ჯანმრთელობა
როგორ იცვლება მენსტრუალური ციკლი ასაკის ცვლილებასთან ერთად
რა არის ნორმალური გარდატეხის ასაკში? როგორი ხდება მენსტრუალური ციკლი მშობიარობის და მენოპაუზის დადგომის შემდგომ?!
ვებ-პორტალ healthline.com-ის სპეციალისტებმა რეპროდუქციული ჯანმრთელობის სპეციალისტებთან ერთად განიხილეს თუ როგორ უნდა მიმდინარეობდეს მენსტრუალური ციკლი ამა თუ იმ ასაკში.
თუ შემდეგი პრობლემები გაწუხებთ აუცილებლად მიმართეთ ექიმს:
- ტკივილი მენჯის არეში
- მტკივნეული მენსტრუალური ციკლი
- წელის ტკივილი
- ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში
- ხანგრძლივი მენტრუაცია
- რთული მენსტრუაცია
ეს ნიშნები შეიძლება ციკლის დარღვევებზე მიგვანიშნებდეს.
20 წელზე უმცროსი გოგონები
მენსტრუაციის დაწყების საშუალო ასაკი 12 წელია, ზოგს ის ადრე ეწყება ზოგს კი უფრო გვიან და ეს სრულიად ნორმალურია. პირველი რამდენიმე წელი მენსტრუალური ციკლი არარეგულარია, ეს ყველაფერ ოვულაციის არქონასთან არის კავშირში.
ფიზიოლოგიური თვალსაზრისით, ყველაფერი რაც მენსრუაციის დროს ხდება ჰორმონებით არის განპირობებული: მკერდის ტკივილი, სპაზმები, ემოციური ცვალებადობა და რა თქმა უნდა სისხლდენაც. კერძოდ კი ეს ჰორმონები გახლავთ – ესტროგენი (ასტიმულირებს საშვილოსნოს ენდომეტრიუმის ზრდას) და პროგესტერონი (აკონტროლებს ზრდას).
გინეკოლოგისთვის მიმართვა რეკომენდებულია იმ შემთხვევაში თუ ციკლი მტკივნეულად მიმდინარეობს და ორგანიზმს საგრძნობლად აზუსტებს.
20-დან 30 წლამდე მონაკვეთში
ითვლება, რომ ქალის ორგანიზმი ამ ასაკში ყველაზე უკეთ არის მომზადებული ჩასახვისა და ორსულობისთის. სწორედ ამიტომ არის ამ პერიოდში მენსტრუაცია რეგულარული.
ძირითადად სწორედ 20 წლის შემდეგ იწყებენ ქალები ჰორმონალური კონტრაცეპტივების გამოყნებას. ზოგიერთი მათგანი მენსტრუაციას უფრო იოლსა და მოკლეს ხდის. ზოგიერთ ქალბატონს არა რეგულარული ციკლი შეიძლება მთელი ცხოვრების მანძილზე გაყვეს, მაგრამ, თუ თავიდან ციკლი რეგულარული და ნორმალური იყო და შემდეგ აირია – აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.
რა შეიძლება მიგვანიშნებდეს მენსტრუალური ციკლის დარღვევაზე?
- პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი
- ენდომეტრიოზი
- საშვილოსნოს ფიბრომა
- პრე-მენსტრუალური სინდრომი
- ანომალიური სისხლდენა საშვილოსნოდან
- მტკივნეული მენტრუაცია (დისმენორეა)
თუ მენსტრუაცია მტკივნეული, ხანგრძლივი და ძალიან ინტენსიური სისხლდენა გაქვთ – აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
შეიძლება თუ არა სექსი მენსტრუაციის დროს?!
თუ სურვილი გაქვთ და თავსაც იცავთ – მენსტრუალური ციკლის დროს სექსი აკრძალული არ არის. ზოგიერთი ქალბატონის შემთხვევაში ლიბიდო ციკლის პირველ დღეებში საგრძნობლად იმატებს,.
30-დან 40 წლამდე ასაკის ქალები
ამ ასაკობრივ მონაკვეთში ციკლი ისეთივე იქნება როგორც ათწლეულით ადრე, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ციკლი შეიძლება უფრო მტკივნეული გახდეს და თანე რთვოდეს მკერდის ტკივილი და სპაზმებიც.
ამ პერიოდში ზოგიერთი ბავშვს აჩენს, ამ ასაკში მშობიარობის შემდეგ მენსტრუაცია შეიძლება მშობიარობის შემდეგ მალევე აღგიდგეთ ან რამდენიმე თვის დაგვიანებით. ეს ბევრად არის დამოკიდებული ახალშობილის კვებაზე. ძუძუთი კვების დროს ორგანიზმი პროლაქტინს გამოიმუშავებს რომელიც ესტროგენის გამომუშავებას თრგუნავს და მასთან ერთად მენსტრუალურ ციკლსაც.
მშობიარობის შემდეგ მენსტრუალური ციკლი ზოგჯერ უფრო მოჭარბებული სისხლდენით ბრუნდება, ეს საგანგაშო არ არის თუმცა არც ექიმთან ვიზიტი იქნებოდა ურიგო.
პერიმენოპაუზა
ქალბატონების უმეტესობა ქალბატონებისთის პერიმენოპაუზა 40 წლის ასაკის შემდეგ დგება, ზგიერთის შემთხვევაში კი უფრო ადრეც. ეს არის 8-10 წლიანი პერიოდი მენოპაუზამდე როდესაც ორგანიზმი ნაკლები ესტროგენისა და პროჰესტერონის გამომუშავებას იწყებს.
40-დან 50 წლამდე მონაკვეთი
იმისთვის, რომ პერიმენოპაუზა დადასტურდეს, არარეგულარული მენსტრუალური ციკლის არსებობა საკმარისი არ არის.
აი დამატებით რამდენიმე სიმპტომი:
- ვაგინალური სითხის ნაკლებობა
- შეხურება
- შემცივნება და ღამის ოფლიანობა
- ძილის პრობლემები
- ხასიათის მკვეთრი ცვლილება
წონის მატება - თმის შეთხელება და კანის სიმშრალე
- მკერდის სისავსის კლება
პერიმენოპაუზა აუცილებელ სამედიცინო ჩარევას არ საჭიროებს, თუმცა გინეკოლოგს შეუძლია ზოგიერთი პრეპარატი დანიშნოს თუ გადაწყვეტს, რომ აუცილებელია.
თუ ქალბატონი ჯანმრთელი ცხოვრების წესს მისდევს – სწორად იკვებება, სპორტით არის დაკავებული და ხარისხიანად ძინავს, სიმპტომები უფრო მსუბუქი იქნება. ქალბატონისთის მენოპაუზა მაშინ დგება როდესაც ბოლო მენსტრუაციიდან 1 წელი გადის. ეს საშუალოდ 51 წლის ასაკში ხდება.
50 წლიდან მაღლა
მენსტრუაციის დასრულების შემდეგ ქალი შიეძლება კვლავ გრძნობდეს ხიასიათ ცვალებადობას ჰორმონალური ცვლილებების გამო. ქალბატონების შედარებით მცირე რაოდენობაში საკვერცხეების აქტივობა 60 წლის ასაკის შემდეგ წყდება.
მენოპაუზის პერიოდი შეიძლება ძალიან რთული გადასატანი იყოს ქალბატონებისთის, არა მხოლოდ ჰორმონალური ცვლილებების გამო არამედ კულტურული წარმოდგენების გამოც. ამ თემის ტაბუირებამ შეიძლება ქალბატონებს თავი მარტოსულად აგრძნობინოს და მის ორგანიზმში მიმდინარე მოვლენები ემოციურად რთულად გადასატანი გახადოს მისთვის.