ყვავილები
როგორ მოვუაროთ ლიმონს სახლის პირობებში – შპარგალკა დიასახლისებისთვის
ბინაში ეგზოტიკური მცენარის გასაზრდელად მისი სწორად მოვლის შესახებ უნდა იცოდეთ. ხე საკმაოდ პრეტენზიულია და გემრიელი მოსავლის მისაღებად ბევრი დრო და ძალისხმევა დაგჭირდებათ. ლიმონის ჯანსაღ ზრდას და კარგი ნაყოფის გამოღებას მხოლოდ გარკვეული წესების დაცვით შეძლებთ.
რა პირობები სჭირდება ოთახის ლიმონს?
ბევრი მებაღე კურკიდან ლიმონის გაზრდას ცდილობ, ზოგი მცენარეს მაღაზიაში ყიდულობს, მაგრამ ციტრუსის მოვლა თითქმის ერთნაირია. ბინაში ადგილის შერჩევის დროს გაითვალისწინეთ, რომ ხეს მუდმივად ადგილის შეცვლა არ უყვარს. მცენარე გამათბობელი მოწყობილობებიდან შორს, მაგრამ ფანჯარასთან ახლოს დადგით. ზოგჯერ ამოცანა რთულად შესასრულებელია, რადგან ბინებში გათბობის ბატარეები სწორად ფანჯრის ქვეშ არის დამონტაჟებული.
კარგი ზრდისთვის და სწორი განვითარებისთვის ლიმონს სინათლე სჭირდება. საუკეთესო გაფანტული სინათლე სახლის სამხრეთ ნაწილშია. ზოგიერთი მებაღე ციტრუსის ხეს ღია მზის სხივებში ამყოფებს, მაგრამ დღეში 2 საათზე მეტხანს არ გააჩეროთ. ლიმონის მოვლა ზამთარში რომ არ გაგიჭირდეთ, დამატებითი სინათლე მიაწოდეთ. მაგალითად, ნათურა მცენარეებისთვის, შეგიძლიათ დღეში მაქსიმუმ 5-6 საათი გამოიყენოთ.
ოთახის პირობებში ლიმონის გასაზრდელად სინათლე მთავარ როლს ასრულებს, ფოთლებს მიმართულება პირდაპირ მზის მხარეს აქვთ. აუცილებლობის შემთხვევაში ქოთანი საათის ისრის მიმართულებით შეაბრუნეთ, რომ ხე ყოველი მხრიდან ლამაზი გაიზარდოს. აღსანიშნავია, რომ სინათლეზე ჭარბი და ხანგრძლივი ყოფნა (12 საათზე მეტი) ხის აქტიურ ზრდას გამოიწვევს. სინათლის დეფიციტი ზრდის პროცესს აფერხებს.
ქოთნის ლიმონის ძირითადი მოვლა გაზაფხულზე იწყება, როცა მცენარე ვეგეტატიური მასის გაზრდას, ყვავილობას და შემდეგ ნაყოფის გამოღებას იწყებს. ტემპერატურის რეჟიმის დაცვა აუცილებელია. კარგი ზრდისთვის აუცილებელი დიაპაზონი +15-დან +27 გრადუსამდეა, ამასთან ტემპერატურა მუდმივი, ცვლილებების გარეშე უნდა იყოს.
ყვავილობის პერიოდში ბინაში +18 გრადუსი საკმარისი იქნება. უფრო მეტი ტემპერატურა თანაყვავილედის გაშრობას და კვირტების ჩამოვარდნას გამოიწვევს. აყვავილებული ლიმონი გაზაფხულზე ლოჯიაში გაიტანეთ, თუ ამის პირობა გაქვთ. გარეთ ფრთხილად გაიტანეთ, რომ მცენარე არ გაიყინოს.
ზამთარში უფრო გრილი ტემპერატურა სჭირდება, ვიდრე გაზაფხულსა და ზაფხულზე, რადგან ძლიერი სიცხე სხვადასხვა ბაქტერიების განვითარებას, ზოგიერთ შემთხვევაში ხის კვდომას იწვევს. ტენიანობა 60-70%-ს დონეზე უნდა იყოს. მშრალ პირობებში ციტრუსი დღეში 2-ჯერ დანამეთ.
სასუქი და მორწყვა ოთახის ლიმონისთვის
ლიმონის მორწყვას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოთ. ნორმალურ პირობებში ხე მთელი წელი აქტიურად იზრდება, ყვავილობს და ნაყოფს გამოიღებს. ზაფხულში უხვად და ყოველდღიურად მორწყეთ. ქოთნის სადგამზე წყალმა უნდა გამოჟონოს, რომელსაც შემდეგ მცენარე იწოვს, თუ ძალიან უხვად არ მორწყეთ.
ციტრუსისთვის სარწყავი წყლის ტემპერატურა ოთახის ტემპერატურაზე დაბალი არ უნდა იყოს. სჯობს რამდენიმე გრადუსით აჭარბებდეს. საღამოს საათებში მორწყეთ, რადგან აორთქლება ამ დროს მცირდება, წყალი უფრო ეფექტურად ნაწილდება.
გამოცდილი მებაღეები ყვავილობის გასახანგრძლივებლად ლიმონის დროებით გამოშრობას აკეთებენ, რომ კვირტების წარმოქმნა გარკვეულ პერიოდში მოხდეს.
ყვავილობიდან ნაყოფის გამოღებამდე პერიოდი განსხვავებულად გრძელდება (7-12 თვე), მაგრამ თუ ლიმონი ზაფხულში ყვავილობს, ნაყოფი 1,5-2 თვეზე ადრე არ წამოიქმნება.
სახლის პირობებში ხის გამოსაშრობად მორწყვა ფოთლების პირველ ჭკნობამდე შეამცირეთ, ასე მცენარე იძულებით დასვენებაში გადავა და მორწყვის გაგრძელების შემდეგ უფრო მეტი ზრდით და ყვავილობით გიპასუხებთ. ერთ მიწაში ხე შეგიძლიათ რამდენიმე წელი გაზარდოთ, ამიტომ პირველი 3-4 წელი (ზოგჯერ უფრო დიდხანს) ლიმონის გადარგვა აუცილებელი არაა.
თუ ლიმონს თესლიდან ზრდით, მისი ფესვოვანი სისტემა ძალიან ნაზია და არასწორი სასუქით და ჭარბი ტენიანობით შეიძლება დაზიანდეს. არასწორი მინერალური სასუქის გამოყენებით ფესვები ადვილად ზიანდება.
მკვებავი ნივთიერებების დეფიციტი ჭკნობას, ფოთლების გაყვითლებას, ცუდ ყვავილობას, კვირტების ჩამოცვენას, მცირე ნაყოფიერებას ან სრულ კვდომას იწვევს. როდის მივცეთ სასუქი? პირველ რიგში, კვირტების გამოღების დროს. მეორე მხრივ, მკვებავი ელემენტების ცხადი დეფიციტის დროს.
ლიმონის მოვლის დროს უნდა გახსოვდეთ, რომ ხეს წელიწადში 3-4-ჯერ ზრდის გაძლიერებული პერიოდი აქვს. მოსავლის მისაღებად ციტრუსი რეგულარულად უნდა გამოკვებოთ. ჩვეულებრივ, უხვი ყვავილობა თებერვლიდან აგვისტომდე ხდება. ზამთარში სასუქის რაოდენობას ამცირებენ და თვეში ერთხელ აწვდიან.
ლიმონის გამოკვება ყვავილობის პერიოდში, როგორც ნაყოფიერების დროს, 2 კვირაში ერთხელ ხდება. სჯობს ოთახის მცენარე ორგანული სასუქით გამოკვებოთ. კარგია გუმინური სასუქი, მაგალითად, გუმი ომი კუზნეცოვა, ნატურალური საშუალება, რომელიც ოთახის ხისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ. 1 ს/კ სასუქი 1 ლ წყალში გახსენით, კარგად აურიეთ, 0,5 ჭიქა ნარევი თითო ხეს დაასხით (ზრდასრულ ხეს უფრო მეტი მოცულობა სჭირდება). შეგიძლიათ სხვა სასუქი გამოიყენოთ, მაგალითად ლიმონ-მანდარინის პრეპარატი „დედამიწა“.
ლიმონის გამოკვების გარეშე ნაყოფიერების მიღება შეუძლებელია. რეკომენდებულია, სასუქის ხსნარით ლიმონის ქვედა მხარეს ფოთლები დანამოთ. გადარგვიდან 3-4 კვირის შემდეგ ციტრუსი შეგიძლიათ გამოკვებოთ. გადარგვის შემდეგ მცენარე კორნესილის პრეპარატით მორწყეთ, ასე ფესვოვან სისტემას აღადგენთ და გააუმჯობესებთ.
ლიმონის დაავადებები და მავნებლები, მათთან ბრძოლა
ცუდ პირობებში ლიმონი შეიძლება მავნებლებით, სხვადასხვა ინფექციური და სოკოვანი დაავადებებით დაზიანდეს. განსაკუთრებულ საფრთხეს ტკიპები წარმოადგენს. ოთახის პირობებში სამხრეთ მხარეს მოთავსებულ ლიმონზე წითელი ტკიპა და ნაცრისფერი ყველაზე ხშირად გვხვდება. აბლაბუდიანი ტკიპა ყველასთვის ცნობილია და ყველაზე მეტად გავრცელებულია.
აბლაბუდიან ტკიპას ყავისფერი, ზოგჯერ წითელი ან ყვითელი შეფერილობა აქვს. მცენარის დეტალური შემოწმებით მავნებელს ადვილად აღმოაჩენთ. ჩვეულებრივ მავნებელი ფოთლების შიდა მხარეს მდებარეობს და ხეზე პატარა მწვანე ობობის მასას ქმნის. ზაფხულში ერთ მავნებელს 10-მდე თაობის დატოვება და 150 კვერცხის დადება შეუძლია.
მასთან საბრძოლველად საპნიან ხსნარს იყენებენ, რომლითაც მცენარის ფოთლებს და ღეროებს ამუშავებენ. რეგულარული მორწყვაც არ დაგავიწყდეთ. მცენარე სხვა მცენარეებს მოაშორეთ.. ნივრის ხსნარი მოამზადეთ. ამისთვის 5-6 დაქუცმაცებულ ნივრის კბილს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 48 საათით დააყენეთ და ლიმონი დანამეთ. თუ მცენარე ძლიერ დაზიანებულია, ინსექტიციდური პრეპარატები გამოიყენეთ.
ფარიანები ასევე შეიძლება უსიამოვნო სტუმრები გახდნენ, რომლებიც ციტრუსის ფოთლებს ზიანს აყენებენ. ფოთლების შიდა მხარეს, ზოგჯერ ღეროებზე შეგიძლიათ წვრილი ყავისფერი ლაქები შენიშნოთ. მათთან დაუყონებლივ უნდა იბრძოლოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაზიანება ფოთლების ცვენას და ნაყოფიერების გაყინვას დაიწყებს. მათთან საბრძოლველად იგივე მეთოდები გამოიყენეთ, როგორც ტკიპების დროს.
ასევე ლიმონი შეიძლება დაზიანდეს ისეთი დაავადებებისგან, როგორიცაა:
ფესვების ლპობა, ჩვეულებრივ ფოთლების მასობრივ ცვენის დროს ვლინდება. ამ დროს ახალ ქოთანში გადარგვა, ფესვების კარგად გარეცხვა და დამპალი ფესვების მოშორებაა საჭირო.
გომოზი მცენარის ტანს აზიანებს. ქვედა ნაწილში ქერქის გაყავისფერება და ბზარების გაჩენა შესამჩნევი ხდება,. ამ ბზარებიდან წებოვანი, მუქი ფერის სითხე გადმოდის. ბზარების ზომა თანდათანობით იზრდება და ლპობის პროცესი იწყება. ციტრუსს დაუყონებლივ გადარგვა, ახალი ნიადაგი დაუყონებლივ სჭირდება. რთულ შემთხვევაში, ძლიერ დაზიანებულ მცენარეს ჯერ წმენდენ, შემდეგ ამუშავებენ.
მალცეკო, რომელიც კვირტების დაზიანებით არის ცნობილი. ზოგჯერ მცენარის სრულ კვდომას იწვევს. დაზიანებული ნაწილი აგურისფერი ხდება. დაავადებას სხვადასხვა ფორმა აქვს. მასთან საბრძოლველად კონკრეტული მეთოდები და საშუალებები ჯერ არ არსებობს. პრევენციული ზომები დაიცავით და დაავადების გამოვლენის შემთხვევაში დაზიანებული ნაწილები სპილენძის სულფატით დაამუშავეთ.