Connect with us

ყვავილები

საადრეო ბულგარული წიწაკა: რჩევები წვნიანი ბოსტნეულის გასაზრდელად

ტკბილი წიწაკა საკმაოდ პრეტენზიული ბოსტნეულია, რომელსაც სპეციალური პირობები და სათანადო მოვლა სჭირდება. ფერმერებს მისი ნაყოფის ასაღებად დიდხანს ლოდინი უწევთ. ამ პროცესის დაჩქარების მეთოდები არსებობს. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ აიღოთ საადრეო ბულგარული წიწაკა.

ამ სითბოსმოყვარული კულტურის ზრდის დაჩქარებაში დაგეხმარებათ ერთი ხრიკი და ხელნაკეთი სასუქი, რომლის მომზადება მარტივია. ასე მიიღებთ უხვ ჯილდოს, წვნიან და ხორციან ნაყოფს.

საადრეო ბულგარული წიწაკა: მისი გაზრდის ნიუანსები

ხრიკი ყურის ჩხირით

როცა ნერგები გაძლიერდება და ნასკვები ჩამოყალიბდება, პირველი ყვავილი მოაშორეთ, ხოლო დანარჩენი დამტვერეთ. ამისთვის ნერგებზე ყვავილის შუაში ბამბის ჩხირი გადაატარეთ. ამ შემთხვევაში ნაყოფი სწრაფად გამოჩნდება.

ეფექტური სასუქები

ყურის ჩხირით პატარა ხრიკის გარდა გამოკვებაც არ დაგავიწყდეთ. სასუქი ბულგარული წიწაკის სწრაფად და ხარისხიანად გასაზრდელად აუცილებელია. სასუქი იმუნიტეტის გაზრდას და ბოსტნეულის ამტანობას ხელს უწყობს, ასევე ზრდას აჩქარებს. მისი დახმარებით ტკბილი წიწაკა ყველა საჭირო ნივთიერებას მიიღებს.

  • საფუარი. სასუქის მომზადების 2 მეთოდი არსებობს. პირველი ვარიანტი 10 გ მშრალი საფუარის გამოყენებას გულისხმობს. 10 გ მშრალ საფუარს 10 ლ თბილი წყალი დაასხით. 2 ჩ/კ შაქარი დაუმატეთ. მიღებული ნარევი 2 საათი ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ. შემდეგ მცენარე გამოკვებეთ. მეორე მეთოდის მიხედვით 200 გ ცოცხალ საფუარს 1 ლ თბილი წყალი დაასხით. 1 საათი გააჩერეთ. კონცენტრატი სუფთა წყალში გააზავეთ, 1:10 პროპორცია დაიცავით. შემდეგ სასუქი ნიადაგს დაუმატეთ.
  • ბანანის ქერქი. მასში ბევრი კალიუმი შედის. ბანანის ქერქიდან კარგი სასუქი გამოდის. მისი მომზადება ძალიან მარტივია. აიღეთ 4 ბანანის ქერქი. წვრილად დაჭერით და 3 ლ წყალი დაასხით. 3 დღის შემდეგ მზა ნარევი წიწაკას ფესვებთან დაასხით.

აღსანიშნავია, რომ პატარა ხრიკი ბამბის ჩხირით არა მხოლოდ წიწაკის, არამედ ბადრიჯნის საადრეო მოსავლის აღებაში დაგეხმარებათ. მეთოდის ეფექტურობა წარმატებული ფერმერების მრავალწლიანი გამოცდილებით დადასტურებულია. მის გამოყენებას გირჩევთ.

Advertisement