Connect with us

ჯანმრთელობა

როგორ მივიღოთ სუნელებიანი რძე სწორად

თუ ღამით, რეგულარულად მიიღებთ რძეს – ქალურ სანელებლებთან ერთად: გამოსწორდება ჰორმონალური ფონი, დარეგულირდება მენსტრუალური ციკლი, გაქრება წინამესტრუალური სინდრომი, მოგეხსნებათ სტრესი და ნერვული დაძაბულობა. გარდა ამისა, რძე კოსმეტიკური საშუალებაც გახლავთ, ალბათ გსმენიათ კლეოპატრას რძის აბაზანების შესახებ, რომელსაც ახალგაზრდობისა და სილამაზის შესანარჩუნებლად იყენებდა…

რძე კარდამონით

კარდამონი ასტიმულირებს ტვინის მუშაობას და ხსნის დეპრესიასა და დაღლილობას. თბილი სამკურნალო რძე კარდამონით შეგიძლიათ დილით ან საღამოს მიიღოთ. ჭიქა რძეს ერთი მწიკვი ან 1/4 ჩაის კოვზი დაფქული აკრდამონი დაუმატეთ.

შეგიძლიათ 2-3 კარდამონის ნაყოფიც მიიღოთ, მაგრამ ამისთვის საჭიროა გახსნათ ის და თესლი გამოიყენოთ. მსგავსი ვერსია უფრო სასარგებლოც არის რადგან დაფქული ნაყოფიდან ეთერზეთები სწრაფად ორთქლდება. დაღეჭეთ თესლი და რძე მიაყოლეთ.

ხოლო, თუ რძეს ზაფრანასთან ერთად მიიღებთ – მოხდება ნერვული სისტემის სტაბილიზება, სასუნთქი გზებისა და სისხლძარღვების გაჯანმრთელება, ხოლო მისი რეგულარული მირება თვალების ქვეშ არსებულ შეშუპებას მოგაცილებთ და გაგიხანგრძლივებთ ახალგაზრდობას.

თბილ რძეს დაუმატეთ 3-4 ზაფრანას მტვრიანა (აჯობებს ის დაუფქვავი შეიძინოთ! რადგან მისი ფასის გამო, ძალიან ხშირად დაფქული სახით ზაფრანას ნაცვლად სხვა მცენარეებს ყიდიან ან ურევენ) . მაგრამ, გახსოვდეთ, რომ ზაფრანას გამოყენება არავიტარ შემთხვევაში არ შიძლება ორსული ქალებისთვის: ამან შეიძლება მუცლის მოშლა გამოისვიოს.

რძეში ცოტაოდენი დარიჩინის დამატებით, მსუბუქ აღმგზნებ სასმელს მიიღებთ, რომელიც დადებითად მოქმედებს პოტენციაზე.

თბილი რძე დარიჩინით, აჯობებნს დილაობით მიიღოთ, ის მოგიხსნით ძილიანობას და გაგიუმჯობესებთ ხასიათს. ჭიქა რძეს მწიკვი ან 1/4 კოვზი დარიჩინი დაუმატეთ.

კურკუმა რძესთან ერთად სასარგებლოა ღვიძლისთვის და ებრძვის ნაოჭებს. კურკუმა – სანელებელი, რომელიც ძალიან სასარგებლოა აზიზი ადამიანებისთვის და მათთვის ვისაც გადაწყვეტილების მირება ძალიან უჭირს. ის გვეხმარება უფრო მშვიდად მივუდგეთ ცხოვრებისეულ სიტუაციებს და გავთავისუფლდეთ გაღიზიანებისგან.

კურკუმა განსაკუთრებით სასარგებლოა ქალბატონებისთვის, ჭიქა რძეს დაუმატეთ მწიკვი ან 1/4 ჩაის კოვზი კურკუმა.

კოჭა ასუფთავებს ორგანიზმს და აუმჯობესებს იმუნიტეტს. თბილი სამკურნალო რძე კოჭით, აჯობებს დილაობით გამოიყენოთ.

ჭიქა რძეზს დაუმატეთ მწიკვი ან 1/4 ჩაის კოვზი დაფქული კოჭა.

რძეს განსაკუთრებულ სარგებელს ჰმატებს მუსკატის კაკალი: ხსნის ტავის ტკივილს, ატონიზირებს და აუმჯობესებს მეხსიერებას. აჯობებს თუ თბილ რძეს მუსკატის კაკალთან ერთად საღამოს მიიღებთ.. მცირე მწიკვი (1 ჭიქა რძეზე დანის წვერით აღებული მუსკატის კაკალის ფხვნილი) მუსკატის კაკალი გაგათავისუფებთ დაღლილობის და უძილობისგან. გამოყენებამდე შეგიძლიათ მთლიანი მუსკატის კაკალი გახეხოთ, ფხვნილის ყიდვას ასე მოქცევა ჯობია, რადგან ეთერზეტები შენარჩუნებული იქნება!

ასეთი სასმელი მოგიხსნით შფოთვას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას. შეგიძლიათ ის ბავშვებსაც დაალევინოთ ძილის წინა და ძილი ძალიან მშვიდი და ღრმა იქნება. მაგრამ გახსოვდეთ: მუსკატის კაკალი ზომიერად უნდა მიიღოთ, რადგან რადგან მისი დიდი ოდენობით მოხმარება ნარკოტიკულ ზემოქმედებას ახდენს.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სანელებელი კარგად ეხამება ერთმანეთს. დილით აჯობებს კოჭა და დარიჩინი მიიღოთ. საღამოს – მუსკატის კაკალი, კურკუმა. კარდამონის გამოყენება კი შეგიძლიათ როგორც დილით, ასევე საღამოს. თუ ღრმა ძილი გაქვთ, ძალიან მშვილი ადამიანი ხართ და დილით ადრე გაღვიძება გიჭირთ, მუსკატის კაკალს – საღამოს ნუ მიიღებთ!