

ხალხურ მედიცინაში სელის თესლის ნაყენი თირკმლის და შარდის ბუშტის სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება. სტომატოლოგიაში სტომატიტის და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებითი დაავადების დროს როგორც გამოსავლები საშუალება ისე გამოიყენება.

სელის ზეთი ცხიმოვანი ცვლის დარღვევის, ათეროსკლეროზის მკურნალობისა და პროფილაქტიკის მიზნით გამოიყენება. მას მსუბუქი მოსადუნებელი ეფექტი აქვს, გარეგნულად დამწვრობის დროს გამოიყენება. სელის ზეთისგან სამედიცინო პრეპარატს ლინეთოლს აწარმოებენ.

სელის თესლის სასარგებლო თვისებები 3-4 წელი ინახება (თუ მას მშრალ ადგილას და ტენისგან მოშორებით შეინახავთ).

სელის დარგვამდე მხოლოდ მისი სილამაზის გამოც ღირს. დაბალი ჯიშის სელი ნებისმიერ აგარაკს დაამშვენებს. თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.