Connect with us

ჯანმრთელობა

სარგებელი საკვებში: 5 ვიტამინი, რომელიც აუტოიმუნური დაავადებების დროს უნდა მიიღოთ

აუტოიმუნური დაავადებები მსოფლიოში ყველაზე მეტად გავრცელებულია. აუტოიმუნური დაავადებების შესწავლის ამერიკული ასოციაციის მეცნიერები ირწმუნებიან, რომ აშშ–ში ამ უსიამოვნებით უფრო მეტი ადამიანია დაავადებული, ვიდრე გულის დაავადებით.

მემკვიდრეობით გადაცემული აუტოიმუნური დაავადებების რაოდენობა დაახლოებით შემთხვევების 1/3 ნაწილს შეადგენს. უმეტეს შემთხვევაში სწორმა ეკოლოგიამ, დიეტამ და ცხოვრების წესმა შეიძლება იმუნური სისტემა დააბალანსოს, ანთებითი პროცესები შეასუსტოს, რომ დაავადებამ რემისიის სტადია გადალახოს.

აუტოიმუნური დაავადებების მკურნალობა

ცნობილი პრაქტიკოსი ექიმი უილიამ კოული აუტოიმუნური დაავადებების დროს გირჩევთ მიირთვათ პროდუქტები, რომლებიც ამ სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავენ:

1. A ვიტამინი

A ვიტამინი იმუნური სისტემის მდგომარეობას აუმჯობესებს. კვლევა ადასტურებს, რომ A ვიტამინის დეფიციტი ლორწოვანი გარსების იმუნურ დაცვას აზიანებს. შედეგად, სასუნთქი გზების და კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ინფექციების სიხშირე იზრდება.

მზა A ვიტამინი, რომელსაც რეტინოლი ეწოდება, შეგიძლიათ იპოვოთ ცხოველური წარმოშობის პროდუქტებში, როგორიცაა თევზი, მოლუსკები, ღვიძლი და ძროხის რძის ცხიმი, რომელსაც ბალახით კვებავდნენ.

მცენარეული წარმოშობის A პროვიტამინი (კაროტინი) გვხდება ტკბილ კარტოფილსა და სტაფილოში, მაგრამ ორგანიზმში რეტინოლად გადაქცევის სიჩქარე ძალიან დაბალია.

2. D ვიტამინი

D ვიტამინის დეფიციტს კავშირი აქვს წითელი მჭამელას, რევმატოიდული ართრიტის და 1–ლი ტიპის შაქრიანი დიაბეტის განვითარებასთან. D ვიტამინის დეფიციტს თან ახლავს ინფექციური დაავადებების სიხშირის გაზრდა.

როგორც A, ასევე D ვიტამინი ცხოველურ და რძის ცხიმებში გვხვდება. ის ორგანიზმშიც იწარმოება, თუ მზეზე დაახლოებით 20 წუთს გაატარებთ.

3. K2 ვიტამინი

ერთ–ერთ კვლევაში, რომელიც ჟურნალ „ნეიროიმუნოლოგიაში“ გამოქვეყნდა, აღმოაჩინეს, რომ K2 ვიტამინი ეფექტური იყო იმუნური სისტემის და ზურგის ტვინში ანთებითი პროცესების სამკურნალოდ ვირთხებში, რომელთაც გაფანტული სკლეროზის რამდენიმე სიმპტომი ჰქონდათ.

K ვიტამინს დიდი რაოდენობით შეიცავს იაპონური ფერმენტირებული სოიო – ნატო. თუ ამ პროდუქტის პოვნას ვერ შეძლებთ, ბატის ან ქათმის ღვიძლის პაშტეტი, ყველი, კვერცხის გული და ხაჭო უნდა მიიღოთ.

4. რკინა

რკინის დეფიციტი ბევრ აუტოიმუნურ დაავადებას უკავშირდება. მიირთვით ძროხის ხორცი, ღვიძლი და ისპანახი, ასევე საჭმელი თუჯის ჭურჭელში მოამზადეთ.

5. მიკროელემენტები

ისეთი მიკროელემენტების დეფიციტი, როგორიცაა სელენი, მაგნიუმი და თუთია, შეიძლება ზოგიერთ აუტოიმუნურ დაავადებას უკავშირდებოდეს. ეს გამოწვეულია ქრონიკული ანთებით, რომელიც მნიშვნელოვანი მკვებავი ნივთიერების შთანთქმას ამცირებს.

პირველ რიგში, კაკალი და თესლი მიირთვით. სელენით მდიდარია ღვიძლი, ლობიო და ბარდა. მაგნიუმს შეიცავს ქეშიუ, შვრია და წიწიბურა. აი, თუთია დიდი რაოდენობით გვხვდება კედრის კაკალში, ქერის მარცვლებსა და მდნარ ყველში.

აღსანიშნავია, რომ აუტოიმუნური დაავადების დროს ჯანსაღი ცხოვრების წესი და მავნე ჩვევებზე (თამბაქო და ალკოჰოლი) დიდ როლს თამაშობს. ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ, ინფორმაცია მეგობრებს გაუზიარეთ!