ჯანმრთელობა
სამსახურში მუდმივმა ხმაურმა შეიძლება ჰიპერტონია და გულის დაავადებები გამოიწვიოს
სამუშაო ადგილზე მუდმივი ხმაური არა მხოლოდ სმენას უქმნის საფრთხეს: აშშ–ს შრომის უსაფრთხოების და ჰიგიენის ეროვნული ინსტიტუტის სპეციალისტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ხმაურიან პირობებში მუშაობასა და გულის პრობლემებს შორის კავშირი არსებობს.
კვლევის ავტორებმა, რომლებმაც თითქმის 23 ათასი დასაქმებული პირის ჯანმრთელობა გამოიკვლიეს, დააამტკიცეს: მათ, ვისაც ხანგრძლივი დროით ხმაურიან ოთახში მუშაობა უწევთ, არა მხოლოდ სმენა უქვეითდებათ (ამას გამოკითხულთა 58% უჩიოდა), არამედ უვითარდებათ ჰიპერტონია (გამოკითხულთა 14%) და ეზრდებათ ქოლესტერინის დონე (გამოკითხულთა 9%). ამან კი გულ–სისხლძარღვთა დაავადებების განვითარება შეიძლება გამოიწვიოს.
სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ასეთი ეფექტი შეიძლება გამოიწვიოს სტრესის ჰორმონმა (პირველ რიგში, კორტიზოლმა), რომლის დონეც ხმაურიან ოთახში მუშაობისას მნიშვნელოვნად იზრდება და დიდი ხნით მაღალ დონეზე რჩება.