Connect with us

საკითხავი

სანტექნიკოსის რჩევით ნიჟარის მილს ხელმისაწვდომი საშუალებებით ვწმენდ

სამზარეულოში ნიჟარის მილი ცხიმის და საკვების ნარჩენების გამო ხშირად იჭედება. გაჭედილი მილი ზოგჯერ მარტივად შეგიძლიათ გაწმინდოთ, მაგრამ არის შემთხვევები, როცა მთელი სისტემის დაშლა გვიწევს. გიზიარებთ სანტექნიკოსის რჩევას, როგორ გაწმინდოთ ნიჟარის მილი ხელმისაწვდომი საშუალებებით.

თუ სახლში სპეციალური გრანულები არ გაქვთ, რომელიც მილში იყრება და ბლოკირებას ხსნის, არ იდარდოთ. ხალხური საშუალება დაგეხმარებათ. შედეგით გაოცებული დარჩებით.

დაგჭირდებათ მხოლოდ 2 პროდუქტი: სოდა და ძმარი. თითოეულს კარგი გამწმენდი თვისებები აქვს და ერთად ნამდვილ სასწაულს ახდენს. 250 გრ სოდისა და 100 მლ ძმრის ნარევს 2 ლ წყალი დაასხით და ცეცხლზე დადგით. ადუღებამდე მიიყვანეთ. ასე ეფექტს გააძლიერებთ. ნარევს მძაფრი სუნი აქვს, ამიტომ ოთახი გაანიავეთ. ცხელი ნარევი მილში ჩაასხით. ნახევარ საათში ცხელი ონკანის წყალი მილში ჩაასხით.

გამარტივებული ვარიანტი: სოდა პირდაპირ მილში ჩაყარეთ და ცხელი ძმარი დაასხით. მილი 20 წუთით საცობით დახურეთ. პროცესის დროს ხელთათმანები გაიკეთეთ, რადგან სოდა და ძმარი ძლიერ რეაქციას იწვევს. ამ ვადის გასვლის შემდეგ ცხელი წყალი მილში ჩაასხით. პროცედურა რამდენჯერმე გაიმეორეთ, თუ მილი ძლიერ გაჭედილია.

სოდის და ძმრის გამოყენებით გაჭედილი მილის პრობლემას დაივიწყებთ. პროფილაქტიკის მიზნით შეგიძლიათ რამდენიმე თვეში ერთხელ გამოიყენოთ.

Advertisement