Connect with us

თავის მოვლა

როგორ მოვამზადოთ შვრიის წყალი და გამოვიყენოთ ნაყიდი ტონიკის ნაცვლად

უდავოდ, ყველაზე ძვირადღირებული და ბრენდული პროდუქტიც ვერ იზრუნებს თქვენს კანზე ისე, როგორც შინაურული კოსმეტიკა. არა ერთხელ შემოწმებულია! ბოლო დროს შვრიის წყალმა დამაინტერესა. მას ბევრი ლამაზმანი ჩვეულებრივი ტონიკის ნაცვლად თამამად იყენებს.

ექსპერიმენტი აუცილებლად ჩაატარეთ და შვრიის წყალი 1 კვირით მაინც გამოიყენეთ. შედეგს განსაკუთრებით მაშინ დაინახავთ, თუ აქერცვლა, გაფართოებული ფორები, მშრალი კანი და არათანაბარი სახის ფერი გაწუხებთ. რა თქმა უნდა, თავდაპირველად დარწმუნდით, რომ შვრიაზე ალერგია არ გაქვთ!

როგორ მოვამზადოთ შვრიის წყალი

ინგრედიენტები:

  • 3 ს/კ შვრია
  • წყალი

მომზადება:

  1. შვრიას მდუღარე წყალი დაასხით და 1 დღე დააყენეთ.
  2. სითხე გადაწურეთ.

მიღებული სითხე დილა–საღამოს დაბანის შემდეგ ტონიკის ნაცვლად გამოიყენეთ. რა ეფექტს ელოდოთ? შინაურული საშუალება კანს აგლუვებს, ოდნავ ათეთრებს და ფორებს ავიწროებს. გარდა ამისა, შვრიის წყალი კანს კარგად ატენიანებს.

თვითნაკეთი ტონიკის სახეზე წასმისას შეიძლება ცოტა ქაფი წარმოიქმნას, რამაც არ უნდა შეგაშინოთ. კანი ამ ქაფით სუნთქავს.

დანარჩენი საშუალებები შეგიძლიათ არ ჩაანაცვლოთ. თქვენი საყვარელი სახის დასაბანი, დღის და ღამის კრემი, შრატები და ლოსიონები გამოიყენეთ. მხოლოდ ტონიკის შვრიის წყლით ჩანაცვლება საოცარ შედეგს იძლევა!

შინაურული კოსმეტოლოგია არის მათთვის, ვისაც საკუთარი თავი ნამდვილად უყვარს და კანის ჯანმრთელობაზე ზრუნავს. ძვირადღირებული, საეჭვო შემადგენლობა სწრაფად მეორეხარისხოვანი გახდება. რატომ? რადგან, ძირითადად, ეფექტური არაა ან საქმეს აუარესებს. საკუთარი ხელით მომზადებული საშუალება კი არ გიღალატებთ!