Connect with us

თავის მოვლა

სახამებლის და მარილის ნიღაბი სახის ოვალის დასაჭიმად

ახლახანს ჩვენი თანამშრომელი მეზობელი განყოფილებიდან კორპორატიულ წვეულებაზე სრულიად განახლებული მოვიდა. მას იდეალური სახის კანი ჰქონდა: ბზინვარე, დაჭიმული, გაახალგაზრდავებული. იმწამსვე ყველა ქალმა ამ სასწაულის მომხდენი კოსმეტოლოგის ნომერი სთხოვა. თანამშრომლის თქმით, მას სახის შინაურული ნიღაბი დაეხმარა!

აღმოჩნდა, რომ ეს ნამდვილი SOS საშუალებაა. სახამებლის ნიღაბი შეგიძლიათ მნიშვნელოვანი ღონისძიების ან სხვა შეხვედრების წინ გაიკეთოთ. სახის აღმდგენი სრული კურსის გავლა უფრო ეფექტურია: ყოველ 2-3 დღეში 1 თვის განმავლობაში.

სახის ნიღაბი კარტოფილის სახამებლით სახლის პირობებში

ინგრედიენტები:

  • 0,25 ჭიქა წყალი
  • 1 ჩ/კ კარტოფილის სახამებელი
  • 0,5 ჩ/კ ქვის მარილი
  • 3 ჩ/კ გლიცერინი
  • 2 ჩ/კ მზესუმზირას ზეთი

მომზადების წესი:

  1. გლიცერინი სახამებელში გახსენით.
  2. მარილი, ზეთი დაუმატეთ და აურიეთ. სუფთა წყალი დაასხით. ნიღბის კონსისტენცია კრემიანი ან გელიანი უნდა იყოს.

გამოყენების წესი:

  1. ნიღაბი სახეზე, ყელსა და დეკოლტეს ზონაზე წაისვით. თვალისგან დიდი მანძილით დააშორეთ, რომ მარილით ლორწოვანი გარსი არ დააზიანოთ.
  2. დაწექით და მოდუნდით.
  3. ნიღაბი 40 წუთში ჩამოიბანეთ, წინასწარ სველი პირსახოცით დაასველეთ.

ნიღბის ეფექტურობა რომ გაზარდოთ, წყლის ნაცვლად ბალახების ნაყენი ან მწვანე ჩაი გამოიყენეთ. არარაფინირებული მზესუმზირას ზეთი შესაძლებლობის მიხედვით ყურძნის კურკის, ხორბლის აღმონაცენის ან ნუშის ზეთით ჩაანაცვლეთ.

მზა ნიღაბი დაუყონებლივ გამოიყენეთ. სამწუხაროდ, შენახვა არ ღირს, რადგან უბრალოდ გამაგრდება. უფრო მეტიც, წყლის და სახამებლის ნარევი მიკროორგანიზმების გასავითარებლად იდეალური გარემოა.

გამოყენების წინ დარწმუნდით, რომ თვითნაკეთი სახის ნიღბის ინგრედიენტებზე ალერგია არ გაქვთ. უდავოდ, სჯობს ალერგიულ რეაქციაზე ფართო ტესტი ჩაიტაროთ. ასე დარწმუნებით გეცოდინებათ, თუ რომელი სახის მოვლის საშუალება მოამზადოთ სახლში და შეიძინოთ მაღაზიაში, რომ საკუთარ თავს ზიანი არ მიაყენოთ.