ყვავილები
სასუქი ნემსიწვერასთვის მარტივი ინგრედიენტებით
ნემსიწვერა სითბოს მოყვარული ეგზოტიკური ყვავილია, რომელიც სახლში ჰაერს წმენდს, ბაქტერიებს ანადგურებს, სახლს ნაზი არომატით ავსებს და საცხოვრებელს სიცოცხლით ავსებს. მისი პოვნა თითქმის ყველა მესამე სახლში შეგიძლიათ. ასეთ ძლიერ მცენარესაც მხარდაჭერა და გამოკვება სჭირდება. ნემსიწვერას სასუქი შეგიძლიათ სახლში მარტივად მოამზადოთ. შინაურულ სასუქს ცოცხალ წყალსაც უწოდებენ, რომელსაც მზა და კომფორტული ნარევების გამოჩენამდე ხშირად იყენებდნენ. მოსახერხებელი და მომგებიანია.
ცოცხალი წყალი ნემსიწვერასთვის
მებაღეები ცოცხალი წყლის გამოყენებას გირჩევენ, თუ მცენარის გამრავლება, მისთვის ლამაზი გარეგნობის მინიჭება გსურთ. სასუქი ყვავილს გააცოცხლებს, თუ ქოთანი ერთ წელზე მეტი არ გადაგირგავთ. პროცედურა იანვრიდან ოქტომბრამდე პერიოდში შეგიძლიათ ჩაატაროთ. ასე მწვანე მასას და ყვავილებს უკეთ განავითარებს.
სასუქის მომზადება
ცოცხალი წყლის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 2 ინგრედიენტი მცირე რაოდენობით. ესაა წყალბადის ზეჟანგი და იოდი.
იოდი მცენარეს დიდი რაოდენობით სჭირდება. მცენარეს ადამიანის მსგავსად იმუნიტეტი აქვს. როცა მიწაში იოდი მთავრდება, ფესვების სისტემა პათოგენების და სოკოს მიმართ დაუცველი ხდება.
წყალბადის ზეჟანგი ანტისეპტიკური საშუალებაა. პეროქსიდები ჟანგბადს მარტივად გამოყოფს. მიწაში მოხვედრისას ფესვებს ჟანგბადით ამდიდრებს და მის სუნთქვას ხელს უწყობს.
ინგრედიენტები:
- 1 ლ წყალი
- 1 მლ წყალბადის ზეჟანგი (3%)
- 0,5 მლ იოდი (5%)
ოთახში დამდგარი წყალი ან გალღობილი წყალი (გამდნარი თოვლი 4-6 ფენა მარლაში გაწურული) გამოიყენეთ. ნემსიწვერას ქოთანი 15 წუთით თბილ წყალში ჩადეთ და შემდეგ ზედმეტი სითხე მოაშორეთ. წყალი, იოდი და წყალბადის ზეჟანგი აურიეთ, 50 მლ ხსნარით ყვავილი გამოკვებეთ. თვეში ერთხელ ცოცხალი წყლით გამოკვებეთ და ასე ოქტომბრამდე გააგრძელეთ.
ცოცხალი წყალი არა მხოლოდ ნემსიწვერას, არამედ სხვა ოთახის ყვავილებსაც გააცოცხლებს. მისი დახმარებით მცენარის იმუნიტეტი გაუმჯობესდება, ფოტოსინთეზი დაჩქარდება და მწვანე მასა გაიზრდება.