Connect with us

თავის მოვლა

სელის თესლი თმისთვის: ვამზადებთ ნატურალურ ნახარშს და ვიღებთ ფუმფულა, ხშირ თმას

ბევრ ადამიანს აწუხებს თმის პრობლემები, როგორიცაა ქერტლი, ჭარბი ცხიმიანობა ან თმის სიმშრალე, მაგრამ ყველაზე მეტად საზრუნავს თმის ცვენა იწვევს. საბედნიეროდ, ბუნებამ ჩვენი თმის ჯანმრთელობაზე იფიქრა! სელის თესლის ნატურალური ნახარში თმის ცვენას აფერხებს, თმას ბზინვარებას და მოცულობას ანიჭებს.

Alltime.ge-ს რედაქცია გირჩევთ, რომ ძვირადღირებული პრეპარატების გამოყენებამდე ნატურალური საშუალებები სცადოთ. გიამბობთ, თუ რა იწვევს თმის ცვენას და როგორ გავუმკლავდეთ სელის თესლით.

თმის ცვენის მიზეზები

  • ვიტამინების და სხვა სასარგებლო ნივთიერებების დეფიციტი
  • ჰორმონალური ფონის ცვლილება
  • მედიკამენტების მიღება
  • ალერგია
  • ასაკობრივი პრობლემები
  • თმაზე ხშირი ზემოქმედება (შეღებვა, გასწორება)
  • თმის მოვლის რუტინის არ ქონა

სელის თესლი მდიდარია სასარგებლო ნივთიერებებით, მათ შორისაა ომეგა 3 უჯერი ცხიმოვანი მჟავა. ნივთიერება სკალპის და თმის სტრუქტურის მდგომარეობას აუმჯობესებს. სწორედ ამიტომ, ომეგა 3 თმის ნებისმიერი პრობლემის დროს სასარგებლოა.

სელის თესლი: სამკურნალო ნახარშის რეცეპტი

სამკურნალო საშუალების მოსამზადებლად დაგჭირდებათ 3 ჩ/კ სელის თესლი და 200 მლ წყალი. სელის თესლს თბილი წყალი დაასხით და მთელი ღამე გააჩერეთ. დილით სითხე ჟელეს მსგავსი გახდება. მინის ჭურჭელში გადაწურეთ და მაცივარში შეინახეთ. შენახვის ვადა – მაქსიმუმ 2 კვირა.

საშუალების გამოყენება საკმაოდ მარტივია. სკალპზე და თმის მთელ სიგრძეზე დღეში ერთხელ წაისვით. თავიდან საშუალება ოდნავ შეათბეთ. წასმისას სკალპი მინიმუმ 5 წუთით დაიმასაჟეთ. შემდეგ ნახევარი საათით თავზე გაიჩერეთ. ბოლოს თბილი წყლით, შამპუნის გარეშე ჩამოიბანეთ.

ყურადღება! ასეთი მკურნალობა უკუჩვენებულია, თუ სელის თესლზე ალერგია გაქვთ. პირველი პროცედურის წინ ალერგიაზე ტესტი ჩაიტარეთ. ამისთვის ცოტა შინაურული საშუალება იდაყვის შიდა მხარეს 20 წუთით წაისვით. აქ, კანი თხელი და ნაზია, ამიტომ სელის თესლზე ალერგიას სწრაფად აღმოაჩენთ. თუ რეაქცია არ გამოვლინდა, შეგიძლიათ თამამად გამოიყენოთ.

ისეთი მარტივი საშუალებით, როგორიცაა სელის თესლი, შესანიშნავ შედეგს მიიღებთ. სწორედ ამიტომ, რეცეპტს გვერდი არ აუაროთ. ძალიან მალე თმის ცვენას შეაფერხებთ და მის სტრუქტურას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებთ. აუცილებლად სცადეთ!