Connect with us

ყვავილები

როგორ მივიღოთ კარტოფილის უხვი მოსავალი პატარა ნაკვეთზე

კარტოფილის უხვი მოსავალი, მსხვილი, გემრიელი, ქიმიკატების გარეშე – ეს ნებისმიერი მებოსტნის სანუკვარი ოცნებაა.  ასეთი კარტოფილის მიღებაში საძულველი ხოჭოების და არასასურველი ამინდის გარდა საკუთარი შეცდომები ხელს გვიშლის. დღეს Alltime–ს რედაქცია ყველაზე გავრცელებულ შეცდომებზე გიამბობთ.

კარტოფილის მოსავალი

სარგავი მასალა

რა თქმა უნდა, კარტოფილი ნებისმიერი სარგავი მასალიდან გაიზრდება, მაგრამ ასე კარგი შედეგის იმედი არ გქონდეთ. ბოლქვები, რომლებიც დასათესად რჩება, წლიდან წლამდე სოკოვანი დაავადებების და მავნებლების პათოგენებს აგროვებენ.

ადრე თუ გვიან ეს მოსავალზე აისახება. სწორედ ამიტომ, თესლის ფონდი მინიმუმ 5 წელიწადში ერთხელ უნდა განაახლოთ. გარდა ამისა, დარჩენილ მასალას უნდა გადახედოთ. ჩვეულებრივ, საუკეთესო ბოლქვებს საჭმელად არჩევენ, ხოლო პატარა და უხარისხოს – დასათესად.

აგრონომების აზრით, ეს ჯიშის გადაგვარებას იწვევს. ისინი გირჩევენ, რომ დასათესად მინიმუმ კვერცხის ზომა ჯანმრთელი კარტოფილი გამოიყენოთ. თუმცა მეორე უკიდურესობაც შედეგს არ იძლევა. ძალიან მსხვილი კარტოფილი დიდხანს არ გაფესვიანდება და შიდა რეზერვებს დახარჯავს.

ბოლქვების მომზადება

ახლახანს მიწიდან ამოღებული კარტოფილი არ დარგოთ. ამ შემთხვევაში დიდხანს არ გაღვივდება.

ბოლქვები დასარგავად უნდა მოამზადოთ და მათში აღმოცენების პროცესი გააქტიუროთ. ამისთვის კარტოფილი 15-20 დღე შეინახეთ თბილ შენობაში (12-15 გრადუს ტემპერატურა), სადაც გაფანტული სინათლეა.

დასარგავი ადგილი

პატარა ნაკვეთი გვაიძულებს წლიდან წლამდე კარტოფილი ერთსა და იმავე ადგილას მოვიყვანოთ. არადა ნიადაგში მავნებლები და დაავადებები რომ არ განვითარდეს, ადგილი ყოველ რამდენიმე წელიწადში უნდა შეცვალოთ.

კარტოფილის საუკეთესო წინამორბედებია ხახვი, ნიორი, კიტრი, ბოლოკი, კომბოსტო, პარკოსნები. მაგალითად, პომიდორი არ გამოგადგებათ. ორივე კულტურა ძაღლყურძენთა ოჯახს მიეკუთვნება და ერთი და იმავე დაავადებები აწუხებთ.

შესაძლებელია ცოტა დავრგოთ და უხვი მოსავალი მივიღოთ?

ბოლქვებს წყლისა და მკვებავი ნივთიერებებისთვის ერთმანეთთან ბრძოლა რომ არ მოუწიოთ, ორმოებს შორის დისტანცია მინიმუმ 25-35 სმ უნდა იყოს. აი, რიგებს შორის დისტანცია 60-70 სმ.

მორწყვა

ბოლქვები კარტოფილის ყვავილობის პერიოდში იქმნება. სწორედ ამიტომ, თუ ამ დროს 2 კვირა ან უფრო დიდხანს წვიმები არაა, მცენარეს ტენიანობა განსაკუთრებით აკლია.

გამოდის ყვავილობა სიგნალია მებოსტნისთვის, რომ მორწყვის დროა. კარგი მოსავლის მისაღებად ყვავილობის პერიოდში კვირაში მინიმუმ 2–ჯერ უნდა მორწყათ.

გამოკვება

კარტოფილის უხვი მოსავლის მისაღებად ნაკვეთის განაყოფიერებაზე წინასწარ უნდა იზრუნოთ (შემოდგომაზე). მოსავლის აღების და მოხვნის შემდეგ მიწა დამპალი ნაკელით ან კომპოსტით დაფარეთ: 1 კვადრატულ მეტრზე 7 ვედრო დაგჭირდებათ.

ახალი ნაკელის გამოყენებას არ გვირჩევენ. ის ბოლქვის გემოს აუარესებს, ასევე ქეცით დაავადებას და მოსავლის შემცირებას იწვევს. გაზაფხულზე კომპლექსურ სასუქს (აზოტი, ფოსფორი და კალიუმი) უმატებენ – 2-3 კგ თითოეულ ას კვადრატულ მეტრზე. კარტოფილი ხის ნაცრის დამატებაზე კარგად რეაგირებს. 300 გრ კვადრატულ მეტრზე საკმარისია.