Connect with us

ყვავილები

საუკეთესო მცენარეების სია, რომლის ქონას ფლორისტები წარმატების მოსაზიდად გირჩევენ

ზოგიერთი ადამიანი ოთახის მცენარეებს მხოლოდ იმისთვის ყიდულობს, რომ ინტერიერი გაალამაზოს. სხვები სასარგებლო თვისებების მქონე მცენარეებს უპირატესობას ანიჭებენ. ფლორისტების აზრით, ზოგიერთი ყვავილი არა მხოლოდ ჰაერს წმენდს და ჟანგბადით ამდიდრებს, არამედ ჯადოსნურ თვისებებსაც ფლობს და წარმატების მოზიდვა შეუძლია.

მაგალითად, ბევრ კომპანიას ოფისში ფულის ხე აქვს, რომელიც ფინანსების მოზიდვას ხელს უწყობს. Alltime.ge–ს რედაქცია გიზიარებთ საუკეთესო მცენარეების სია, რომლებიც წარმატებას მოგიტანთ.

სპატიფილუმი

ამ მცენარეს „ქალთა ბედნიერებას“ უწოდებენ. დასაოჯახებელ ქალებს სახლში მის ქონას ურჩევენ. ყვავილი მეორე ნახევრის პოვნაში დაგეხმარებათ. მცენარე ცოლ–ქმარს, რომლებიც ხშირად კამათობენ, არიგებს.

ია

ია სახლში კამათს ამცირებს. თუ ცხოვრებაში დიდად არ გაგიმართლებთ ან ახლა ცუდი პერიოდი გაქვთ, თეთრი ია შეიძინეთ. ია სულიერ ტანჯვას ამცირებს და შვებას მოგანიჭებთ. ყვავილი ერთგულების სიმბოლოც არის.

ჩინური ვარდი

წითელი კოკრები ვნების სიმბოლოა. სხვა დანიშნულებით, ჰიბისკუსს სახლში სიმშვიდე მოაქვს.

ჰოია

მცენარეს პატარა ყვავილები აქვს და ბევრ ქვეყანაში სიყვარულის სიმბოლოდ მიიჩნევა. სწორედ ამიტომ, საყვარელ ადამიანს სიყვარულის უსიტყვოდ ასახსნელად ხშირად ჩუქნიან. მისი ადგილი საძინებელშია.

მირტი

ფლორისტები გირჩევთ, რომ პატარა ხე ახალდაქორწინებულებს აჩუქოთ. მას ოჯახური კავშირის გაძლიერება, ოჯახში ჰარმონიის და სიმშვიდის შენარჩუნება შეუძლია.

აიქრიზონი

აიქრიზონი შეიძინეთ, თუ ბედნიერება და სიყვარული გაკლიათ. ლამაზი მცენარე გულს გაგითბობთ.

კალათეა

ქორწილის და ოჯახის ძლიერი კავშირის შენარჩუნებას ორმხრივი მუშაობა სჭირდება. კალათეა ძველ გრძნობებს აღვიძებს. სახლში აუცილებლად იქონიეთ.

ქლოროფიტუმი

კომპანიებში ქლოროფიტუმს ხშირად შეხვდებით. თანამშრომლებს შორის კამათის შანსს ამცირებს და მათ ამშვიდებს. ნატურალური ფილტრია, რომელიც ჰაერს მტვრის, მავნე ნივთიერებებისა და უსიამოვნო სუნისგან წმენდს.

ოქსალისი

იმისთვის, რომ წრფელი და ორმხრივი სიყვარული იპოვოთ, ფლორისტები ოქსალისის შეძენას გირჩევენ. ნაზი მცენარე ოთახს ალამაზებს, თან მაგნიტივით იზიდავს ადამიანს, რომელიც თქვენი ბედისწერაა.

ანთურიუმი

მცენარეს „მამაკაცთა ბედნიერებას“ უწოდებენ, რადგან პოტენციის ზრდაზე პასუხისმგებელია. საწოლთან ახლოს გაზარდეთ.

აკალიფა

ეს მცენარე უნივერსალურია, რადგან როგორც ქალზე, ასევე კაცზე დადებით გავლენას ახდენს. პირველს ქალურობის გამოვლენაში ეხმარება, მეორეს სიმამაცის.

ყოჩივარდა

მას „სიზმრების დამჭერს“ უწოდებენ. ყვავილი საძინებელში გაზარდეთ, თუ კოშმარები ხშირად გაწუხებთ. მისი დახმარებით უშფოთველად დაიძინებთ.

მცენარე ადამიანის ენერგეტიკას გრძნობს. სწორედ ამიტომ, მისგან მხოლოდ სარგებლის მისაღებად არ შეიძინოთ. ამას მიხვდება და არ დაგეხმარებათ. მასზე აუცილებლად იზრუნეთ და სწორად მოუარეთ. მცენარე ზრუნვისთვის მადლობას გადაგიხდით.

Advertisement