Connect with us

სხვა

როგორ მოვრთოთ სახლი ახალი წლისთვის

რაც არ უნდა რთული იყოს ძველი წელი, ახალი წლის დადგომა მაინც უნდა აღინიშნოს, დაე ახალმა წელმა ლამაზ სახლში შემოაბიჯოს…

უბრალოდ შესანიშნავია! სასტუმრო ოთახი, ადგილი სადაც ყველა ვიკრიბებით – ის ძალიან მყუდრო და ლამაზად მორთული უნდა იყოს, ნაძვის ხით, ლამაზი გირლამდებით, ნათურებით, ბალიშებითა და პლედებით.

მიზიდულობის წერტილი

საახალწლო წინდა შეიძლება მისაღები ოთახის გაფორმებად აქციოთ. ისინი მცირე საჩუქრებისთვის ან მისალოცი ბარათების ჩასადებად გამოგადგებათ.

საახალწლო გვირგვინი

ის არა მხოლოდ შემოსასვლელი კარის გაფორმებაა არამედ კედელზეც შესანიშნავად გამოიყურება. ის ნებისმიერ ოთახში შექმნის სადღესასწაულო განწყობას.

გავაწყოთ მაგიდა

დაე ახალი წლის ღამე ნამდვილ ნადიმად იქცეს. სადღესასწაულო ჭურჭელი, ულამაზესი ცოცხალი ყვავილები თუ კომპოზიციები ნაძვის ტოტებით, სანთლებითა და საახალწლო გაფორმებებით…

პერსონალურად თქვენი!

იმისთვის, რომ სერვირება მაქსიმალურად საზეიმო იყოს წინასწარ დაგეგმეთ ვინ სად დაჯდება და სტუმრის სახელიანი ბარათები განალაგეთ.

რა არის შიგნით?

შეგიძლიათ სახელიან ბარათებთან ერთად საახალწლო ლატარეის ნომრებიც მოათავსოთ და მცირედი საჩუქრები მოამზადოთ თქვენი სტუმრებისთვის!

აპერიტივი

მოამზადეთ ხილი და ტკბილეული რომელიც საღამოს დაწყებამდე აგიმაღლებთ განწყობას.

ცოცხალი შუქი

ვერცერთი ელექტრო გირლიანდა ვერ შექმნის ატმოსფეროს რომლის შექმნაც სანთლებს შეუძლიათ. აიღეთ რამდენიმე შუშის ფორმა და სახლში სანთლები დადგით.

საუკეთესო შეხამება

ცისფერი და ვერცხლისფერი, ოქროსფერი, თეთრი, წითელი და მწვანე, ლილისფერი და ბრონზიფერი… რომელი ავირჩიოთ?! იპოვეთ 2-3 ძირითადი ფერი სახლის დეკორისთვის – ასე უფრო იოლად შეძლებთ საახალწლო კომპოზიციებთან მუშაობას.