Connect with us

კულინარია

როგორ მოვამზადოთ გემრიელი სადღესასწაულო პეროგი იაფი ინგრედიენტებით

ნუთუ შეიძლება სტუმრების გაოგნება სადღესასწაულო სუფრაზე ხაჭოს პეროგით? “ეს ხომ ყველაზე ჩვეულებრივი კერძია.” – იტყვით თქვენ. შესაძლოა, სხვა ნამცხვართან ასეთი პასუხი მისაღები იყოს, ოღონდ არა პეროგ “გეორგინასთვის”.

ეს უბრალოდ ნამცხვარი კი არა, ნამდვილი ნეტარებაა, რომელიც ჰაეროვანი ცომისა და დიდი რაოდენობით წვნიანი შიგთავსისგან შედგება.

ინგრედიენტები

  • 200 მლ წყალი
  • 100 მლ რძე
  • 650 გ ხორბლის ფქვილი
  • 2 ჩ.კ. საფუარი
  • 110 გ შაქარი
  • 50 გ ზეითუნის ზეთი
  • 2 ც კვერცხი
  • 1 ჩ.კ. ვანილის შაქარი
  • 1 ჩ.კ. მარილი
  • 1 ჩ.კ. მზესუმზირის მარცვლები

მომზადება

1. თბილი რძისა და წყლის ნაზავში გახსენით საფუარი. ჩაყარეთ 2 ს.კ. შაქარი და 2 ს.კ. ფქვილი, მოურიეთ და გააჩერეთ 5 წუთით.

2. ღრმა თასში შეურიეთ დარჩენილ ფქვილს მარილი და შაქარი, დაუმატეთ ვანილი, კვერცხი, საფუვრიანი მასა და მცენარეული ზეთი. მოზილეთ ცომი, დაახურეთ ცელოფანი და გააჩერეთ 1 საათით თბილ ადგილას.

3. როცა ცომის მოცულობა გაორმაგდება, დაარბილეთ ხელებით, დაჭერით 22 თანაბარ ნაწილად, დაამრგვალეთ და დაახურეთ ცელოფანი.

4. დააცილეთ კვერცხის გულები ცილას. შეაზილეთ ხაჭოს კვერცხის ცილა და შაქარი, მოურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. გააბრტყელეთ ბურთულა ოთხკუთხედ ფირფიტად, მოათავსეთ კიდეებზე 1 ს.კ. ხაჭოს შიგთავსი, გაახვიეთ რულეტი და გაჭერით შუაზე დახრილად. გაიმეორეთ იგივე ყველა ბურთულაზე.

5. დააფინეთ საცხობზე პერგამენტის ქაღალდი და მოათავსეთ 18 რულეტი წრეზე, ზემოდან, მეორე ფენად დაალაგეთ 14 რულეტი, ხოლო დანარჩენები მოათავსეთ კომპოზიციასთან ახლოს.

6. წაუსვით მთელ პეროგს კვერცხის გული და ცენტრში მოაყარეთ მზესუმზირის მარცვლები. შედგით ღუმელში 45 წუთით 180 გრადუს ტემპერატურაზე. მირთმევამდე ცოტათი გააგრილეთ.

ნაზი პეროგი ხაჭოთი მზადაა! გემრიელად მიირთვით.