Connect with us

კულინარია

როგორ მოვამზადოთ ალუბლის უგემრიელესი ლიქიორი მხოლოდ 3 ინგრედიენტისგან. სასმელი, რომელიც შეგიყვარდებათ

ქალების შეკრება კენკრის ლიქიორის გარეშე წარმოუდგენელია. სახლში, სტუმართმოყვარე დიასახლისის სიყვარულით მომზადებული ლიქიორი ასეთი მეგობრული შეხვედრების კვლავ და კვლავ გამეორების სურვილს გაგიჩენთ. სწორედ ამიტომ სახლში მომზადებული ალუბლის ლიქიორის რეცეპტი აუცილებლად ჩაინიშნეთ.

სქელი არომატული სასმელი ტკბილი, სასიამოვნოდ მჟავე გამოვა. თუ ალუბლის კურკებს არ ამოიღებთ, სასმელს მომწარო ან ნუშის არომატი ექნება. მაქსიმალურად მწიფე და ახალი კენკრა აირჩიეთ.

ინგრედიენტები:

  • 3 კგ ალუბალი
  • 2 კგ შაქარი
  • 1 ლ არაყი

მომზადება:

  1. 3 ლიტრიან ქილაში ალუბალი მოათავსეთ, 1 კგ შაქარი დააყარეთ და 0,5 ლ არაყი დაასხით. ქილა ბამბის შემცველი ქსოვილით ან მარლით და რეზინით შეკარით. ბნელ ადგილას მოათავსეთ. ლიქიორი 7 დღე დააყენეთ, ყოველდღე შენჯღრევა არ დაგავიწყდეთ.
  2. ნარევი გადაწურეთ. ძაბრში ბამბა მოათავსეთ და სრული ფილტრაციისთვის ნარევი მასში გადაწურეთ.
  3. სიროფს 1 კგ შაქარი და დარჩენილი არაყი დაუმატეთ. შაქრის გახსნამდე გააცხელეთ. კვლავ ბამბიან ძაბრში გადაწურეთ.
  4. ლიქიორი კიდევ 1 დღე დააყენეთ, შემდეგ ბოთლებში გადაანაწილეთ და ჰერმენტული თავსახური დაახურეთ.

სუფრაზე ლიქიორი დარიჩინის ჩხირთან ერთად შეგიძლიათ გაიტანოთ, ასე უფრო არომატული გახდება. თუ რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.