Connect with us

საკითხავი

როგორ უნდა მოიქცეთ, სანამ ძველ მობილურ ტელეფონს მოიშორებდეთ თავიდან

გადაწყვიტეთ, თავიდან მოიშოროთ ძველი ტელეფონი(გადააგდოთ, აჩუქოთ ნაცნობს, გაყიდოთ)? აი, როგორ უნდა მოიქცეთ, სანამ ამას გააკეთებდეთ.

რა თქმა უნდა, ყველას უნდა ახალი მოწყობილობები – ისინი უფრო სწრაფია და ენერგიასაც ზოგავენ. თუმცა, ძველი ტელეფონის გაყიდვამდე ან გადაგდებამდე აუცილებლად უნდა დარწმუნდეთ, რომ მასში საკუთარი მონაცემები სრულად ამოშალეთ.

1. ატვირთეთ ყველა თქვენი ფოტო და საკონტაქტო ნომრები Cloud-აპლიკაციაში

თუ ისეთი ფაილების შენახვა გსურთ, როგორებიცაა ფოტოები, მუსიკა ან დოკუმენტები, ატვირთეთ ისინი მეხსიერების ბარათზე ან შეინახეთ ე.წ. ღრუბლის სერვისში.

2. ამოიღეთ SIM- და მეხსიერების ბარათი

მას შემდეგ, რაც ყველაფრის სათადარიგო ასლი გააკეთეთ, ამოიღეთ მობილურიდან SIM- და SD-ბარათები. ხანდახან, კონტაქტები და სხვა მონაცემები შეიძლება ამ ბარათებზე ინახებოდეს. ნუ ჩააგდებთ მათ უცხო ადამიანების ხელში.

3. დააბრუნეთ პარამეტრები საწყის მდგომარეობაში

როგორც კი დარწმუნდებით, რომ ყველა სათადარიგო ასლი შენახულია, დროა ტელეფონი გაწმინდოთ და დააბრუნოთ ის საწყის, ქარხნულ მდგომარეობაში. Consumer Reports-ი გვირჩევს, ჯერ დავშიფროთ ტელეფონი, ხოლო შემდეგ შევასრულოთ ქვერეგულირება.

თქვენ რას უკეთებთ ძველ ტელეფონებს?