Connect with us

სახლი და დიზაინი

როგორ შევინარჩუნოთ სუფთა უნიტაზი და არ გამოვიყენოთ ჰაერის გამაჯანსაღებელი

სტუმრად ყოფნისას, პირველ რიგში, სააბაზანო ოთახს ვამოწმებ. თუ კუთხეებში ობი არაა, კუთხეში კი ბზინვარე და სუფთა უნიტაზს ვხედავ, მაგიდაზე მშვიდად ვჯდები. ეს იმას ნიშნავს, რომ დიასახლისი სისუფთავის მოყვარე და პასუხისმგებლიანია. ჩემს სახლშიც სააბაზანო ოთახში სრული წესრიგი და სისუფთავე სუფევს. Alltime.ge–ს რედაქცია გასწავლით, როგორ შეინარჩუნოთ სუფთა უნიტაზი.

ადრე, ოჯახის წევრების გასახარებლად უნიტაზს ყოველ მეორე დღეს ვწმენდი. ახლახანს დედამ გამიზიარა ხრიკი, რომელმაც ცხოვრება გამიმარტივა. ჩინური მეთოდი უნიტაზის სისუფთავის შესანარჩუნებლად – ნამდვილი აღმოჩენა სისუფთავის მოყვარული დიასახლისისთვის. ნამდვილად დააფასებთ!

საშუალება სუფთა უნიტაზისთვის

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო საშუალების მოსამზადებლად დაგჭირდებათ: საკვები სოდა, პიტნის კბილის ფხვნილი და მშრალი მათეთრებელი. ამ უკანასკნელს აგრესიული თვისება აქვს, ამიტომ ხელთათმანებით იმუშავეთ.

ფიალაში ან სხვა ჭურჭელში თითო სუფრის კოვზი თითოეული ინგრედიენტი აურიეთ. სურვილის მიხედვით საღებავი ან ბრჭყვიალები დაუმატეთ. ასე წყალი არა მხოლოდ აქაფდება, არამედ გარკვეულ შეფერილობას მიიღებს. ნარევი მკვრივ, პოლიეთილენის პაკეტში მოათავსეთ.

პაკეტი კარგად შეკარით. ნარევი მის შიგნით აურიეთ. ახლა ყველაზე საინტერესო. პარკი ნემსით რამდენიმე ადგილას გახვრიტეთ. 6-8 წვრილი ნახვრეტი საკმარისია.

ინგრედიენტების ასეთი რაოდენობა დაახლოებით 3-4 დღე გეყოფათ. რა თქმა უნდა, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ხშირად იყენებთ უნიტაზს. მოკლედ, შეგიძლიათ რაოდენობა გაზარდოთ ისე, რომ პროპორციები არ დაარღვიოთ.

როგორ დავაყენოთ საშუალება

პირველი, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ, ეს ადგილის მომზადებაა. საშუალების დამაგრებამდე უნიტაზი კარგად გარეცხეთ, ახლა ავზის თავსახური ფრთხილად ასწიეთ. პაკეტი წყალში ჩადეთ, გარეთ მხოლოდ პაკეტის წვერი დატოვეთ.

შემდეგ თავსახური თავის ადგილს დააბრუნეთ და პაკეტის ბოლო თავსახურით დაიკავეთ. მზადაა! საპნიანი წყალი ავზიდან არა მხოლოდ უნიტაზის ზედაპირს გაწმენდს, არამედ სასიამოვნო პიტნის არომატს გააფრქვევს. ასევე ზედაპირზე უხილავ ფირს ტოვებს, რომელიც უნიტაზს ნებისმიერი ჭუჭყისგან დაიცავს.

კარგი არომატი და სუფთა უნიტაზი მზრუნველი დიასახლისის საქმეა. სტუმრებისთვის მისი ჩვენება არ შეგრცხვებათ. არაფერს ვამბობთ ოჯახში კომფორტულ ცხოვრებაზე. გვიამბეთ, თქვენ როგორ ზრუნავთ უნიტაზზე? რაიმე საინტერესო ხრიკის შესახებ იცით? გაგვიზიარეთ გამოცდილება!