Connect with us

ჰოროსკოპი

რომელი ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრებაში დაიწყება ხავერდოვანი სეზონი აგვისტოში

უკვე ადვილია! ვარსკვლავებიდან, უფრო ზუსტად, ანჯელა პერლიდან გავიგე. აგვისტოს ზუსტი პროგნოზი ამბობს, რომ ზაფხულის ბოლო თვე უფრო ადვილი იქნება, ვიდრე ივლისი. დროა, შეაჯამოთ, ხარჯები გამოთვალოთ, სამომავლო გეგმა ან ახალი მიზანი დაისახოთ.

დღეს Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ, რა ცვლილებები ელით თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს 2021 წლის აგვისტოში. ყველაფერი სიყვარულის, კარიერის შესახებ და არა მხოლოდ!

აგვისტოს ჰოროსკოპის ზუსტი პროგნოზი

ვერძი

აგვისტოში აუცილებლად სპორტით დაკავდით, მეტი იმოძრავეთ, იაქტიურეთ. სამოგზაუროდ წასვლა კარგი იდეაა. დრო დაუთმეთ საქმეს, რომელსაც სიხარული და სიამოვნება მოაქვს. გაიხსენეთ საყვარელი ჰობი, ადგილი, რომლის ნახვას დიდი ხანია ოცნებობდით.

ორსულობის ამბები ან ბავშვებთან ბევრი კომუნიკაცია მოსალოდნელია. ხელსაყრელი დროა სასიყვარულო სფეროში ურთიერთობების დასამყარებლად. სამსახურში მხოლოდ აღმასვლა გელით, მოსალოდნელია კარიერულ კიბეზე წინსვლა.

კურო

ზაფხულის ბოლო თვეს ოჯახთან და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სიახლეები გელით. შესაძლოა, ოჯახის ახალი წევრი გამოჩნდეს ან შინაური ცხოველი იყოლიოთ. სახლის სამუშაოების გაკეთება, რემონტის დაწყება კარგია. მოსალოდნელია გადაადგილება ან სამოგზაუროდ წასვლა.

საკუთარ თავს დრო დაუთმეთ და გთხოვთ, საკუთარ თავზე ფული არ დაზოგოთ. აგვისტოში ბევრ კუროს რომანტიკული ნაცნობობა ელის.

ტყუპები

აგვისტოს ჰოროსკოპის ზუსტი პროგნოზი ახალ შეხვედრებს, ნაცნობებს, მნიშვნელოვან გარიგებებს ან მოლაპარაკებებს გპირდებათ. მცირე დისტანციაზე მოგზაურობაც ხელსაყრელია.

დოკუმენტების გაფორმება, ვიზის ან პასპორტის აღება – ყველაფერი მარტივად და წარმატებულად ჩაივლის. მსხვილი უძრავი ქონების ან სატრანსპორტო საშუალების შეძენაც წარმატებულია.

კირჩხიბი

თქვენთვის 2021 წლის აგვისტოში ფულის, შემოსავლის თემა ძალიან მნიშვნელოვანია. შემოსავლის ახალი წყარო, ახალი სამუშაო, ბიზნეს პარტნიორი ან ახალი იდეა გამოჩნდება, თუ როგორ გამოიმუშაოთ ფული.

ამ თვეში თვითშეფასება ან საკუთარი თავის აღქმა გაიზრდება. მოსალოდნელია რომანტიკული მოგზაურობა, მაგრამ ცოტა ხნით. ხელსაყრელი დროა დოკუმენტების, ნაშრომების ან ცნობების გასაფორმებლად. ახალი უნარების ათვისება მოსალოდნელია.

ლომი

აგვისტოში ლომი პოზიტიური მოვლენებით უბრალოდ სავსეა. მნიშვნელოვანია დაბადების დღე გრანდიოზულად გადაიხადოთ. ეს დღე კარგი განწყობით გაატარეთ.

აგვისტოში მჭერმეტყველების წყალობით კარიერაში ბევრი რამის მიღწევას შეძლებთ. ყურადღება მიაქციეთ იმას, თუ რას ამბობთ. ზედმეტი არ ილაპარაკოთ.

ქალწული

2021 წლის აგვისტოში ახალი დასაწყისი და სტილის შეცვლა გელით. მსოფლიოს განუცხადეთ, თუ რისი გაკეთება გსურთ. შესრულებული სამუშაოს შეჯამებისთვის, ასევე სახლის დასალაგებლად და ხარახურის მოსაშორებლად კარგი დროა.

ყველაფერში წონასწორობა და ბალანსი მოძებნეთ, საკუთარ თავს დრო დაუთმეთ. ძალებით აივსეთ და დაკავდით იმით, რაც მოგწონთ. ჯანმრთელობა არ გიმტყუნებთ!

სასწორი

აგვისტო შესანიშნავი დროა, განსაკუთრებით სასიყვარულო საკითხებში. ისეთი გადაწყვეტილების მიღებას შეძლებთ, რომელიც თქვენს ცხოვრებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. ხელსაყრელი დროა კომუნიკაციისა და ვარჯიშისთვის.

კარგი დროა ახალი საქმის დასაწყებად, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ონლაინ ბიზნესს ან ბლოგის დაწყებას ეხება. ურთიერთობის წრე უკეთესობისკენ შეიცვლება.

მორიელი

მთელი აგვისტო მომავლის ტკბილი ოცნებების ნისლში გაივლის. ზაფხულის ბოლო თვეს ისე მოიქცევით, თითქოსდა ყველაფერს გვერდიდან უყურებთ, სიტუაციაში ღრმად არ იხედებით. თუმცა ისიც კარგია, რომ წარსული წარუმატებლობები და იმედგაცრუებები არ შეგაწუხებთ.

ახალი მეგობრები გამოჩნდებიან, რომლებიც მომავალში დაგეხმარებიან. სპორტისა და შემოქმედებისთვის ხელსაყრელი დროა.

მშვილდოსანი

ბევრი მშვილდოსანი აგვისტოში პოზიციას ან თუნდაც საქმიანობის სფეროს შეიცვლის. მიზნისკენ წინ მიიწევთ. რეზიუმეს გასაგზავნად და სამუშაოს შესაცვლელად კარგი დროა.

ზაფხულის ბოლო თვეს კარიერის, პროექტის ან მოგების შესახებ ახალი ამბები გელით. მოსალოდნელია, ორსულობის შესახებ ამბები. კარგი დროა საზღვარგარეთ სამოგზაუროდ, განსაკუთრებით ზღვაზე.

თხის რქა

ზაფხულის ბოლო თვეს ბედი მოგონებების სამყაროში ჩაფლობას შემოგთავაზებთ: თქვენს ცხოვრებაში რაიმე მოვლენა განმეორდება ან ახალი ნაცნობები გამოჩნდებიან.

ფინანსებთან დაკავშირებული თემები მოსალოდნელია. შესაძლოა სადაზღვევო კომპანიებთან ან საგადასახადო ორგანოებთან პრობლემების მოგვარება შეძლოთ. არ იდარდოთ, ყველაფერი მარტივად და თქვენთვის ხელსაყრელად დასრულდება.

მერწყული

ბევრი მერწყულის ურთიერთობა ახალ დონეზე გადავა. ალბათ, ერთად ცხოვრებას დაიწყებთ ან დაოჯახების შესახებ შემოთავაზებას მიიღებთ. ახლო პირადი ურთიერთობები, ასევე ფინანსური მხარე გაუმჯობესდება.

ფული სხვა ადამიანებისგან გამოჩნდება. ოღონდ, გთხოვთ, სხვების მოსაზრებები და ინტერესები გაითვალისწინეთ. გადაწყვეტილების მიღებისას საღი აზრით იხელმძღვანელეთ.

თევზები

ურთიერთობის, პარტნიორობის და სიყვარულის თემები წინ წამოიწევს. მარტოხელა თევზი თავის რჩეულს შეხვდება. აგვისტოში ქორწინება ხელსაყრელია.

ამ ნიშნის წარმომადგენელი უფრო მეტ ფულს დახარჯავს, მაგრამ პირადი პროექტების წარმატებული განვითარების გამო შემოსავლებიც გაიზრდება. ხელსაყრელია სამუშო ხელშეკრულებების გაფორმება, ახალი საქმის დაწყება. თამამად იმოქმედეთ, ყველაფერი კარგად იქნება!

რედაქციისგან

რა გავაკეთოთ? აგვისტოს ზუსტი პროგნოზი ასეთია: ყველას და ყველაფრის გაშვება, რაც თვის პირველ ნახევარში მიდის. ეს გაწმენდის დროა. მინდორზე რამე რომ გაზარდოთ, ჯერ სარეველები უნდა ამოთხაროთ, მიწა დაბაროთ და მხოლოდ ამის შემდეგ დათესოთ.

8 აგვისტოს ახალი მთვარე დანგრევის პროცესს დაასრულებს და ამ მომენტიდან შეგიძლიათ „განკურნებაზე“ ისაუბროთ. სამყარო სამუშაო საკითხების გადასაჭრელად მეტ ვარიანტს და იდეას შემოგთავაზებთ.

ურთიერთობის გასავითარებლად, ახალი ურთიერთობის დასაწყებად მეტი შანსი გამოჩნდება. ცხოვრების ფინანსური მხარეც გაუმჯობესდება. რაიმე მომსახურების მისაღებად ფულის აღება უფრო ადვილი გახდება.