Connect with us

ჯანმრთელობა

სახიფათოა თუ არა ბავშვებისთვის „კოკა-კოლა“? ექიმი კომაროვსკის პასუხი ყველას გაგაოცებთ!

კოკა-კოლა თითქოს არავის უყვარს. „თითქოს“ ასეა, მაგრამ რატომღაც მაინც სვამენ. თვითონ თუ არა, ახლობლები, ბავშვები, ბავშვების ნაცნობები, ხოლო მოზარდებს მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ.

„ექიმო, თქვენი აზრი ძალიან მნიშვნელოვანია. ევროპაში ვცხოვრობ და ჩემდა გასაოცრად აქ ყველა ფიქრობს, რომ კოკა-კოლა საზიანო არაა. მას ყველგან სვამენ და ირწმუნებიან, რომ მუცლის ტკივილის დროს ეხმარებათ. თქვენ რას ფიქრობთ ამის შესახებ?“

ექიმი კომაროვსკის პასუხი:

მათი სიცოცხლის ხანგრძლივობისა და ახალშობილთა სიკვდილიანობის მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, კოკა-კოლა მათზე დიდ გავლენას არ ახდენს. აქვე აღვნიშნავ, რომ კოკა-კოლას შესახებ წერის რაიმე განსაკუთრებული სურვილი არ მაქვს. პირველ რიგში, ბრენდის ნებისმიერი ხსენება წერილების უწყვეტ ნაკადს იწვევს. თუ მასზე კარგს ვიტყვი, ანუ „კოკა-კოლამ“ მომისყიდა, ხოლო თუ ცუდს ვიტყვი, მაშინ „პეპსი-კოლამ“ ან საერთოდ ლიმონათმა მიყიდა.

მიუხედავად ყველაფრისა, კოკა-კოლაში რაიმე ცუდს ვერ ვხედავ, ერთის გარდა: შაქრის უდიდესი რაოდენობა.

ბავშვი ადვილად ათვისებადი ნახშირწყლების სახით კონცენტრირებულ ენერგიას იღებს, რომელიც უნდა დახარჯოს. გასაგებია, რომ კოკა-კოლას (როგროც ნებისმიერი ტკბილი სასმელის) უსაფრთხო გამოყენება 2 წინასწარ პირობას მოითხოვს: პირველ რიგში, ჭარბი წონის არ არსებობა და მეორეც, ფიზიკური აქტივობის შესაძლებლობის ქონა.

ავადმყოფობის, გაუწყლოების, აცეტონემიური მდგომარეობის განვითარების, სრულყოფილი კვების არ არსებობის პირობებში ბავშვს „კონცენტრირებული ენერგია ადვილად ათვისებადი ნახშიწყლების სახით“ ხელს არ შეუშლის.

რა თქმა უნდა, პერორალური რეჰიდრატაციის საშუალება უფრო ეფექტური და უსაფრთხოა. თუ ბავშვი ამ სასარგებლო ფხვნილის მიღებაზე უარს ამბობს, ხოლო კოკა-კოლაზე თანახმაა, რატომაც არა!

ამასთან აღმოჩნდა, რომ აცეტონის მაღალი დონის მქონე ბავშვისთვის კოკა-კოლას დროული დალევა შეიძლება წამალი იყოს, რომელიც საავადმყოფოში მოხვედრას და გადასხმების გაკეთებას თავიდან ააცილებს. უბრალოდ ამ აცეტონის შესახებ უნდა წაიკითხოთ და გაარკვიოთ, თუ რა რა არის. საერთოდ, ძალიან შორს ნუ წახვალთ. შექმენით ისეთი პირობა, რომ ბავშვი სპორტით დაკავდეს და დაე, კოკა-კოლა დალიოს. მშობლები იმისთვისაა საჭირო, რომ ბავშვების „მინდა“ უფროსების ჯანსაღი აზრით შეზღუდოს.