Connect with us

მოდა და სტილი

როგორ შევიღებოთ თმა, რომ მოდურად და მდიდრულად გამოვიყურებოდეთ

ძალიან ხშირად როცა გარეგნობის და იმიჯის შეცვლა გვსურს, თმის შეჭრით ან შეღებვით ვიწყებთ. ახლა სასურველი შეფერილობის მისაღებად ბევრი ტექნიკა და მეთოდი არსებობს, რომელთა დახმარებით თმას ბუნებრივ სიკაშკაშეს შემატებთ. თან ძვირის გადახდაც არ მოგიწევთ.

მუქი ბლონდი

თითქმის კლასიკად ქცეული ვარიანტი, რომელიც აუცილებლად სწორად უნდა შეასრულოთ. ფერებს შორის გადასვლა თვალშისაცემი არ უნდა იყოს. კაკლისფერი კარგი ვარიანტია – მოდურად, თავშეკავებულად და მდიდრულად გამოიყურება. ღია ქვეტონებისგან განსხვავებით მუქი ვარიანტის მოვლა უფრო მარტივია.

Babylights

ერთ–ერთი ყველაზე ნაზი მეთოდი, რომლის დროსაც თმის მხოლოდ ზედა ფენის გაღიავება ხდება. პროცედურისას ფოლგის ნაცვლად ხშირად ფირს ან თერმოზოლს იყენებენ. მისი დახმარებით ბუნებრიობის ეფექტს შექმნით. სხვებმა თქვენი გარდასახვა შეიძლება ვერ შეამჩნიონ, მაგრამ სილამაზეს ნამდვილად დააფასებენ.

მოკკო

მოკკოს ფერი ახლა ძალიან პოპულარულია, განსაკუთრებით შავგრემანებს შორის. თმას სიღრმეს და მოცულობას მატებს. ფერი ჰგავს ყავას, რომელშიც რამდენიმე წვეთი რძეა გაზავებული. შატუშის, ბალიაჟის და ომბრეს დროს ხშირად იყენებენ. თმა მდიდრული და მოცულობითი ხდება.

Airtouch

წინასწარ გაითვალისწინეთ, რომ პროცედურა ხანგრძლივია. რამდენიმე საათი ან ნახევარი დღე შეიძლება დაგჭირდეთ. პროფესიონალიზმი და მაქსიმალური კონცენტრაცია სჭირდება. თმის ნაწილს ფენით აშრობენ, ნაწილს ღებავენ და ფოლგაში ახვევენ. შედეგი ნამდვილად გაგახარებთ. შეღებვა ნახევარტონებში ხდება, რომელიც ორიგინალურ ფერთან მაქსიმალურად ახლოსაა. შერჩევითი გაღიავება ბზინვარების და ფერების გარდასვლის ეფექტს ქმნის. 3 თვეში ერთხელ ტონირება დაგჭირდებათ.

Highlights

ამ მეთოდით მდიდრული მოცულობის ეფექტის შექმნას შეძლებთ. გაღიავება თხემზე, თმის წვერებზე ან წინა კულულებზე ხდება. ასე გახუნებული თმის ეფექტი იქმნება. ღია ზოლები თმას მოცულობას და სიკაშკაშეს მატებს.

გახსოვდეთ, რომ თმის მთავარი სილამაზე მისი ჯანსაღი მდგომარეობაა. ამაზე კი ორგანიზმის მდგომარეობა პირდაპირ გავლენას ახდენს. შეღებვით თმის სტრუქტურა შეიძლება დაზიანდეს ან შეიცვალოს, ამიტომ ფრთხილად იმოქმედეთ.

 

Advertisement