Connect with us

ჰოროსკოპი

რომელ ზოდიაქოს ნიშანს ელოდება აპრილში თეთრ ცხენზე ამხედრებული მხედარი

„აპრილი, აპრილი! ეზოში წვეთები კაკუნობს, მინდვრებში ნაკადულები მიედინება, გზებზე გუბეები დგება. მალე ჭიანჭველები ზამთრის სიცივის შემდეგ გამოვლენ“ – გავიგონე გაღვიძებისას. როგორც ჩანს, ჩემი შვილი მარშაკის ლექსს ხმამაღლა კითხულობდა. მოგვიანებით მეგობარმა დამირეკა და მახარა, რომ ანჯელა პერლის 2021 წლის აპრილის ტარო პროგნოზი უკვე გამოვიდა და თან ბევრი ზოდიაქოს ნიშნისთვის იმედის მომცემია.

Alltime.ge-ს რედაქცია გიზიარებთ ანჯელა პერლის ტარო პროგნოზს აპრილისთვის. ნახეთ, რა ცვლილებებს უნდა ელოდოთ აპრილში.

აპრილის ტარო პროგნოზი

ვერძი

აპრილში ცეცხლოვანი ვერძი საყვარელი საქმით აინთება და სხვებსაც ცეცხლს წაუკიდებს. ტაროს კარტი გირჩევთ, რომ მხოლოდ წინ იაროთ და გზას არ გადაუხვიოთ. ნებისმიერი დაბრკოლება კი თავაწეულმა გადალახეთ. აპრილი კარგი თვეა, რომ თქვენი ძლიერი მხარეები და ნიჭი განავითაროთ.

წარმატების ბევრი შანსი გამოჩნდება, ყურადღებით იყავით, რომ არ გამოგრჩეთ. ფული საკმარისი გექნებათ, რომ თქვენი მოთხოვნილებები დაიკმაყოფილოთ. ჯანმრთელობა არ შეგაწუხებთ.

კურო

ანჯელა პერლი ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს ურჩევს, რომ სიტუაციის მიუხედავად დარდი და ტირილი დაივიწყონ, შიშები და ეჭვები მოიშორონ და იმოქმედონ. ერთგული მეგობრები სიტყვით იქნება, თუ საქმით აუცილებლად დაგეხმარებიან.

ასევე ამ თვეში წყალს უფრთხილდით. ბუნებაში დაზიანების რისკი მაღალია. თუ ბუნებაში გასვლას აპირებთ, მეგობრებსაც დაუძახეთ და უსაფრთხოების ზომები არ დაგავიწყდეთ.

ტყუპები

ეს თვე სასიამოვნო მოვლენებით და სიურპრიზებით სავსეა. ძველის დასრულებას და ნათელი მომავლისთვის კარის გაღებას შეძლებთ.

დიდი შანსია, რომ თვის მეორე ნახევარში ახალი სიყვარული იპოვოთ. თქვენი ბედნიერების და ინტერესების დაცვა მოგიწევთ. არ იდარდოთ, საკმარისი ძალა გაქვთ, რომ ყველაფერს გაუმკლავდეთ!

კირჩხიბი

აპრილში ამ ნიშნის წარმომადგენელი შეიძლება ჩვევის გამო კვლავ დაიმალოს, საკუთარ ჭურვში ჩაიკეტოს და ძირში გაწვეს. ამის მიზეზი კი მცირე პრობლემებია, რომელთა მოგვარება მაინც მოგიწევთ. გირჩევთ, საქმეს დროულად მიხედოთ, რომ ახალი უსიამოვნებები თავიდან აიცილოთ.

აქტიური თვე გელით. სწრაფად იმოქმედეთ. შემოქმედებითი საქმიანობა შემოსავალს მოგიტანთ. კრეატივი წახალისდება!

ლომი

ამ თვეში ნანატრი მოვლენის აღნიშვნით ბევრი სიხარული გელით. ჯანმრთელობამ რომ არ გიმტყუნოთ, გამოკვლევები რეგულარულად ჩაიტარეთ და სწორად იკვებეთ.

ბედი არ გაუშვათ. სამსახურში კარიერულ წინსვლაზე იზრუნეთ. თქვენს საქმეში ახალ ტენდენციებს გაეცანით, ასე კარიერული ზრდისთვის დამატებითი ჯოკერი გექნებათ.

ქალწული

აპრილი კარგი დროა, რომ ახალი საქმე დაიწყოთ. თუმცა მას პატარა ბავშვივით ყურადღება უნდა მიაქციოთ. აპრილში მოსალოდნელია ახალი საქმის ათვისება, სამსახური, ახალი ნიჭის აღმოჩენა ან ახალი სიყვარულის პოვნა – ეს ყველაფერი თქვენს ცხოვრებას კარდინალურად შეცვლის.

თან შეიძლება ყველაფერი ჩანაფიქრზე უკეთ განხორციელდეს. თვის ბოლოს მოგებას მიიღებთ, მაგრამ მოგება მოლოდინზე ნაკლები იქნება.

სასწორი

აპრილში საყვარელი ადამიანის მიმართ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებთ. ადრე ამის მიღება გაშინებდათ და იმალებოდით, მაგრამ ახლა მზად ხართ, გული გადაუშალოთ.

თვის მეორე ნახევარში სასწორს სამსახურში რთული პერიოდი ელის. გაორმაგებულად მუშაობა მოგიწევთ, ასევე სხვისი ბრძანებების შესრულება და რაღაც ახლის შესწავლა. ასეთი პერიოდი სტიმულს მოგცემთ და ნანატრ ოცნებაზე მეტის გამომუშავებაში დაგეხმარებათ.

მორიელი

თუ ოცნებების განხორციელებაზე იზრუნებთ, წარმატება თქვენ მხარეს იქნება. აპრილი მორიელს წინსვლას ჰპირდება. ყველაფერი ისე რომ მოხდეს, როგორც გსურთ, თანამოაზრეების მხარდაჭერა ეძებეთ.

ინტუიციას მოუსმინეთ, ის ნამდვილად არ გიმტყუნებთ. ჯანმრთელობა არ შეგაწუხებთ.

მშვილდოსანი

აპრილის თვეში ფული ხან მოვა, ხან წავა. თუმცა ნერვიულობა არ ღირს, საკმარისი თანხა გექნებათ, რომ ყველაფრისთვის გეყოთ. ერთ ადგილას არ გაჩერდებით. როგორც ფიზიკურად, ასევე გონებრივად იაქტიურებთ.

ხელსაყრელი პერიოდია სასწავლებლად, მაგალითად, უცხო ენების შესასწავლად. ძალების აღსადგენად და დადებითი ემოციების შესავსებად. ბუნებაში დასვენება კარგი იდეაა. კარგი დროა ურთიერთობის წრის შესაცვლელად და ახლის შესაქმნელად.

თხის რქა

ანჯელა პერლი გთხოვთ, რომ ემოციები აკონტროლეთ, ეს სარგებელს მოგიტანთ. სხვებზე არ გაბრაზდეთ და უკმაყოფილება არ გამოხატოთ. გულმოწყალე იყავით და საკითხი გონივრულად მოაგვარეთ. ნებისმიერი კონფლიქტი მშვიდად მოაგვარეთ.

კარგი დროა ინვესტიციებისთვის, თან როგორც მსხვილი, ასევე მცირე ინვესტიციებისთვის. ფული სწორად გაანაწილეთ და უსარგებლო ნივთებზე არ დახარჯოთ.

მერწყული

აპრილი უფრო შემოსავლიანი თვე იქნება, ვიდრე ამ წლის წინა თვეები. დაკარგულ პოზიციებს სრულად ვერ დაიბრუნებთ, მაგრამ იდეები გაგიჩნდებათ და იმოქმედებთ, რაც თქვენს ფინანსებზე პოზიტიურად აისახება.

მზად იყავით სამყაროსგან საჩუქრების მისაღებად.  ასე ყველაფერი მოგვარდება. ჯანმრთელობა ძლიერი იქნება.

თევზები

გაზაფხულის მეორე თვეს შთაგონების და პირადი სივრცის ნაკლებობას იგრძნობთ. ორივეს მოგვარებას ქალაქგარეთ გასვლით შეძლებთ. აპრილის ბოლოს სიტუაცია გამოსწორდება. ამ დროს შეძლებთ თქვენი შრომის შედეგები სხვებს აჩვენოთ და დამსახურებული ქება მიიღოთ.

იმოქმედეთ ახლა, საქმე ხვალისთვის არ გადადოთ! პოზიტიური ცვლილებები არ გალოდინებთ!

როგორც ხედავთ, აპრილის ტარო პროგნოზი ბევრი ზოდიაქოს ნიშნისთვის პოზიტიურია და დროის ენერგიულად გატარებას გვპირდება. ანჯელა პერლის რჩევები აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ გაზაფხულის მეორე თვემ მშვიდობით ჩაიაროს.