ჯანმრთელობა
საშუალება სპეციალურად ზარმაცებისთვის. თუ სახსრების ტკივილი შეგაწუხებთ, ეს ნარევი პრობლემას სწრაფად გაუმკლავდება
ჯანჯაფილი – ნატურალური, აქტიური საშუალებაა, რომლის ანთებისსაწინააღმდეგო თვისებაც ძველი დროიდანაა ცნობილი. ჯერ კიდევ ანტიკურ ჩინეთში, ჯანჯაფილს ფართოდ გამოიყენებდნენ ტკივილის მოსახსნელად. იგი ამსუბუქებს ართრიტის სიმპტომებს, ხსნის კუნთებისა და თავის ტკივილს, ასევე, აცხრობს მუხლისა და ხელის თითების სახსრების ტკივილს, ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას.
როგორ განვკურნოთ მუხლის სახსარი
არსებობს უამრავი გზა ჯანჯაფილის ჩვენ სასარგებლოდ გამოყენებისთვის. ვიღაც მას საჭმელში ურევს ფხვნილის სახით, ვიღაც – წვენს მიირთმევს დილაობით. დღეს კი ჯანჯაფილის კომპრესის მომზადებას გასწავლით.
რა არის ჯანჯაფილის კომპრესი და როგორ გამოვიყენოთ იგი?
ჯანჯაფილის კომპრესი – ეფექტური საშუალებაა კუნთების ტკივილის მოსახსნელად, ვარიკოზის სიმპტომების, დაჭიმულობისა და რევმატიზმის შესამსუბუქებლად. ჯანჯაფილი იწვევს წვის შეგრძნებას, ზრდის ქსოვილების ტემპერატურას. ამაზე არ უნდა იღელვოთ, რადგან სწორედ ასე ავლენს მცენარე თავის ძალას.
ჯანჯაფილის კომპრესისთვის დაგჭირდებათ ხელმისაწვდომი ინგრედიენტები:
- 70 გ ჯანჯაფილის ბოლქვი
- 2 ს.კ. ზღვის მარილი
- 4 კბილი ნიორი
მომზადება
- დასაწყისისთვის, გათალეთ ჯანჯაფილი და კარგად დააქუცმაცეთ.
- შემდეგ გაარჩიეთ ნიორი.
- მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი სანაყში და დანაყეთ.
- აიღეთ იმხელა საკვები ცელოფანი, რომ მტკივანი სახსრის შესახვევად გეყოთ.
- მიღებული მასა დაიტანეთ კანზე იმ ადგილას, სადაც ტკივილი ყველაზე მეტად გაწუხებთ.
- ზემოდან გადააფინეთ ცელოფანი და შეიხვიეთ ფეხი არც ისე მჭიდროდ, ოღონდ ისე, რომ კომპრესი ადგილზე დარჩეს.
- აუცილებლობის შემთხვევაში, დააფიქსირეთ ცელოფანი წებოვანი ლენტით.
- თუ საშუალება გაქვთ, ჩაიცვით ზემოდან ბანდაჟი. იგი კომპრესს დაიცავს.
- რეკომენდებულია კომპრესის ტარება მინიმუმ 6 საათით.
არ დაიდოთ კომპრესი ღია ჭრილობებზე! იგი მხოლოდ შიდა სახსრებსა და კუნთებს ეხმარება.
ჯანჯაფილი, თავისი ბუნებით, უნიკალური ნატურალური სამკურნალო საშუალებაა, რომელიც 12-ზე მეტ კომპონენტს შეიცავს ანთებითი პროცესების ჩასაცხრობად. აუცილებლად გამოიყენეთ ეს ბუნების საჩუქარი თქვენს სასიკეთოდ.