Connect with us

ყვავილები

რომელი ხეები და ბუჩქები არ უნდა დარგოთ შემოდგომაზე

გამოცდილმა მებარეებმა იციან, რომ ნებისმიერი ხის დარგვა მცენარის ვეგეტაციური პერიოდის განმავლობაშია შესაძლებელია. ყველაზე ხშირად ხეებს შემოდგომაზე, გაზაფხულზე და ზაფხულში რგავენ. ამ სტატიაში ხეების დარგვისთვის შესაფერის დროებსა და მათი დარგვის წესებზე წაიკითხავთ.

რომელ ხეებს რგავენ შემოდგომაზე

როდის უდნა დავრგოთ ხე? ამ კიხტვაზე ერთგვაროვანი პასუხის არ არსებობს. საქმე იმაშია, რომ წლიდან წლამდე ამინდი, გრუნტი და ყველა ნერგს თავისი განსაკუთრებული ნიშან-თვისებები გააჩნია. დარგვის ყველა სეზონს თავისი პლიუსები და მინუსები აქვს, თუმცა ახლა შემოდგომაა და ამ სტატიაში სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ.

ხეების შემოდგომაზე დარგვის პლიუსები

1. ჩვეულებრივ შემოდგომაზე დასარგავი ნერგების ფართო არჩევანი გვაქვს. მცენარეს განვიტარებისთვის საკმარისი დრო დარჩება, ამიტომ შემოდგომაზე ხეის მდგომარეობისა და ხარისხის გარკვევა უფრო იოლია.
2. ამ პერიოდში გამყიდვლებს შეეძლებათ ამ ხისთვის დამახასიათებელი ნაყოფის დემონსტრირება გაგიკეთოთ. მათი გემოზე გასინჯვაც შეგეძლებათ და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძენთ.
3. შემოდგომა ნალექიანობით გამოირჩევა, ამინდი ჯერ კიდევ საკმარისად თბილი თუმცა ძალიან არ ცხელა. ეს ყველაფერი პრაქტიკულად იდეალურ პირობებს ქმნის ახალდარგული მცენარეებისთვის.
4. ფესვებს მიწაში განვითარება +4 ℃ ტემპერატურამდე შეუძლიათ ამიტომ ისინი ყინვების დადგომამდე კარგად განვიტარებას მოასწრებენ. სამხრეთში მაგალიტად საერთოდ არ გვაქვს ყინვიანი ზამთრები რაც ხეებს კარგად დაფესვიანების საშუალებას მისცემს.

ხის შემოდგოაზე დარგვის მინუსები

1. ზედმეტად გვიანი დარგვის დროს მცენარეები შესაძლოა ყინვებისგან დაზიანდნენ.
2. ზამთარში ხეები საკმაოდ ხშირად იმტვრევიან ძლიერი ქარისგან ან დიდი თოვლისგან.
3. შემოდგომაზე და ზამთარში ზამთრის ფესვებს მღრღნელები აზიანებენ.

რომელი ხეების დარგვა არ არის რეკომენდებული შემოდგომაზე

შემოდგომაზე კატეგორიულად არ შეიძლება ნაყოფიერი ხეების და ბუჩქების დარგვა. ამგვარ სახეობებს მიეკუთვნებიან: ვაშლი, მსხალი, ქლიავი, ატამი, გარგარი, ალუბალი, ნუში და ბალი.

ზამთარ-გამძლე ბუჩქები და ხეები

ზამთრის გამძლე ხეების სიაში შედიან: კაკალი, ტირიფი, არყი, წაბლი, წიწვოვანი ხეები, შავი ცირცველი, მოცხარი, ჟოლო, ხურტკმელი და ცხრატყავა.

შემოდგომაზე ხეებისა და ბუჩქების დარგვის დროები

ექსპერტები გვირჩევენ მცენარეები ოქტომბერში დავრგოთ, მაგრამ თუ თბილი ამინდები დაემთხვა შეგიძლიათ ნოემბრის შუა რიცხვებამდე დარგოთ ხეები. რა თქმა უნდა ამინდის მიხედვით დარგვის პერიოდები შეიძლება შეიცვალოს.

თუ შემოდგომის დარგვის პერიოდები გასულია

ასეთ შემთხვევაში ნუ განაწყენდებით. უბრალოდ საჭიროა შეძენილი მცენარე ცივ და ნესტიან სარდაფში ან მარანში შეინახოთ შემოდგომამდე.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.