Connect with us

თავის მოვლა

სალბის, ასკილის და ჟელატინის ნიღაბი ნაოჭების წინააღმდეგ: ეფექტური საშუალება

ჩემს მეზობელს თვალს ვერ მოწყვეტთ. შუახნის ასაკში უფროსი ქალიშვილის თანატოლს ჰგავს. ბოლო შეხვედრისას დავრწმუნდი, რომ კოსმეტიკას თითქმის არ იყენებს. თავიდან მეუხერხულებოდა კითხვა, თუ როგორ აღწევს ასეთ შედეგს. ცნობისმოყვარეობამ მძლია. მისი სილამაზის საიდუმლო ნაოჭების საწინააღმდეგო სახლის ნიღაბი ყოფილა, რომელსაც ბიუჯეტური პროდუქტებით ამზადებს.

ახლა სახის ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად ბევრი მეთოდი არსებობს. ძვირფასი კოსმეტიკა, კოსმეტოლოგთან ვიზიტი, სილამაზის ნემსები. პირადი გამოცდილებით დავრწმუნდი, რომ ფასი ყოველთვის ხარისხს არ ნიშნავს, კოსმეტოლოგებს ზიანის მოყენებაც შეუძლიათ, ხოლო ნემსები ბუნებრივ სილამაზეს ამახინჯებს. ხალხური საშუალებები უფრო საიმედოა.

ნაოჭების საწინააღმდეგო ნიღაბი სალბით და ჟელატინით: გაახალგაზრდების 2 ეტაპი

ეტაპი 1: გამწმენდი სკრაბი

ინგრედიენტები:

  • 1 ჩ/კ წვრილად დაფქული ყავა
  • 2 ს/კ შვრიის ფქვილი
  • წყალი
  • ლიმონის წვენი

მომზადების და გამოყენების წესი:

  1. მშრალი ინგრედიენტები აურიეთ. წყალი და რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი დაუმატეთ, აურიეთ. ფაფის მსგავსი მასა უნდა მიიღოთ.
  2. მზა სკრაბი სუფთა კანზე მსუბუქი წრიული მოძრაობით წაისვით.
  3. გაშრობას დაელოდეთ, შემდეგ ნაზად აიქერცლეთ.
  4. თბილი წყლით ჩამოიბანეთ და სახე წყლისა და ლიმონის წვენის ნარევით გაიწმინდეთ.

ეტაპი 2: ნაოჭების გასასწორებელი ნიღაბი

ინგრედიენტები:

  • 1 ჩ/კ ხმელი სალბი
  • 10 გ ჟელატინი
  • 0,3 ჩ/კ ასკილის ზეთი
  • 1 ჩ/კ გლიცერინი
  • 0,5 ჭიქა წყალი
  • ავოკადოს ზეთი

მომზადების და გამოყენების წესი:

  1. სალბს მდუღარე წყალი დაასხით, თავსახური დააფარეთ და გააჩერეთ. თუ ახალ სალბს იყენებთ, 2 ჩ/კ დაგჭირდებათ.
  2. სალბის ნაყენში ჟელატინი გახსენით.
  3. მზა ნარევიდან 1 ს/კ სითხე აიღეთ, გლიცერინი და ასკილის ზეთი დაუმატეთ. ინგრედიენტები კარგად აურიეთ.
  4. სველ კანზე ცოტა ავოკადოს ზეთი წაისვით, ზემოდან ჟელატინის ნიღაბი გაიკეთეთ.
  5. ნიღაბი 20-40 წუთით გაიჩერეთ. გაშრობის საშუალება არ მისცეთ. წყლით ან დარჩენილი ნაყენით დაასველეთ.
  6. ნიღაბი თბილი წყლით ჩამოიბანეთ და კანის მდგომარეობა შეაფასეთ. თუ საჭიროა, ყოველდღიური კრემი წაისვით.

ავოკადოს ზეთის ნაცვლად ნებისმიერი სხვა შეგიძლიათ გამოიყენოთ, რომელიც სახლში უკვე გაქვთ. სწრაფი ეფექტის მისაღებად მწვანე ჩაით დაასველეთ.

ჟელატინის ნიღაბი კვირაში 2–3–ჯერ 1 თვის განმავლობაში გაიკეთეთ. სრული კურსის შემდეგ კვირაში ერთი პროცედურა ან უფრო იშვიათად საკმარისი იქნება. ყველაფერი თქვენი კანის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. დააკვირდით და მიგანიშნებთ, რა სჭირდება. მზა ნიღაბი მაცივარში შეგიძლიათ შეინახოთ. მართალია, 1-2 დღის შემდეგ ანტიასაკობრივ თვისებებს კარგავს.

გახსოვდეთ, რომ სახის კანის ახალგაზრდობა მხოლოდ მოვლაზე დამოკიდებული არაა. მნიშვნელოვანია, რომ ძილის რეჟიმი და წყლის ბალანსი დაიცვათ, სუფთა ჰაერზე ხშირად ისეირნოთ, რაციონში მრავალფეროვანი საკვები ჩართოთ. გარდა ამისა, სტრესს თავი აარიდეთ და ყველაზე დატვირთულ დღესაც საკუთარი თავისთვის დრო გამოყავით.

Advertisement