Connect with us

სხვა

სარეცხ კონდიციონერზე უარის თქმის შემდეგ მნიშვნელოვანი ცვლილებები შევამჩნიე

ჩემთვის კონდიციონერი რეცხვის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა. არასდროს დავფიქრებულვარ მის მნიშვნელობაზე და უბრალოდ ავტომატურად ვყიდულობდი. ვფიქრობდი რადგან სარეცხ მაქანას სარეცხი საშუალების სამი განყოფილება აქვს, ესეიგი ზუსტად სამი სარეცხი საშუალება იყო საჭირო.

თუმცა აღმოჩნდა, რომ ასე არ არის! კონდიციონერის მოხმარება ერთი წლით შევწყვიტე და რამდენიმე მნიშვნელოვანი რამ აღმოვაჩინე. მიუხედავად იმისა, რომ კონდიციონერი ტანსაცმლის უფრო დიდხანს შენარჩუნებას გვპირდება, აღმოჩნდა, რომ მისი მოხმარების შეწყვეტის შემდეგ ტანსაცმელი ორჯერ დიდხანს ინარჩუნებდა სიახლეს და ნაკლებად ცვდებოდა. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ კონდიციონერი არ შეიძლება ელასტიური ტანსაცმლის რეცხვისას, რადგან ისინი ძალიანს სწრაფად კარგავენ ფორმას.

კიდევ ერთი პლუსი რაც კონდიციონერზე უარის თქმამ მომცა – მძაფრი სუნის არარსებობაა. ყოველთვის ცოტა საშუალებას ვიყენებდი, მაგრამ, ქიმიური სუნი მაინც დიდხანს რჩებოდა სამოსზე.

რაც შეეხება მავნე შემადგენლობას – ითვლება, რომ სილიკონებისა და ალერგინებიანი კომპონენტების შემადგენლობა მასში ცოტაა და დოზა რომელიც ჩვენს სამოსზე ხვდება – ჯანმრთელ ადამიანს ზიანს ვერ მოუტანს, თუმცა თქვენი სხეულის ჰიპერმგრძნობიარე ადგილები (იღლიები, კისერი, თეძოს შიდა მხარეები) თავს უკეთ იგრძნობენ თუ კონდიციონერს არ გამოიყენებთ!

ერთადერთი რისთვისაც კონდიციონერი აუცილებელია – ეს საწოლის თეთრეული და ნაქსოვი ნივთებია. დარბილების ეფექტი ყველაზე უკეთ მათზეა შესამჩნევი. თუმცა ამ შემთვევაშიც გვაქვს ერთი რჩევა, კონდიციონერების დაყოფა “ნაქსოვის”, “ბამბის” და მსგავს ტიპებად, უბრალოდ მარკეტინგული სვლაა და სხვა არაფერი.

გამოიყენებთ თუ არა კონდიციონერებს თქვენი არჩევანია, მე კი გადავწყვიტე ის მხოლოდ გარკვეული ტიპის ნივთებზე გამოვიყენო და ისიც ძალიან ცოტა!