Connect with us

თავის მოვლა

სელის თესლი ბოტოქსის ნაცვლად. 10 პროცედურის შემდეგ საკუთარ თავს ვერ იცნობთ

ალბათ გსმენიათ სელის ზეთის სასარგებლო თვისებების შესახებ, რომელიც თავისუფალ რადიკალებს და მავნე ქოლესტერინს ეფექტურად ებრძვის.

თუმცა ცოტა თუ იცის, რომ ჩვეულებრივი სელის თესლი, რომლისგანაც ზეთს იღებენ, სახის და ყელის კანზე ლიფტინგ ეფექტის მქონე კოსმეტიკური საშუალებებზე ცუდად არ მოქმედებს.

ეს ნიღაბი ყოველ საღამოს გაიკეთეთ და 10 პროცედურის შემდეგ სარკეში საკუთარ თავს ვერ იცნობთ – შედეგი იმდენად კარგი იქნება. ეს იაფი ნიღაბი თქვენს კანს სრულად გარდაქმნის.

ლიფტინგ ეფექტის მქონე სახის ნიღაბი დილით მოამზადეთ და ყოველ საღამოს გამოიყენეთ. 1 ჩ/კ სელის თესლს 1/3 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და 1-2 წუთის განმავლობაში კარგად აურიეთ. ქაღალდის სალფეთქი დააფარეთ და საღამომდე დააყენეთ.

საღამოს:

  • სახე დაიბანეთ.
  • დივანზე კომფორტული პოზა მიიღეთ (ნიღაბი მწოლარე პოზაში გაიკეთეთ).
  • წინასწარ დივანზე პირსახოცი დააფარეთ, რომ არ დაისვაროს.
  • სელის ნაყენი და ბამბის დისკი აიღეთ.
  • ბამბის დისკი სელის ნაყენში დაასველეთ და სახეზე, ყელსა და დეკოლტეს ზონაზე წაისვით.
  • გაშრობა აცადეთ.
  • შემდეგ კიდევ ერთი ფენა წაისვით და გაშრობა აცადეთ.

ეს მანიპულაცია 6-ჯერ გაიმეორეთ!

ამის შემდეგ ანადუღარი წყლით ჩამოიბანეთ.

ასეთი მარტივი ნიღაბი წარმოუდგენლად ეფექტურად მუშაობს. სილამაზის სალონებში ბოტოქსის და სხვა ძვირადღირებული და ნაკლებად სასიამოვნო პროცედურის ჩატარებაზე ფიქრი ნამდვილად დაგავიწყდებათ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.