Connect with us

მოდა და სტილი

როგორ შევარჩიოთ მანიკურის ფერი სხვადასხვა ფორმის ფრჩხილებისთვის

ფრჩხილები შეიძლება სიგრძით და სიგანით განსხვავდებოდეს. თითოეული შემთხვევისთვის Alltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ ვარიანტებს, რომელთა დახმარებით „ბრჭყალებით“ აღარ ივლით და თითებს ვიზუალურად არ დაამოკლებთ.

მოკლე, კვადრატული

შავი, მუქი ლურჯი და მწვანე ფერები დაივიწყეთ. ფორმა რომ შეარბილოთ და იდეალურს მიუახლოვდეთ, ნებისმიერი მეტალის ვარიანტი და შეფერილობა აირჩიეთ – დაწყებული მუქი ხორცისფრიდან ვარდისფრამდე. ამასთან თავად კუთხეები არ შეიღებოთ.

მოკლე, ოვალური

მუქი, ფერადი, ფლუორესცენტული ან კლასიკური წითელი ფერი – არჩევანი დიდია! მხოლოდ ხორცისფერი შეფერილობებია უკუჩვენებული. ასე ფრჩხილები თითქოსდა კანს უერთდება.

გრძელი, ვიწრო

ელეგანტურ და მოდურ გრძელ, ვიწრო ფრჩხილებს კლასიკური მანიკური უხდება: ხორცისფერი ან წითელი. აი, ექსტრემალურ შეფერილობას, როგორიცაა ცისფერი ან ყვითელი, თავი აარიდეთ, ასევე შავ და მუქ იასამნისფერ შეფერილობებს. ასე ბრჭყალებს მიიღებთ.

გრძელი, ფართო

რაც უფრო მუქი, მით უკეთესი, განსაკუთრებით ღვინისფერი და ქლიავისფერი. ღია და განსაკუთრებით მარგალიტისფერ ლაქებს მოერიდეთ, ისინი ფრჩხილებს ვიზუალურად უფრო აფართოებენ.

მოკლე, ძირიდან კუთხეებისკენ ფართოვდება

გაჯერებული ფერები აირჩიეთ, მაგრამ არა ზედმეტად თვალშისაცემი: ყოჩივარდისფერი, დახშობილი წითელი, ნაზი იისფერი. წასმისას აქცენტი ცენტრალურ ნაწილზე გააკეთეთ, ხოლო გარე კუთხეები შეგიძლიათ შეუღებავი დატოვოთ.