Connect with us

ჯანმრთელობა

როგორ მივიღოთ ბრტყელი მუცელი დიეტების და ვარჯიშის გარეშე

ზოგიერთი ჩვენგანი ყველაფერს ჭამს, მაგრამ მაინც არ სუქდება. ამის მიზეზი ხშირად ყველაზე იღბლიანებისთვისაც საიდუმლოს წარმოადგენს. ნამდვილად, საქმე გენებია! ზოგჯერ ეს მხოლოდ მემკვიდრეობას არ უკავშირდება. თუ ასეთი ნაცნობები გყავთ, დიდი ალბათობით, მათ გასახდომად გარკვეული ჩვევები აქვთ.

ზოგი ამ ჩვევებს წლები იძენს, ზოგი დაბადებიდან მათ იცავს. აქედან მოხდენილი ფორმები მოდის. Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ მთავარ წესებზე, რომლებიც ცხოვრების ჩვევად უნდა აქციოთ, თუ მოხდენილი ფორმების მიღება და შენარჩუნება გსურთ.

როგორ დავიკლოთ დიეტის გარეშე

აქტიური ცხოვრების წესი

დაუყონებლივ სავარჯიშო დარბაზში წასვლას ან დილით სირბილს წარმოვიდგენთ. სინამდვილეში, 30 წუთით ინტენსიური, სწრაფი სიარული თავის საქმეს აკეთებს. გაჩერებაზე ადრე ან გვიან გადით. დააკვირდით: ადამიანები, რომლებიც ჩქარობენ, უფრო გამხდრები არიან.

ბევრი წყალი

დიეტოლოგები ამაზე ლაპარაკს არ წყვეტენ. საქმე მხოლოდ ტოქსინების გამოდევნას არ ეხება, არამედ ბანალურ გაუწყლოებას. საკმარისი წყლის მიღების გარეშე, ორგანიზმი სითხეს შავი დღისთვის ინახავს. ამისთვის ცხიმოვან ქსოვილებს იყენებს. ასე, რომ სამუშაო მაგიდასთან ახლოს ბოთლი წყალი დალიეთ. თავად ვერ შეამჩნევთ, თუ როგორ დალევთ ბოლომდე.

ნელა ჭამა

როცა ჭამთ, კარგად დაღეჭეთ, პატარა ნაჭრებით ჭამეთ. ასე ზედმეტს ნამდვილად არ მიიღებთ. საჭირო სიჩქარის მისაღწევად სასიამოვნო თანამოსაუბრე შესანიშნავად დაგეხმარებათ. გახსოვდეთ: ერთნაირად დანაყრდებით როგორც ნელა ნაჭამი ერთი ბუტერბროდით, ასევე სწრაფად ნაჭამი სამი ბუტერბროდით.

ჯანსაღი მიკროფლორა

რძემჟავა პროდუქტების მოყვარულებს ჯანმრთელი ნაწლავების სახით სასიამოვნო ბონუსი აქვთ. ასევე მათ, ვინც ბევრ უჯრედისს მიირთმევს. ეს საჭმლის მონელებას და ათვისებას ხელს უწყობს.

ჯანმრთელი ნაწლავები

სიმღერიდან სიტყვას ვერ ამოიღებთ! ნაწლავების მოძრაობა ძალიან მნიშვნელოვანია. ტუალეტში ვიზიტი დიდი ხნით არ გადადოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ქრონიკული ყაბზობა, შებერილობა, ცუდი განწყობა და წონის მატება არ დააყოვნებს.

ვიტამინები

კერძოდ, B და D ჯგუფის ვიტამინები. ისინი ნივთიერებების სწორად გადანაწილებაში აქტიურად მონაწილეობენ. ორივე ტვინის აქტივობასა და ემოციურ მდგომარეობაზე დიდ გავლენას ახდენს. B ჯგუფის ვიტამინები კანის, ფრჩხილების და თმის ჯანმრთელობისთვის შეუცვლელია. თუ წონაში დაკლება გსურთ, მზეზე სეირნობა და ცხიმოვანი მჟავების შემცველი პროდუქტები (ცხიმიანი თევზი, ავოკადო, კაკალი) ნამდვილად მოეწონებათ.

სტრესის ატანა

ბოლო, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტი! მედიტაცია და დადებითი შთაბეჭდილებები დაგეხმარებათ, რომ რამდენიმე კილოგრამი მოიშოროთ. საქმე იმაშია, რომ კორტიზოლი, რომელსაც ორგანიზმი სტრესის დროს გამოიმუშავებს, წონაზე პირდაპირ გავლენას ახდენს. ის სხეულს ცხიმების მომარაგებას აიძულებს, რომ შინაგანი ორგანოები დაიცვას.

დგომა

სწორი ზურგი პრესის კუნთებს ააქტიურებს და ჭიმავს. სარკესთან დადექით და შეამოწმეთ – ეს ნამდვილად ასეა! მუცელი უფრო ბრტყელი ხდება.

საღეჭ რეზინაზე უარის თქმა

კუჭის მუშაობას ისე არაფერი არღვევს, როგორც საღეჭი რეზინა. მის გამო ბევრი კუჭის წვენი ტყუილად იწარმოება, თან ჰაერის გადაყლაპვას იწვევს, რაც თავის მხრივ, კოლიკს, შებერილობას და სხვა უსიამოვნებას იწვევს.

თუ ზემოთ მოცემული რჩევებიდან ნახევარს მაინც დაიცავთ, ნებისმიერი დიეტა ტანჯვა აღარ იქნება. თუ ამ ჩვევებს ცხოვრების წესად გაიხდით, საკვების შეზღუდვა აღარ მოგიწევთ. ვიმედოვნებთ, რომ სტატია თქვენთვის სასარგებლო იყო. გაუზიარეთ მათ, ვინც დიდი ხანია წონაში დაკლების საიდუმლოს ამოხსნას ცდილობს.