Connect with us

კულინარია

როგორ მოვხარშოთ ჭარხალი სწრაფად, ისე რომ ყველა ვიტამინი შეუნარჩუნდეს

ჭარხალი გასაოცარი ბოსტნეულია, რამდენჯერ და როგორც არ უნდა მოვხარშოთ ის იდეალური მაინც არ გამოგვდის. დღეს გაგაცნობთ საიდუმლოს: რგორ მოვხარშოთ ჭარხალი სწრაფად და სწორად.

ჯერ ჭარხალი კარგად გარეცხეთ. რეცხვისას არა მხოლოდ ხელები, არამედ ჭურჭლის ღრუბელიც გამოიყენეთ. მოხარშვამდე ჭარხალს “კუდი” ბოლომდე არ მოაჭრათ, თორემ ხარშვისას მას მთელი წვენი გამოუვა, მოხარშვის შემდეგ კი ჭყლიანი და უფერული გამოვა. ახლა კი მისი მოხარშვის ხერხები განვიხილოთ:

მეთოდი №1 ვხარშავთ ქვაბში

ვიღებთ ჭარხალს, ვამშრალებთ, ვუკეთებთ ნახვრეტებს და პაკეტში ვდებთ. საშუალო ზომის ჭარხალი 10-12 წუთის მანძილზე “იხარშება”.
კიდევ ერთი ვარიანტი – ჭარხალს ღრმა თეფშში ათავსებთ და საკვების ცელოფანს ახვევთ. მოამზადეთ მიკრო ტალღურ ღუმელში.

ადამიანების უმეტესობა თვლის, რომ მიკრო ტალღური ღუმელი პროდუქტს აფუჭებს, თუ თქვენც ასე თვლით მაშინ ამ მეთოდს ნუ გამოიყენებთ.

მეთოდი №2 ვხარშავთ ქვაბში

გარეცხილი ჭარხალი ემალის ქვაბში ჩადევით, მდუღარე დაასხით ისე, რომ ჭარხალი ბოლომდე დაიფაროს. დადგით ცეცხლზე და ადუღებიდან 30 წუთის მანძილზე ხარშეთ. გადაღვარეთ წყალი და ჭარხალი ცივი წყლის ქვეშ 10-15 წუთის მანძილზე დადგით. ტემპერატურის ასეთი მკვეთრი ცვლილება მას მზაობამდე მიიყვანს.

ორი მინუსი: ხარშვის დროს ვიტამინების უმეტესობა უბრალოდ წყალში მიდის. მეორე მინუსი – ქვაბს ნადები უჩნდება და მისი რეცხვა საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს.

მეთოდი №3 ვხარშავთ პაკეტში

სუფთა ჭარხალი ერთ ან რამდნეიმე პაკეტში მოათავსეთ. მთავარია ყველაფერი კარგად შეფუთოთ (კარგად შეკრათ პაკეტები), ისე წყალი არ შევიდეს. ამ შემთხვევაში მთელი წვენი ჭარხალში დარჩება. დავასხათ თბილი წყალი და ნახევარი საათით ვხარშოთ. შემდეგ კი ყველაფერი იგივეა რაც მეორე მეთოდში.

მეთოდი № 4 ვაცხობთ ღუმელში

ეს ერთ-ერთ საუკეთესო მეთოდად ითვლება. ვრთავთ და ვაცხელებთ ღუმელს 200 გრადუსზე.

ჭარხლის მოსამზადებლად საცხობი პაკეტი დაგვჭირდება, შეგიძლიათ ფოლგაც გამოიყენოთ. ეს ხერხი ისეთივე სწრაფია როგორც ხარშვა. შეფუთეთ მშრალი ჭარხალი პაკეტში – ისე, რომ ჰერმეტულად იყოს. მოათავსეთ ქურაში 30 წუთის მანძილზე, ან ოდნავ მეტი დროით.

ნახევარი საათის შემდეგ პაკეტი ღუმელიდან გამოიღეთ, არ გახსნათ და გაყინული წყლით სავსე ქვაბში 15 წუთით მოათავსეთ. ამ ვარიანტში ჭარხალი წყალს არ ეხება და ხარშვის კაალიზატორს ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება წარმოადგენს. ამ მეთოდით ჭარხალი უფრო გემრიელი გამოდის.

მეთოდი №5 ვხარშავთ ორთქლზე – მულტისახარშში

მულტისახარშიშ ჭიქის ნახევარი წყლით ივსება. ზემოდან მოვათავსოთ ორთქლსახარშიშ კონტეინერი რომელიც მას კომპლექტში მოყვება. თუ ჭარხალის საშუალო ზომისაა მთლიანი დადევით, დიდი ჭარხალი კი უნდა დაჭრათ. ჭარხალი კარგად გარეცხილი და გამშრალებული უნდა იყოს. დაახურეთ თავი მულტისახარშს და ორთქლზე ხარშვის მეთოდზე დააყენთ. დრო 40-45 წუთი აირჩიეთ. დროის გასვლის შემდეგ ჭარხალი ზმად იქნება. ის თეფშზე გააცივეთ და გემრიელად მიირთვით.