Connect with us

თავის მოვლა

როგორ მოვიშოროთ პაპილომა, მუქი ლაქები, აკნე სწრაფად და ეფექტურად

ძალიან ბევრი ადამიანი მუდმივად კანის სხვადასხვა პრობლემას ებრძვის, როგორიცაა აკნე, მეჭეჭი და მუქი ლაქა. ისინი სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული, მაგრამ მათ შეიძლება ბუნებრივი გზით ვებრძოლოთ. აი, მეტნაკლებად ეფექტური საშუალება კანის სხვადასხვა პრობლემის სამკურნალოდ.

მეჭეჭი

ზოგადად მეჭეჭი ადამიანის პაპილომას ვირუსით არის გამოწვეული. მისი მარტივად განკურნება შეიძლება მიუხედავად იმისა, რომ მეჭეჭის სხვადასხვა სახეობა არსებობს. მეჭეჭის მოსაშორებლად დაზიანებულ ადგილას ვაშლის ძმარი გამოიყენეთ და ბინტით შეიხვიეთ. პროცედურა დღეში ორჯერ გაიმეორეთ.

პაპილომა

პაპილომა, როგორც წესი, ტანსაცმლის გახეხვის შედეგს წარმოადგენს. თქვენ  ბამბის დისკი ვაშლის ძმარში ან ჩაის ხის ზეთში დაასველეთ და პაპილომას ადგილას დაიდეთ. პროცედურა დღეში რამდენჯერმე გაიმეორეთ, სანამ არ მოგშორდებათ. თუ ვაშლის ძმრის ნაცვლად ჩაის ხის ზეთს იყენებთ, ეს უფრო მეტ დროს მოითხოვს. სწორედ ამიტომ, პროცედურა 10 დღე გაიმეორეთ.

ასაკობრივი ლაქა

პიგმენტური ლაქა ხშირად მზეზე დიდხანს ყოფნის შედეგს წარმოადგენს. ლიმონი ეფექტური მათეთრებელი საშუალებაა. ლიმონის წვენი კანზე წაისვით, რომ მუქი ლაქები გააღიავოთ. ამის შემდეგ, მზისგან დამცავი კრემი წაისვით.

ხალი

ნიორი დააქუცმაცეთ და ხალზე დაიდეთ. 4 საათით გაიჩერეთ. ხალის მოსაშორებლად შეგიძლიათ ვაშლის ძმარიც გამოიყენოთ, მაგრამ ნიორი უფრო ეფექტური საშუალებაა.

აკნე

აკნე რომ მოიშოროთ სუფთა ფორები გჭირდებათ. ამრიგად, სახე დაიორთქლეთ, რომ ფორები გახსნათ, შემდეგ ვაშლის ძმარი (100% ნატურალური) გამოიყენეთ. ბოლოს დამატენიანებელი კრემი ან ქოქოსის ზეთი წაისვით.