ჯანმრთელობა
როგორ ჩნდება კანქვეშა გამონაყარი
ცხიმოვანი ჯირკვლები გამოიმუშავებენ ნივთიერებებს, რომელბიც აუცილებელია ფილოკულებიდან ამოზრდილი თმის “შესაზეთად”. ზოგჯერ ჯირკვლები იბიდნება მკვდარი უჯრედებისა და პათოგენური მიროფლორისგან და ჩნდება კანქვეშა გამონაყარი.
შიდა გამონაყარი ძირითადად სახის კანზე ლოკალიზდება, მაგრამ ის სხეულის სხვა ნაწილებშიც შეიძლება ტავისუფლად გაჩნდეს. თავიდან კანზე ქავილი იწყება და შემდეგ ამობურცულებიც ჩნდება. როდესაც ამობურცულები წითლდებიან და სივდებიან, ნიშნავს, რომ მიკრობების ატივაცია დაიწყო.
ფაქტორები რომელბიც კანქვეშა გამონაყარის გაცენას უწყობენ ხელს:
- ჰორმონალური სისტემის დარღვევები
- მიკროტრავმები
- მავნე გარემო
- ალერგიული რეაქციები
- მემკვიდრეობითი დაავადებები
- არაბალანსირებული რაციონი
- სტრესული სიტუაციები
- საკვების მომნელებელი ტრაქტის დაავადებები
- ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება
- შეუსაბამო კოსმეტიკური საშუალებები
კანქვეშა გამონაყრის მოსაცილებლად აუცილებელია პირველ რიგში მისი მიზეზი დავადგინოტ. გარდამტეხ ასაკში ასეთი გამონაყარის მიზეზი ჰორმონალური დაღღვევებია და იგივე მიზეზი შეიძლება ზრდასრულებსაც აღმოაჩნდეთ. ამიტომ მკურნალობის მეთოდის არცევამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ენდოკრინოლოგთან. ასევე დარწმუნდიტ, რომ არ გაწუხებთ საკვების მომნელებელი სისტემის და ნაწლავის დაავადებები.
კანქვეშა გამონაყრის გაჩენას ზოგჯერ დაბინძურებული გარემო, ახლომდებარე ქიმიური ქარხნები და მტვერიც უწყობს. დეკორატიული კოსმეტიკა იშვიათად იწვევს ანთებას, მარგამ, მის გავრცელებას კი ნამდვილად უწყობს ხელს, რადგან მათში ლანოლინის, გოგირდისა და სხვადასხვა ტიპის დანამატებს იყენებენ.
მსგავსი მუწუკები შეიაძლება კანის ტკიპამაც გამოიწვიოს. ისინი როგანიზმში დაბალი იმუნიტეტისას, სტრესულ სიტუაციებსა და ორსულობისას აღწევენ. ასეთ შემთხვევაში აუცილებლად უნდა გაესინჯოთ სპეციალისტს.
კანქვეშა ანთების მკურნალობა
გაღიზიანებულ ადგილებზე აუცილებლად უნდა იმკურნალოტ და არ დაუშვათ მისი მთელს სხეულზე გავრცელება. რეკომენდებულია კომპლექსური თერაპიის ჩატარება, რომელიც მოიცავს:
- ანთებით პროცესთან ბრძოლას
- შიდა სეკრეციის ჯირკვლების მუშაობის ნრომალზიებას
- კისტოზური წარმონაქმენბის გაჩენისთვის ხელის შეშლას
დამოუკიდებლად ნუ დაიწყებთ მათ გამორწყვას. ამან შეიძლება შრამები გაგჩინოთ. გარდა ამისა – გამორწყვა ხშირად იწვევს ეპიტელიალური ქსოვილის ინფიცირებას.
რა უნდა გავაკეთოთ კანქვეშა გამონაყრის გაცენის დროს
1. აუცილებლად მიმართეთ ექიმს დროულად, რათა პრობლემის ზუსტი მიზეზი დაადგინოს და შეძლოს და დროულად აღმოფხვრათ პრობლემა. ნუ იმკურნალებთ თვითნებურად, ამან შეიძლება სერიოზული გართულებები გამოიწვიოს. არავიტარ შემთხვევაში შეიძლება – მედიკამენტების დამოუკიდებლად შერჩევა, მით უმეტეს ჰორმონების!
2. მკურნალობის პერიოდში აუცილებელია გამორიცხოთ ცხიმიანი, ცხარე და ტკბილი საკვები. ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზებისთვის, რეკომენდებულია სპორტით დაკავება, სწრაფი სიარული და რეგულარული სეირნობა. აჯობებს სიგარეტზე, ალკოჰოლსა და კოფეინის შემცველ სასმელზე საერთოდ უარი თქვათ.
3. შიდა გამონაყრის ტერაპიისას, როგორც დამხმარე საშუალება – ბალახეულით მკურნალობა დაგეხმარებათ! გვირილას, კალენდულასა და სალბის ნახარშების აბაზანები შეამცირებს ანტებისთ პროცესს. მათ ანტისეპტიკური და მკურნალი ეფექტი აქვთ.
ხალხური საშუალებები კანქვეშა გამონაყრის სამკურნალოდ
- ალოეს რბილობი – სამწლოვანი მცენარის ფოთოლი გაჭერით შუაზე და კომპრესი დაიდეთ ღამით.
- ჭინჭრის ნახარში – დალიეთ ერთი თვის განმავლობაში;
- ზღვის მარილის აბაზანები – შეამცირებს ანთებას და ოდნავ შეაშორბს კანს
- ჩაის ხის ზეთი – ბამბის დისკით წერტილოვნად დაიდეთ გამონაყარზე – დღეში რამდენჯერმე
- მარილისა და ქაფურის ნაზავი – ბამბის დისკი დაასველეთ ქაფურში და ამოავლეთ მარილისა და სოდის ნარევში. დაიდეთ სახეზე 10-15 წუთით და ჩამოიბანეთ.
გარდა ამისა შეგიძლიათ სამკურნალო კვერი მოამზადოთ ხახვის, თაფლისა და კარაქის მეშვეობით. აიღეთ კომპონენტები და თანაბარი რაოდენობით მოათავსეთ ქვაბში, აურიეთ ერთმანეთში და მიიყვანეთ ადუღებამდე. ნარევი გაწუხრეთ და ფქვილი დაუმატეთ რათა არაჟნისებური მასა მიიღოთ. შემდეგ დატოვეთ გასაგრილებლად და კვლავ დაუმატეთ ფქვილი რათა კვერი მიიღოთ. ამ კვერით რამდენიმე დრე შიგიძლიათ ისარგებლოთ – დაიდოთ ის დაზიანებულ ადგილებში. მისი შენახვა აუცილებლად გრილ ადგილზე უნდა მოხდეს!