Connect with us

ყვავილები

სასუქი ნერგებისთვის: როგორ მოვრწყათ გლუკოზით ისე, რომ ჩვენ თვალწინ გასქელდეს

თუ გსურთ, რომ მცენარეს სიცოცხლე გაუხანგრძლივოთ, სასუქი სწორად შეურჩიეთ. რა სჭირდება ნერგს პირველ ეტაპზე? რა თქმა უნდა, ენერგია, რომ ზრდა–განვითარება გააგრძელოს. მცენარეს ადამიანის მსგავსად ენერგიის გამომუშავება შეუძლია. ამისთვის მკვებავი ნივთიერებები სჭირდება. ერთ–ერთი ასეთი საკვებია გლუკოზა.

მის შეძენას უახლოეს აფთიაქში შეძლებთ. გლუკოზას ბევრი სასუქი და ფესვების ზრდის მასტიმულირებელი ისედაც შეიცავს. ამის შესახებ გამოცდილმა მეაგარაკეებმა და მებაღეებმა იციან. გლუკოზით ნერგის გამოკვება უბრალოდ აუცილებელია. Alltime.ge-ს რედაქცია გასწავლით, როგორ გამოკვებოთ ნერგი გლუკოზით.

აფთიაქში გლუკოზა აბის ან ამპულის სახით იყიდება. გიამბობთ, როგორ გამოიყენოთ ორივე შემთხვევაში.

  1. თუ აბს იყენებთ, 0,5 გ აბი 1 ლ წყალში გახსენით. გახსოვდეთ, რომ ტალკის გამო აბი ხსნარში ბოლომდე ვერ იხსნება.
  2. თქვენ შეგიძლიათ ამპულა გამოიყენოთ. 1 მლ 40%–იანი ამპულა 1 ლ წყალში გახსენით. 1 ლიტრ წყალზე 8 მლ გლუკოზა დაგჭირდებათ, თუ ამპულაში 8%–იანი ხსნარია.

ნერგის გამოსაკვებად გლუკოზის სასუქი პირველივე დღიდან, ყოველ 2 კვირაში ერთხელ შეგიძლიათ გამოიყენეთ. გახსოვდეთ, რომ გლუკოზას და შაქრის სასუქი ერთი და იგივე არაა.

Advertisement