Connect with us

საკითხავი

სასარგებლო ხრიკები, როგორ გაწმინდოთ საშხაპე კაბინა ნადებისგან

საშხაპე კაბინა აბაზანის საკმაოდ მოდური და ეკონომიური ალტერნატივაა. თავის პირდაპირ დანიშნულებას იდეალურად ასრულებს. ერთადერთი მინუსი აქვს: უფრო მეტი მოვლა სჭირდება, ვიდრე აბაზანას. მის კარსა და ქვესადგამზე ნადები სწრაფად ჩნდება. ასეთი ნადები დროულად უნდა მოიშოროთ, რომ სიტუაცია არ გაუარესდეს. Аlltime.ge–ს რედაქცია ხალხური ხრიკებით საშხაპე კაბინის გაწმენდას გასწავლით.

თუ სააბაზანო ოთახში სისუფთავეს სისტემატურად დაიცავთ, ნადების მოშორებაზე დიდ დროს და ენერგიას არ დახარჯავთ. დეტალებს, რომელთაც წყალთან კონტაქტი აქვთ, ყურადღება მიაქციეთ. ძლიერი ჭუჭყის შემთხვევაში ხალხური ხრიკი გამოიყენეთ.

საშხაპე კაბინის გაწმენდა ხალხური მეთოდით

ლიმონმჟავის დახმარებით

ეფექტური მეთოდია. ლიმონმჟავის საწმენდი საშუალებით საშხაპე კაბინას იდეალურად გაწმენდთ. საქმეს 10 წუთში დაასრულებთ. საკმარისია, რომ 1 ჭიქა წყალში 15 გ ლიმონმჟავა გახსნათ. ცოტა ჭურჭლის სარეცხი სითხე დაუმატეთ. კარგად აურიეთ და სპრეი ბოთლში ჩაასხით. მზა ნარევი კაბინის ჭუჭყიან ზედაპირებს შეასხურეთ. 5-7 წუთის შემდეგ რბილი ღრუბლით გახეხეთ და წყლით ჩამორეცხეთ. ნადები მოშორდება.

ბონუს მეთოდები

სხვა ბიუჯეტური მეთოდები, რომელთა გამოყენებით საშხაპე კაბინას მარტივად და სწრაფად გაწმენდთ.

  • 1:1 თანაფარდობით წყალი და სპირტი აურიეთ. საშხაპე კაბინა გაწმინდეთ, შემდეგ სუფთა წყლით ჩამორეცხეთ.
  • უბრალო კბილის პასტა გამოიყენეთ. კბილის პასტა ნადებს წაუსვით. 2 საათში სველი ღრუბლით გაწმინდეთ და წყლით ჩამორეცხეთ.
  • სოდა ობისა და სოკოს მოსაშორებლად. სოდა ჭუჭყიან ზედაპირს წაუსვით. 20 წუთში წყალბადის ზეჟანგში დასველებული ღრუბლით გახეხეთ. ნარევის გაშრობას დაელოდეთ. ჩამორეცხვა არ სჭირდება.

ამ ხალხური მეთოდებით საშხაპე კაბინას კირის ნადებს და ლაქებს მოაშორებთ. ახლა სააბაზანო ოთახი სისუფთავით ანათებს. რაც მთავარია, ასეთი ბიუჯეტური მეთოდები ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის.

Advertisement