Connect with us

საკითხავი

რჩევები, როგორ მოვიშოროთ ნიჟარის უსიამოვნო სუნი

ზოგჯერ ბინაში კანალიზაციის სუნი უფრო გვაწუხებს, ვიდრე საძულველი ტარაკნები და ხმაურიანი მეზობლები. როგორი იმედგაცრუებულიც არ უნდა იყოთ, პრობლემა უნდა მოაგვაროთ. ეს ძველ სახლში განსაკუთრებით მწვავედ იგრძნობა. Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ, როგორ მოიშოროთ შმორის სუნი ბინაში.

კანალიზაციის სუნი ბინაში

არის შემთხვევები, როცა ინტერნეტიდან აღებული რჩევები და ხრიკები ეფექტური არაა. თუ ხვდებით, რომ სახლში მილები გამოსაცვლელია, ამას გვერდს ვერ აუვლით. სახლში სასიამოვნო არომატის გავრცელებას შეიძლება სწორედ დაზიანებული მილი უშლიდეს. მხოლოდ სანტექნიკოსი შეძლებს სიტუაციის პროფესიონალურად შეფასებას.

სპეციალისტი გამოიძახეთ და არსებულ პრობლემაზე უამბეთ. შესაძლოა, ხელოსანმა მილის მდგომარეობა შეაფასოს და გითხრათ, რომ ჩვეულებრივი წმენდა საკმარისია, თუმცა მისი პასუხის გამოცნობა შეუძლებელია. მზად იყავით, რომ სანტექნიკოსი უფრო ძვირადღირებულ და ხანგრძლივ მეთოდს შემოგთავაზებთ.

სასიამოვნო არომატი

რა გავაკეთოთ, თუ მილი ნორმალურ მდგომარეობაშია, მაგრამ უცნაური სუნი მაინც არ ქრება ან გვსურს, რომ სახლში სასიამოვნო არომატი ტრიალებდეს? რა თქმა უნდა, რეგულარულ დალაგებას გვერდს ვერ აუვლით. მუდმივად ჭუჭყიანი ნიჟარის გვერდით ყვავილების სურნელის გაჩენის იმედი არ გქონდეთ.

საკმეველი და არომაზეთები სახლს სასიამოვნო სურნელს შემატებს. მათ სხვადასხვა სურნელი აქვთ და შეგიძლიათ შეარჩიოთ ის სუნი, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ. მაგალითად, ფიჭვის, პიტნის, ლავანდის, ევკალიპტის, პაჩულის, ჩაის ხის და ციტრუსის არომაზეთები შესანიშნავი ვარიანტებია.

ოჯახის წევრების და სტუმრების სურვილებიც გაითვალისწინეთ. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მათ, ვისაც ზოგიერთ არომატზე აუტანლობა აქვს. სანამ ასეთ სუნებს სახლს შემატებთ, მეგობრების და ნათესავების აზრით დაინტერესდით, ხომ არ აქვთ რაიმე განსაკუთრებული მოთხოვნა.

როგორ გავაქროთ კანალიზაციის სუნი

არომაზეთი შეგიძლიათ ნიჟარაში ან მილში ღამით ჩააწვეთოთ. 8-10 წვეთი საკმარისია. ნებისმიერი უსიამოვნო სუნი განეიტრალდება. არომაზეთი შეგიძლიათ იატაკის საწმენდ წყალს შეგიძლიათ დაუმატოთ. ბამბის დისკს რამდენიმე წვეთი ზეთი დააწვეთეთ და ნებისმიერ ზედაპირზე, მაგალითად, ფანჯრის რაფაზე ან კარადაში დადეთ. ასე სურნელი მთელ ოთახში გავრცელდება.

ბევრი დიასახლისი უსიამოვნო სუნს კულინარიული ხრიკებით ებრძვის. მაგალითად, დარიჩინით ან ვანილით არომატული დესერტი გამოაცხვეთ. როგორ იშორებთ კანალიზაციის სუნს ბინაში? იძახებთ ხელოსანს? იყენებთ არომაზეთებს თუ ანთებთ საკმეველს და აცხობთ გემრიელ და არომატულ ფუნთუშებს? რომელ მეთოდს ირჩევთ?

Advertisement