Connect with us

ყვავილები

რჩევები კომბოსტოს კარგი მოსავლის მისაღებად: რა დავუმატოთ მიწას დარგვისას

ზოგჯერ ბოსტნეულის გარეშე ყოველდღიური მენიუს წარმოდგენა შეუძლებელია. კომბოსტო მათ შორის ლიდერულ პოზიციას იკავებს: ხელმისაწვდომი, გემრიელი და ძალიან სასარგებლოა. გიამბობთ, როგორ იზრუნოთ კომბოსტოზე თუნდაც ყველაზე არახელსაყრელ პირობებში, რომ მინიმალური ხარჯებით მდიდარი მოსავალი მიიღოთ.

Alltime.ge–ს რედაქცია გირჩევთ კომბოსტო დარგოთ იქ, სადაც ადრე სიმინდი, ბულგარული წიწაკა ან ბადრიჯანი და ყაბაყი იზრდებოდა. კომბოსტოს ყინვა არ აშინებს და მცირე ყინვაში და -5 გრადუს ტემპერატურაზეც იზრდება.

რა გავაკეთოთ კომბოსტოს კარგი მოსავლის მისაღებად

გიზიარებთ მარტივ რჩევებს, როგორ გაზარდოთ და მოუაროთ კომბოსტოს სწორად, თუნდაც ძლიერი წვიმის პერიოდში.

გამძლე სახეობები

კომბოსტო ყინვაგამძლე და ტენიანობის მოყვარული ბოსტნეულია. სხვა პრეტენზიული კულტურისგან განსხვავებით მისთვის წვიმა და სიცივე განაჩენი არაა. თუმცა თუ თქვენს მხარეში გახანგრძლივებული წვიმა ხშირად მოდის, მოსავალზე წინასწარ უნდა იზრუნოთ. გირჩევთ გამძლე ჰიბრიდული სახეობა შეიძინოთ. თეთრი კომბოსტოსთვის ესაა „ბაღის თავი F1“, ბროკოლისთვის – „ფიესტა F1“, ყვავილოვან კომბოსტოს შორის „მალიმბუ F1“ შეარჩიეთ, ხოლო სავოიის კომბოსტოდან ყველაზე გამძლეა „ოვასა F1“.

დათესვის დრო და ნერგის გადარგვა გრუნტში

დიდებული მოსავლის მისაღებად სწორი დათესვით და მომზადებულ მიწაში ნერგების დარგვით დაიწყეთ. კომბოსტოს ნერგი ტემპერატურის და დღის მონაკვეთის მიმართ მგრძნობიარეა. სრულფასოვანი განვითარებისთვის ნერგს ბევრი სინათლე სჭირდება: დღეში მინიმუმ 15 საათი. ხელოვნურ განათებას გვერდს ვერ აუვლით.

თუ ძალიან ადრე დათესავთ, ნერგი ამოიწვერება. თუ კონტეინერს ძალიან თბილ ადგილას შეინახავთ, სუსტი გაიზრდება. შედეგად, მცენარის ზრდა შეფერხდება. სწორედ ამიტომ, შეფუთვაზე მითითებული თესვის ვადები მკაცრად დაიცავით.

ნერგები ღია გრუნტში, 45 დღის შემდეგ გადარგეთ. პირველად ნაადრევი თეთრი კომბოსტო (მარტის მეორე დეკადში) დათესეთ. შემდეგ ბროკოლი და სავოიის კომბოსტო (აპრილის დასაწყისში). ბოლოს (აპრილის დასაწყისი–შუა რიცხვები) ყვავილოვანი კომბოსტო დარგეთ. კომბოსტოს სხვა სახეობები ჩითილების გარეშე აპრილის ბოლოდან აგვისტოს ბოლომდე შეგიძლიათ დათესოთ.

მიწის შემადგენლობა

კომბოსტოს კარგი მოსავლის მისაღებად მიწის ხარისხი მნიშვნელოვანია. სასარგებლო მცენარე მჟავე მიწას ვერ იტანს. დარგვამდე მიწა გაატუტოვნეთ და სასუქში კალიუმის წილი გაზარდეთ. კომბოსტოსთვის ოპტიმალურია ტორფთან, კორდთან და ქვიშასთან შერეული მიწა.

კომბოსტოს გამოკვება

ნერგის გამოკვება კვლების ზაფხულისთვის მომზადებისას მნიშვნელოვანი ეტაპია. პირველად მესამე ფოთლის გამოჩენის დროს გამოკვებეთ. სპეციალური მინერალური სასუქი მოამზადეთ. 1 ლ წყალში 0,5 ჩ/კ ნიტროფოსკი და სასუქი „კემირა უნივერსალი“ აურიეთ. მეორედ ღია გრუნტში გადარგვამდე 1,5 კვირით ადრე გამოკვებეთ. აქ კალიუმის სულფატის და შარდოვანას ხსნარი გამოიყენეთ (თითო ჩაის კოვზი პრეპარატი 4 ლ წყალზე).

დროული მორწყვა არ დაგავიწყდეთ. დარგვიდან პირველ კვირებში ყოველ 3 დღეში ერთხელ მორწყეთ (7 ლ წყალი 1მ²). ამის შემდეგ კვირაში ერთხელ – 13 ლ წყალი 1მ²–ზე. დროდადრო კომბოსტო მავნებლების საწინააღმდეგო ინსექტიციდებით დაამუშავეთ.

Advertisement