Connect with us

სხვა

რჩევა, როგორ გარეცხოთ ხელით ისევე კარგად, როგორც სარეცხ მანქანაში

ადრე დიასახლისები ხელით სწორად გარეცხვაზე არც ფიქრობდნენ. უბრალოდ ტაშტს წყლით ავსებდნენ, გახეხილ სარეცხ საპონს უმატებდნენ და საქმეს იწყებდნენ. ოჯახის ყველა წევრის ტანსაცმლის გარეცხვას რამდენიმე საათი სჭირდებოდა. წარმოიდგინეთ, რომ მთელი დღე ტაშტთან დგახართ და ტანსაცმელს ხელით რეცხავთ.

საბედნიეროდ, სარეცხი მანქანა ყოფას ბევრად ამარტივებს. როგორც ახლა მიღებულია, სარეცხ მანქანას ვრთავთ და პარალელურად ასობით სხვა საქმეს ვასრულებთ. მართალია, ზოგჯერ საწყისებთან დაბრუნება გვიწევს. მაგალითად, თუ ტანსაცმელი ძალიან დელიკატურია. ყველა თანამედროვე დიასახლისმა ხელით სწორად გარეცხვა არ იცის. Alltime.ge-ს რედაქცია გასწავლით, როგორ გარეცხოთ ხელით ისევე კარგად, როგორც სარეცხ მანქანაში.

ხელით რეცხვის ზოგადი წესები

1. ჭუჭყი ეფექტურად რომ მოაშოროთ, დაუყონებლივ გარეცხეთ. რაც უფრო დიდხანს გააჩერებთ თეთრეულის კალათაში, მით უფრო გაგიჭირდებათ გარეცხვა. სანამ ლაქას ამოიყვანთ, ტანსაცმელი ნახევარი საათით თბილ წყალში ჩაალბეთ.

2. ნივთები თანმიმდევრობით გარეცხეთ. ჯერ ნაკლებად ბინძური, შემდეგ უფრო ბინძური. წყალი აუცილებლობის მიხედვით გამოცვალეთ.

3. ხელით რეცხვისას თხევად სარეცხ საშუალებას უპირატესობა მიანიჭეთ. ფხვნილისგან განსხვავებით მისი მოშორება მარტივია და ქსოვილის ბოჭკოებში არ რჩება. თუ უბრალო ფხვნილს იყენებთ, ყურადღება მიაქციეთ, რომ წყალში ბოლომდე გაიხსნას. სხვა შემთხვევაში ნივთებზე ზოლები დარჩება.

4. თუ ქსოვილი ძლიერ ჭუჭყიანია, სარეცხი დაფა გამოიყენეთ, ხოლო ლაქების მოსაშორებლად – სპეციალური ჯაგრისი. თუ პერანგს რეცხავთ, ჯერ განსაკუთრებით ჭუჭყიან ადგილებს, მანჟეტებს და საყელოს, მიხედეთ.

5. ნივთებს წყალი მანამ გაავლეთ, სანამ წყალი აბსოლუტურად სუფთა არ გახდება.

6. გახსოვდეთ, რომ ბევრი ნივთის გაწურვა არ შეიძლება და ვერტიკალური გაშრობა სჭირდება. გაითვალისწინეთ, რომ საკიდზე მხოლოდ ისეთი ტანსაცმელი შეგიძლიათ გააშროთ, რომელიც არ იწელება.

7. ყოველი ნივთი ცალ–ცალკე გარეცხეთ. რამდენიმე ნივთი ერთ ტაშტში ჩაალბეთ, მეორე ტაშტში კი სათითაოდ გარეცხეთ.

როგორ გავრეცხოთ ხელით ქვედა საცვლები

  • ტაშტი თბილი წყლით გაავსეთ და ფხვნილი ან საპნის ბურბუშელა გახსენით. მუქი საცვლები რამდენიმე წუთით ჩაალბეთ.
  • ღია საცვლების გასარეცხად წყალს დელიკატური ქსოვილიდან ლაქების ამომყვანი დაუმატეთ. საცვლები და ბიუსჰალტერი ერთად შეგიძლიათ გარეცხოთ. წინდები – იმავე წყალში, მაგრამ ცალკე.
  • ქვედა საცვლებს წყალი კარგად გაავლეთ. სხვა შემთხვევაში კანსა და ინტიმურ ადგილებში გაღიზიანება შეიძლება გამოიწვიოს.

აი, ასეთ ხრიკებს იყენებდნენ სამაგალითო დიასახლისები სარეცხი მანქანის გამოგონებამდე. საშინაო საქმეებს მიხედეთ ფიქრით, რომ საკუთარი თავის და ოჯახის წევრების სასიკეთოდ საქმობთ. ასე ისეთი რთული საქმე, როგორიცაა ხელით რეცხვა, ადვილი მოგეჩვენებათ!

Advertisement