Connect with us

საკითხავი

საზრიანი ფრანგები მტვრის გადასაწმენდად ამ მეთოდს დიდი ხანია იყენებენ

ყველა დიასახლისისთვის ნაცნობია სიტუაცია, როცა სახლს რეგულარულად ალაგებთ, მტვერს აშორებთ, მაგრამ შედეგით დიდხანს ვერ ტკბებით. მტვერი ყველაზე თვალსაჩინო ადგილებში გროვდება და სახლს მოუწესრიგებელ იერს ანიჭებს. Alltime.ge გიზიარებთ მარტივ მეთოდს, რომელიც მტვერს რამდენიმე თვით მოგაშორებთ. ახლა სახლის ყოველდღე დალაგება არ მოგიწევთ.

მტვრის გადაწმენდა

მტვერი ნამდვილი თავის ტკივილია. როგორც არ უნდა სცადოთ მისი მოშორება, მაინც ჩნდება. მტვრის წყაროების მოშორება შეუძლებელია. ეს ქუჩიდან შემოსული შეიძლება იყოს. სიტუაციას დეტალური დასუფთავება და ნივთების სწორად დალაგება მნიშვნელოვნად ამსუბუქებს. მათი დახმარებით მტვრის რაოდენობის შემცირებას შეძლებთ. გიზიარებთ საშუალებას, რომლის დახმარებით ზედაპირები მთელი თვე სუფთა დარჩება.

ამ მეთოდს საზრიანი ფრანგები ძვირადღირებულ სასტუმროებსა და მუზეუმში აქტიურად იყენებენ. აქ ძვირადღირებულ ავეჯს და მუზეუმის ექსპონატებს მტვრის მოსაშორებლად ყოველდღე არ წმენდენ.

მტვრისგან დამცავი საიმედო საშუალების გასაკეთებლად მხოლოდ გლიცერინი დაგჭირდებათ. გლიცერინი ზედაპირზე დამცავ ფირს ქმნის, რომელზეც მტვერი ვერ ილექება. გლიცერინი ფანჯრის გაწმენდაშიც დაგეხმარებათ.

საწმენდი საშუალების გასაკეთებლად 1 ბოთლი გლიცერინი შეიძინეთ. ჯერ ავეჯს მტვერი ჩვეული მეთოდით, სველი ჩვრით მოაშორეთ. ამის შემდეგ გლიცერინის რამდენიმე წვეთი მშრალ ჩვარს დააწვეთეთ და ავეჯი გადაწმინდეთ. საშუალება ზოლებს არ ტოვებს. დიდხანს მოვლილი და ბზინვარე დარჩება. დამცავი ფირი იდეალურად მუშაობს!

გთავაზობთ კიდევ ერთ ეფექტურ საშუალებას, რომლის დახმარებით ბინაში მტვერს მარტივად მოიშორებთ, თან სასიამოვნო არომატით გაავსებთ. ესაა თეთრეულის კონდიციონერი. 600 მლ წყალი და 1,5 ხუფი კონდიციონერი გააზავეთ. ამ ხსნარში მიკროფიბრის ჩვარი დაასველეთ და ავეჯი გადაწმინდეთ, ამის შემდეგ სუფთა მშრალი ჩვრით გაამშრალეთ. სველი წმენდით ბინას იდეალურად დაალაგებთ და ბზინვარეს გახდით.

Advertisement