Connect with us

ჰოროსკოპი

რომელ ნიშანს შეხვდა იღბლიანი ბარათი – 2021 წლის მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

„მაისში ბევრი პლანეტარული მოვლენა გველოდება, რომლებიც თითოეულ ჩვენგანზე გავლენას მოახდენს“ – ამბობს ყოველთვის პოზიტიური და ზუსტი ანჯელა პერლი. ამ დატვირთულ თვეში საქმიანობისთვის სწორი დღეების შესარჩევად 2021 წლის მაისის პროგნოზი შეისწავლეთ.

დღეს Alltime გიზიარებთ გაზაფხულის ბოლო და უთბილესი თვის პროგნოზს ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის!

2021 წლის მაისის პროგნოზი

ვერძი

მაისში თქვენი სოციალური წრე შეიცვლება ან გაფართოვდება. ორატორული ოსტატობის სრულყოფა კარგი იდეაა. მოკლე მანძილზე მოგზაურობები სასარგებლოა. ინტერნეტ სფეროსა და სოციალურ ქსელებში ბიზნესის გასავითარებლად წარმატება თქვენს მხარეს იქნება.

ახალი იდეები გაგიჩნდებათ, რომლებიც კარგ შემოსავალს მოგიტანთ. ნათესავებისგან მოულოდნელ ამბავს გაიგებთ. თვის ბოლოს ძველი საქმეების დასრულება კარგია. ახალი საქმის დაგეგმვა არ ღირს.

კურო

ეცადეთ, რომ ყველა მნიშვნელოვანი საქმე თვის პირველ ნახევარში დაასრულოთ. ფულის გამოსამუშავებლად ბევრი იდეა გექნებათ. მაისი სასიამოვნო ნაცნობობით სავსე იქნება.

თვის მეორე ნახევარში ცვლილებები გელით, რომლისთვისაც შეიძლება მზად არ იყოთ. მოვლენები ისე არ განვითარდება, როგორც დაგეგმეთ. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ცუდად იქნება. უბრალოდ სხვაგვარად განვითარდება.

ტყუპები

„სამომავლოდ ახალ გეგმებს დაისახავთ. თუ განათლების მიღებას აპირებთ, ეს თვის პირველ ნახევარში გააკეთეთ“ – გირჩევთ ანჯელა პერლი.

კარგი დროა დასაგეგმად და იმიგრაციისკენ რეალური ნაბიჯების გადასადგმელად, ასევე შესაძლებელია შორეულ ქვეყნებში მოგზაურობა. მაისი კარიერულ სფეროსა და სამსახურში მიღწევებით სავსე იქნება. ჯანმრთელობა არ გიმტყუნებთ.

კირჩხიბი

მაისში დამკვიდრებული წესრიგის დარღვევა გელით. ცხოვრება მოულოდნელ სიურპრიზებს მოგიტანთ. იქ, სადაც ზოგი დანაკარგას ხედავს, სხვები შესაძლებლობებს იპოვის. კირჩხიბის ცხოვრებიდან რაღაც წავა, რაღაც ახალი კი გამოჩნდება.

ყურადღება მიაქციეთ: გაზაფხულის ბოლო თვეში წარმატებას მხოლოდ კარგად მოფიქრებული და გააზრებული გადაწყვეტილებები მოგიტანთ.

ლომი

მაისი სავსე იქნება მეგობრებთან ურთიერთობით, წვეულებებით და გართობით, რაც კარგია. გაზაფხულის ბოლო თვეს მატერიალური მდგომარეობის გამყარებას შეძლებთ, ოღონდ ყურადღება მიაქციეთ, რომ ამან თქვენს ოჯახზე გავლენა არ მოახდინოს.

მაისში თავით ურთიერთობაში იქნებით ჩაფლული. პარტნიორი ძალიან გიყვართ და ეს ორმხრივი გრძნობაა. მაისი სერიოზული ნაბიჯების გადადგმისკენ გიბიძგებთ, რაც ხანგრძლივ, ბედნიერ ცხოვრებას მოგიტანთ.

ქალწული

კარიერულ კიბეზე წინსვლა, ხელის და გულის თხოვნა ან ორსულობის შესახებ ახალი ამბები – ეს ყველაფერი, და არა მხოლოდ, მაისში გელით. თვე წვეულებებით და ბევრი ტკბილეულით სავსე იქნება.

ფული ყველაფრისთვის გეყოფათ, რაც გჭირდებათ. მოკლედ გაიღიმეთ, გაზაფხულის ბოლო თვე გაჯერებული და სასიამოვნო იქნება. ჯანმრთელობა არ გიმტყუნებთ!

სასწორი

კარგი პერიოდია კარიერული და პირადი ზრდისთვის. ბევრი საქმე გექნებათ და პასუხისმგებლობის გამოჩენა მოგიწევთ. მაისში დღის რეჟიმის გაუმჯობესებას შეძლებთ. თვე სასიამოვნო და სასიხარულო მომენტებით სავსე იქნება.

მოსალოდნელია ორსულობის შესახებ სიახლე. ჯანმრთელობის გასაძლიერებლად სიფრთხილის ზომები და პროფილაქტიკა არ დაგავიწყდეთ.

მორიელი

მაისში ემოციების გაკონტროლების უნარი დაგეხმარებათ. თქვენში საკუთარი ბიზნესის მართვის დიდი პოტენციალი თვლემს. გაზაფხულის ბოლო თვეს რაღაც ახლის ცდას შეძლებთ, მაგრამ მატერიალური დანაკარგისთვის მზად უნდა იყოთ.

საიმედო ადამიანი იპოვეთ, რომელიც ბიზნესის განვითარებაში დაგეხმარებათ. თვე პარტნიორის, შვილების და საქმის მიმართ სიყვარულით სავსეა.

მშვილდოსანი

მაისში ერთ–ერთ სანუკვარ სურვილს აისრულებთ. ასევე წარსულის კარის დაკეტვის შანსი გექნებათ, რომ ნათელი მომავლისკენ წინსვლა შეძლოთ. ცხოვრების ერთი ციკლი დასრულდება და დაუყონებლივ ახალ ციკლში გადახვალთ.

ზუსტად გეცოდინებათ, თუ სად და როგორ იმოძრავოთ. განსაკუთრებით, ეს ცხოვრების საქმეს ეხება. ასევე ნათლად ათამაშდება ურთიერთობების თემა. ორსულობის ან ქორწინების შესახებ სიახლე მოსალოდნელია.

თხის რქა

ხარჯებთან ფრთხილად იყავით, რამდენჯერმე დაფიქრდით, სადაც მსხვილ შენაძენზე გადაწყვეტილებას მიიღებთ. თვის ბოლო კარგი დროა შესაძენად, მათ შორის სულისთვის! თუ მოგებას გონივრულად მიუდგებთ, მაისი ფინანსური კუთხით ყველაზე წარმატებული თვე გახდება.

შემოქმედების მიმართ სიყვარული წარმატებას მოგიტანთ. ჯანმრთელობას ყურადღება დაუთმეთ. არ გადაიტვირთოთ, სწორად იკვებეთ, ვარჯიში არ დაგავიწყდეთ. კარგი დროა, რომ მავნე ჩვევები მოიშოროთ.

მერწყული

კარგი დროა დასასვენებლად. თეატრში, მუსიკალურ კონცერტზე წასვლა ან მეგობრებთან ერთად მწვადების შეწვა – ეს ყველაფერი პოზიტივით და ზღვა ენერგიით დაგმუხტავთ. ეს კი თვითგანვითარების და სილამაზის სფეროში მიმართულებას მოგცემთ.

საყვარელი ჰობით დაკავდით. ბავშვებისგან ან ახლო ნათესავებისგან სასიამოვნო ამბავს გაიგებთ. მაისში მოსალოდნელია მღელვარე რომანი.

თევზები

მაისში წარმატებით დაადასტურებთ თქვენს რეპუტაციას, როგორც ადამიანის, რომლის ქმედებების პროგნოზირება შეუძლებელია. ეს თქვენს კეთილდღეობაზე გავლენას იქონიებს. საკმარისი ფული გექნებათ ყველაფრისთვის, რაც გჭირდებათ.

ცხოვრების უკეთესობისკენ შესაცვლელად ბევრი შესაძლებლობა გამოჩნდება. ჯანმრთელობა ძლიერი იქნება!

მაისის ყველაზე ხელსაყრელი დღეები: 2, 4, 6, 17 და 20 მაისი. მაისის რთული დღეები: 3, 8, 12, 21, 23, 26, 27, 30 და 31 მაისი. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მნიშვნელოვანი საქმეები 23 მაისამდე დაასრულოთ, რომ დასვენება დაგეგმოთ და სილამაზით დატკბეთ.

როგორ მოგწონთ 2021 წლის მაისის პროგნოზი? პოზიტივზე განეწყვეთ და ბედის ნებისმიერ გაკვეთილს ღიმილით შეხვდით. იცოდეთ: წინ მხოლოდ საუკეთესო მომენტები გელით!