Connect with us

ყვავილები

რჩევა, რით მორწყათ სტაფილო დიდი და ტკბილი მოსავლის მისაღებად

დამწყებ მებოსტნეებს შორის გავრცელებულია მოსაზრება, რომ სტაფილოს ბევრი გამოკვება სჭირდება. თითქოს, ამის გარეშე კარგ მოსავალს ვერ მიიღებთ. სინამდვილეში, პირიქითაა. Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ მორწყათ სტაფილო სინამდვილეში, რომ მსხვილი, ტკბილი და წვნიანი გაიზარდოს.

როცა საქმე სტაფილოს ეხება, სჯობს ნაკლებად გამოკვებოთ, ვიდრე ზედმეტად. განსაკუთრებული სიფრთხილით აზოტი უნდა გამოიყენოთ. აზოტი ფოჩების ზრდას სტიმულირებს, ძირნაყოფი პატარავდება, იღუნება და აზოტის ნაერთები, ნიტრატები გროვდება. ასეთი ბოსტნეულის მიღება ჯანმრთელობისთვის საშიშია.

როგორ მოვრწყათ სტაფილო მოსავლის გასაზრდელად

სტაფილოს ნაყოფის წვნიანობას, სიტკბოს და შემდგომ შენარჩუნებას ხელს უწყობს კალიუმი, ფოსფორი და მაგნიუმი. სასუქი სტაფილოს მთელი მომწიფების პერიოდში 4 ეტაპად მიაწოდეთ. მნიშვნელოვანი პირობა: მოსავლის აღებამდე 1 თვით ადრე სტაფილოს გამოკვება შეწყვიტეთ.

1–ელი გამოკვება

სტაფილო გაღვივებიდან 3 კვირის შემდეგ კალიმაგის და შარდოვანას ხსნარით მორწყეთ. სასუქი ახალგაზრდა მცენარეს გამოკვებავს და დაავადებების მიმართ წინააღმდეგობას გააძლიერებს. 10 ლ წყალს 15 გ თითოეული სასუქი დაუმატეთ.

მე–2 გამოკვება

კიდევ 2–3 კვირის შემდეგ მცენარე მორწყეთ ნიტროფოსკით: 1 ჩ/კ 5 ლ წყალზე. ეს რაოდენობა 1 მ² მიწის დასამუშავებლად საკმარისია.

მე–3 გამოკვება

კიდევ 2–3 კვირის შემდეგ, როცა ძირნაყოფი აქტიური ზრდის პერიოდშია, ხის ნაცრით გამოკვებეთ. ჯერ მიწა უხვად მორწყეთ, შემდეგ ნაცარი დაუმატეთ: 20 გრამი ნაცარი ყოველ კვადრატულ მეტრ ნაკვეთზე.

მე–4 გამოკვება

3 კვირის შემდეგ სტაფილოს კომპლექსური სასუქი მიაწოდეთ. გამოკვების უკიდურესი ვადა: მოსავლის აღებამდე 1 თვით ადრე.

როგორ მოვრწყათ სტაფილო, რომ ტკბილი ნაყოფი გაიზარდოს

ტკბილი სტაფილოს გასაზრდელად მეორე და მესამე გამოკვებას შორის მცენარე ბორის მჟავის ხსნარით დანამეთ. 10 ლ წყალს 6 გ ბორის მჟავა დაუმატეთ და 10 მ² ნაკვეთი დაამუშავეთ.

გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი სასუქი სველ მიწას უნდა დაუმატოთ. დილით ადრე ან წვიმის შემდეგ გამოკვებეთ. სტაფილოს მარილიანი წყლით მორწყვა საკვები ნივთიერებების უკეთ ათვისებაში ეხმარება და ძირნაყოფში კაროტინის კონცენტრაციას ზრდის.

ახლა უკვე იცით, რა არის ტკბილი სტაფილოს მოსავლის საიდუმლო! სასარგებლო ინფორმაცია მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.

Advertisement