Connect with us

თავის მოვლა

როგორ მოვიშოროთ ორმაგი ნიკაპი

ყველა ქალს სურს, რომ ლამაზი იყოს. სწორედ ამიტომ, არსებული ნაკლის სწრაფად მოშორება სურს. რა ვუყოთ ორმაგ ნიკაპს ამ შემთხვევაში? რა თქმა უნდა, მოვიშოროთ! Alltime.ge–ს რედაქცია გასწავლით, როგორ მოიშოროთ ორმაგი ნიკაპი სახლის პირობებში.

რატომ ჩნდება ორმაგი ნიკაპი

ეს უსიამოვნო ნაკეცი ასაკის მატებასთან ერთად ჩნდება. როგორც წესი, ენის ქვეშ მდებარე კუნთების დასუსტება და მათი ტონუსის დაკარგვა ორმაგი ნიკაპის ან ინდაურის კისრის გაჩენას იწვევს. პანიკას არ აყვეთ. გირჩევთ, ეფექტური ვარჯიშები შეასრულოთ, რომლებიც ენის ქვეშ მდებარე კუნთებს გააძლიერებს.

ვარჯიში № 1

  • თავი უკან გადაწიეთ;
  • ენა გამოწიეთ;
  • ეცადეთ ენით ცხვირს შეეხოთ;
  • 1 წამით გაჩერდით;
  • დაძაბულობა შეინარჩუნეთ;
  • 15–ჯერ გაიმეორეთ.

ვარჯიში № 2

  • თავი უკან გადაწიეთ;
  • ენის პირის მარჯვენა კუთხეს შეეხეთ;
  • შემდეგ ზედა ტუჩს;
  • 15-ჯერ გაიმეორეთ;
  • იგივე მეორე მხარეს გაიმეორეთ.

ვარჯიში № 3

  • ენა გამოწიეთ;
  • პირის მარცხენა კუთხეში გადაიტანეთ;
  • ამასთან ზედა ტუჩზე გაასრიალეთ;
  • შემდეგ ენა ქვედა ტუჩზე გაასრიალეთ და პირის მარჯვენა კუთხეში გადაიტანეთ.
  • 15-ჯერ გაიმეორეთ.

ვარჯიში № 4

  • ტუჩები წინ გამოწიეთ;
  • წარმოთქვით „უ“;
  • ტუჩები გაწელეთ;
  • წარმოთქვით „ი“;
  • ყელის კუნთები უნდა დაიჭიმოს;
  • 15-ჯერ გაიმეორეთ;

კიდევ ერთი რჩევა: კვებას გადახედეთ. რაციონის შეცვლა ორმაგი ნიკაპის შემცირებაში დაგეხმარებათ. ეს რეკომენდაციები გაითვალისწინეთ და მალე თავდაპირველ გარეგნობას დაიბრუნებთ!