Connect with us

სხვა

სანელებელი, რომელიც თითქმის ყველა დიასახლისს სახლში აქვს, ფულს იზიდავს

დარიჩინი წარმატების მოსაზიდად და გარემოში ნეგატივის აღმოსაფხვრელად ძალიან სასარგებლოა. ეს თვისება ფულის მოზიდვასაც ხელს უწყობს.

რატომ არის დარიჩინი კარგი ფულის მოსაზიდად?

ეზოთერიკის და თეთრი მაგიის სამყაროში დარიჩინს კეთილდღეობის და სიუხვის შელოცვებში ხშირად იყენებენ. ეს სანელებელი ცხოვრებაში ფულის მოსაზიდად შესანიშნავია.

ისტორია ამბობს, დარიჩინს ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში ფულის გასამრავლებლად იყენებდნენ. მას დიდი ძალა აქვს, რომ ფინანსურ პერსპექტივებში პოზიტიური ცვლილებები შეიტანოს.

დარიჩინის თვისებებში ეჭვი არ შეგაპაროთ. დარიჩინით შესრულებული ნებისმიერი შელოცვა რწმენით უნდა გაკეთდეს, რომ სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება.

დარიჩინის გამოყენებით შელოცვების სხვადასხვა ვარიანტი არსებობს, რომ ცხოვრებაში ფული მოიზიდოთ.

ფულის წყალი დარიჩინით

აიღეთ ცოტა დარიჩინი, ფორთოხლის ცედრა, 1 ლ წყალი დაასხით და ადუღებამდე მიიყვანეთ. სითხე სპრეი ბოთლში ჩაასხით და მთელ სახლს ასხურეთ. ამის გაკეთებამდე მწვანე სანთელი აანთეთ, რომ ცხოვრებაში სიმშვიდე, აყვავება და სიუხვე შემოიტანოთ.

როცა მთელ ბინაში დარიჩინის წყალს აპკურებთ, საყვარელ ქალღმერთს ევედრეთ, რომ დაგეხმაროთ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და კეთილდღეობისკენ მიმავალი გზის პოვნაში. სანთელი მინიმუმ 1 საათით ანთებული უნდა დატოვოთ.

ზოგიერთი თვლის, რომ შელოცვა უფრო სწრაფად იმოქმედებს, თუ მწვანე სანთელს დიდხანს ანთებულს დატოვებთ. იმ მომენტში, როცა სანთლის ჩაქრობას გადაწყვეტთ, ეს თითებით გააკეთეთ. სული არ შეუბეროთ.

რეკომენდებულია, შელოცვა სამშაბათს და ხუთშაბათს ჩაატაროთ. შელოცვის რიტუალი კვირის ამ დღეებში მთელი 6 კვირა გაიმეორეთ.

ეს ერთ–ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია, რომ დარიჩინის დახმარებით ფული მოიზიდოთ.