Connect with us

ჯანმრთელობა

საუკეთესო საშუალება მხედველობის გასაუმჯობესებლად და ნერვების დასამშვიდებლად

ამ რეცეპტით ბებიაჩემმა დაზიანებული მხედველობა აღიდგინა და სისულელეებზე აღარც ბრაზდება და აღარც ნერვიულობს. ნამდვილი სასწაულია…

რეცეპტის შესახებ მაშინ გავიგე, როცა სამსახურის გამო მხედველობის პრობლემები შემექმნა(მუდმივად კომპიუტერთან ჯდომა). მუდმივი დაღლილობა, წითელი თვალები, ქავილი, ამ ყველაფერს კი თან ახლდა ნერვული დაძაბულობა და უძილობა.

ამ საშუალების შედეგით იმდენად კმაყოფილი დავრჩი, რომ გადავწყვიტე, თქვენთვისაც გამეზიარებინა.

ინგრედიენტები

  • 50 გ კატაბალახას ფესვი
  • 1 ლ წითელი ყურძნის ღვინო

მომზადება და გამოყენება

ალბათ, გასაგებია, რომ რეცეპტში სწორედ ქართული წითელი ღვინო უნდა გამოიყენოთ.

კატაბალახა(იგივე ვალერიანა) უნდა დააფქვიოთ – დაამუშავეთ იგი ბლენდერში ან ყავის საფქვავში. შემდეგ აიღეთ ნებისმიერი შუშის ჭურჭელი, ჩაყარეთ მიღებული ფხვნილი და დაასხით ღვინო. დაახურეთ და შდგით გრილ და ბნელ ადგილას 2 კვირით. პერიოდულად შეანჯღრიეთ ჭურჭელი(ყოველდღე).

14-15 დღეში ნაყენი უნდა გაწუროთ და მიიღოთ 1 ს.კ. დღეში სამჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. კურსი მანამდე გააგრძელეთ, სანამ სითხე არ გათავდება. კურსის ბოლოსკენ განსხვავება უკვე შესამჩნევი გახდება. მხედველობა გაუმჯობესდება, ნერვები დამშვიდდება, საერთო ჯამში კი შეგრძნებები და ჯანმრთელობაც უკეთესობისკენ შეიცვლება.

ვალერიანას შემცველი ღვინო დაამარცხებს სტრესს, ნერვოზსა და არამდგრადი ნერვული სისტემის სიმპტომებს. გარდა ამისა, ეს საშუალება საკმაოდ გემრიელია.