თავის მოვლა
როგორ დავჭიმოთ სახის ოვალი კოსმეტიკური ძაფების გარეშე. შედეგი გაგახარებთ
ვერ ვხვდები, რა საჭიროა რეკლამირებულ, ბრენდულ თავის მოვლის საშუალებაში ბევრი ფულის გადახდა. უფრო მეტიც, ასეთი კრემების და ტონიკების გამოყენების შედეგი შეიძლება მოულოდნელი აღმოჩნდეს. სახლის პირობებში ნებისმიერი პროცედურის ჩატარება შეგიძლიათ და სახის დაჭიმვა გამონაკლისი არაა!
ჩემი ბევრი მეგობარი კანის ჩამოწელვის პირველივე ნიშნებზე დაუყონებლივ კოსმეტოლოგებთან გარბის. ზოგი მზადაა უკანასკნელი ფული დახარჯოს და სასწაულის იმედი ჰქონდეს, ოღონდ კი კანი კვლავ დაიჭიმოს და ელასტიური გახდეს. მე ვიცი, რომ სახის დაჭიმვა სახლის პირობებშიც შეიძლება. გამოცდილი მეთოდია!
კანის დაჭიმვა სახლის პირობებში
1. 1 ჩ/კ სელის თესლი 1/3 ჭიქა ცხელ წყალს აურიეთ და რამდენიმე წუთით გააჩერეთ. შემდეგ ქაღალდის სალფეთქი დააფარეთ და საღამომდე დააყენეთ.
2. ყელი და სახე გაიწმინდეთ. ბამბის დისკი მზა სელის თესლის ნაყენით დაასველეთ და კანზე თხელ ფენად წაისვით. დაელოდეთ, სანამ საშუალება გაშრება და კიდევ ერთი ფენა წაისვით. სულ 5-ჯერ წაისვით.
3. ეცადეთ, პროცედურის დროს სახის და ყელის კუნთები არ დაჭიმოთ. იდეალურია, თუ უბრალოდ ლოგინზე წამოწვებით. საშუალება ანადუღარი წყლით ჩამოიბანეთ და კანი ღამის კრემით დაიტენიანეთ.
კანის დაჭიმვა სახლის პირობებში მარტივია: დილით სახის დამჭიმავ საშუალებას წუთებში ამზადებთ, საღამოს კი პროცედურას იტარებთ. ზუსტად 10-15 დღეში საკუთარ თავს ვეღარ იცნობთ! ასეთი ნატურალური საშუალება ყველასთვის ხელმისაწვდომია. თქვენ რა მეთოდებს იყენებთ თავის მოსავლელად?